ხშირად, აქსესუარები იმაზე მეტ მნიშვნელობასა და ფუნქციას ანიჭებენ ჩვენს მოწყობილობებს, ვიდრე წარმოგვიდგენია. Tablet-ების სამყაროში iPad–ი ცნობილია, როგორც ინოვაციისა და მრავალფეროვნების სიმბოლო.
არა აქვს მნიშვნელობა, რისთვის იყენებ – სამუშაოდ, შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად თუ გასართობად, iPad-ის შესაძლებლობებს, აქსესუარების წყალობით, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტად დააფასებ.
ამ ბლოგში გაგიზიარებთ შენი iPad-ისთვის აუცილებელ 3 აქსესუარს, რათა განსაზღვრო, რომელი მათგანი გჭირდება ბევრად საინტერესო და მრავლისმომცველი გამოცდილების მისაღებად.
რატომ Apple Pencil, Magic Trackpad და Smart Keyboard?
- Apple Pencil – უსაზღვრო კრეატივი
Apple Pencil-ის ქონის ეს უმთავრესი მიზეზი ამ სიაში, ალბათ, არავის გააკვირვებს. მისი პრაქტიკულობა და რეალურ გამოცდილებასთან იდენტური მახასიათებლები აშკარას ხდის, თუ რატომაც უყვართ ის მხატვრებს, მწერლებს და უბრალოდ, ბუნებით ხელოვან ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ შექმნან სილამაზე ფანქრის ერთი მანევრირებით, ან წერონ ისე, როგორც ხელნაწერ დღიურში.
ინტუიციური, ზუსტი და კომფორტული
არა აქვს მნიშვნელობა ხარ სტუდენტი, მწერალი, გრაფიკული დიზაინერი, მხატვარი თუ Content-ის შემქმნელი, Apple Pencil-ი შემოქმედებითი შესაძლებლობების სამყაროს კარებს ფართოდ აღებს. მისი მრავალფუნქციურობა და სიზუსტე გეხმარება ნებისმიერი საქმის პროფესიონალურად შესრულება შეძლო. მაგალითად, აპლიკაციები, როგორიცაა GarageBand და Final Cut Pro იმდენად მრავალფეროვან ხელსაწყოებს გვთავაზობს, Pencil-ით კიდევ უფრო მარტივდება შევქმნათ და დავარედაქტიროთ ვიდეოები, მუსიკა, პოდკასტები და ა.შ.
Apple Pencil-ი უზრუნველჰყოფს სწრაფ წვდომას ეკრანზე არსებულ ინსტრუმენტებზე ფერების, ზომის, ჩრდილებისა და სხვადასხვა ფუნქციების სამართავად. შენ შეგიძლია შექმნა რთულ დეტალებში შესრულებული ციფრული ნახატები და ესკიზები მთელი თავისი სიზუსტით. ზეწოლისა და დახრის მგრძნობელობა საშუალებას მოგცემს შეცვალო ხაზის სისქე და ჩრდილები, ზუსტად ისე, როგორც ამას ფურცელზე ფანქრებით გააკეთებდი.
iPad Pro-ზე, Apple Pencil-ის კურსორი ფუნქციურად უფრო მეტად დახვეწილია და წინასწარ, ზუსტად გვაჩვენებს, თუ რა მონაკვეთზე შეეხება ეკრანს, ასე რომ შეგიძლია დაწერო, დახაზო და შექმნა ილუსტრაციები ისე, რომ საზღვრების გადაკვეთაზე არ იღელვო.
მოიფიქრე? ჩაინიშნე, როგორც ფურცელზე
თუ ტექსტის კლავიატურაზე აკრეფა არ გიყვარს, Pencil-ით წერა ძალიან მოგეწონება. არა აქვს მნიშვნელობა, ექსპრომტ იდეებს ინიშნავ თუ დოკუმენტებზე ანოტაციას აკეთებ, Pencil-ი წერის იმდენად ბუნებრივ გამოციდლებას გვთავაზობს, რომლის გამეორებაც რთულია ეკრანზე თითით ან კლავიატურით. წერისა და ილუსტრაციების შექმნის პროცესში სარგებელი პირველივე მცდელობაზე დაგარწმუნებთ იმაში, რომ ცხოვრების გამარტივება Apple-მა თუნდაც მხოლოდ ამ მოწყობილობით შეძლო და ჩვენ უბრალოდ, ისღა დაგვრჩენია, გამოვცადოთ.
Apple Pencil-ი თავსებადია iPad-ის ყველა მოდელთან, რაც მას მრავალმხრივ საინტერესო და ფუნქციურ მოწყობილობად აქცევს ყველა გემოვნების მომხმარებლისთვის.
- Magic Trackpad: სენსორი და სწრაფი ნავიგაცია
Magic Trackpad iPad-ის მომხმარებლების ერთ-ერთი საყვარელი აქსესუარია. ეს არის უსადენო და დამუხტვადი მოწყობილობა, რომელიც მარტივად უკავშირდება iPad-ს Bluetooth-ის საშუალებით და უზრუნველჰყოფს სხვადასხვა მოქმედების სპექტრს Force Touch ტექნოლოგიით. Magic Trackpad-ი არის ინოვაციური აქსესუარი მათთვის, ვისი საქმიანობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აპლიკაციებში, ვებგვერდებსა და დოკუმენტებში ნავიგაცია იყოს სწრაფი, ინტუიციური და მოსახერხებელი. Magic Trackpad-ი ამარტივებს აპლიკაციებს შორის გადამრთველსა და გათიშვაზე წვდომას და სხვადასხვა სენსორული ფუნქციების გააქტიურებას.
შენ შეგიძლია ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მარტივი მოძრაობით გადახვიდე გვერდიდან გვერდზე, დაარედაქტირო მულტიმედია პროდუქტები,
“გადასქორლო”, გადაახვიო, გაადიდო და ა.შ. ეს უკაბელო აქსესუარი დაგეხმარება მაუსის ან კლავიატურის გამოყენების გარეშე, გახდე მეტად პროდუქტიული და ერთდროულად ბევრი დავალების შესრულება იმაზე შეუზღუდავი და სწრაფი გახადო, ვიდრე ეს აქამდე იყო.
Magic Trackpad-ი ავტომატურად უკავშირდება iPad- ს, დამუხტული ელემენტი კი, საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა და დაახლოებით, ერთი თვის, ან მეტი ხნის განმავლობაში არ სჭირდება დამუხტვა. ასევე, უზრუნველჰყოფს USB-C-დან Lightning კაბელთან დაკავშირებას, რომელიც საშუალებას მოგცემს დაუკავშირო და დამუხტო შენი iPad-ი USB-C პორტთან მიერთებით.
Magic Trackpad-ი მყარი და საიმედოა. შეგიძლია შეუფერხებლად იმუშაო მაშინაც, როცა ის არაბრტყელ ზედაპირზეა მოთავსებული. ერგონომიული დიზაინი კი, ხელს უწყობს ხელისა და მაჯის უფრო ბუნებრივ პოზას ტრადიციულ მაუსებთან შედარებით, რაც ხელს უწყობს დაძაბულობისა და დისკომფორტის შემცირებას ხანგრძლივი დროით გამოყენებისას.
ყველამ ვიცით, რომ Apple-ის პროდუქტები ცნობილია დახვეწილი და მინიმალისტური დიზაინით და არც Magic Trackpad-ი განსხვავდება მათგან. მის ესთეტიკას შეუძლია შენს სამუშაო სივრცეს დახვეწილი საერთო იერსახე შესძინოს. ასევე, ამცირებს არეულობას სამუშაო მაგიდაზე, რადგან თავისუფალია სადენებისგან. ეს კი მოგცემს მეტ თავისუფლებას, განათავსო იქ, სადაც ყველაზე კომფორტულია.
- Smart Keyboard – პორტაბელურობა და მარტივი ინტეგრაცია
ზოგადად, iPad-ების სენსორული ეკრანი ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა, როდესაც ლექციაზე ან შეხვედრაზე უცებ მნიშვნელოვანი საკითხების ჩანიშვნა გჭირდება, არც ისე სწრაფი და კომფორტულია. გამოსავლის პოვნა Smart Keyboard-ს ნამდვილად არ გაუჭირდება. თუ iPad-ის პირველი და iPad Air-ისა და Pro-ს უფრო ძველი მოდელი გაქვს და განსაკუთრებულად ბევრი წერა ან მულტიმედია პროდუქტების დამუშავება გიწევს, შედარებით დაბალბიუჯეტიანი გამოსავალი, ეჭვგარეშე, Smart Keyboard-ია.
Smart Keyboard-ი პირდაპირ უკავშირდება iPad-ს Smart Connector-ის წყალობით, ამიტომ არ საჭიროებს Bluetooth-ით დაკავშირებას ან დამუხტვას. ეს უზრუნველყოფს მუდმივ, საიმედო და მყისიერ კავშირს კლავიატურასა და მოწყობილობას შორის.
Smart Keyboard-ი წარმოადგენს ერთდროულად, დამცავ საფარს, კლავიატურასა და სადგამს, რაც საშუალებას გაძლევს შენი iPad-ი ტექსტის აკრეფისას ან ეკრანის ყურებისას კომფორტული ხედვის კუთხით მოათავსო. თუ გასაღებს იმავე ჩანთაში ათავსებ სადაც iPad-ს, Smart Keyboard-ის გარეთა ფენა ეკრანს ნებისმიერი დაზიანებისგან დაიცვავს. ის იმდენად მსუბუქი და თხელია, რომ ძალიან მარტივია iPad-თან ერთად სატარებლად, ზედმეტი ბარგის გარეშე. შეგიძლია თავისუფლად გაიყოლო მოგზაურობისას და პროექტი მატარებელშიც კი დაასრულო. როცა აღარ იყენებ, უბრალოდ დაკეცავ და ეკრანის უსაფრთხოებაზეც შეგიძლია აღარ იღელვო.
Apple Pencil, Magic Trackpad და Smart Keyboard შენს iPad-ს მძლავრი Tablet-იდან მრავალმხრივ სამუშაო სივრცედ, კრეატიულ სტუდიად და დღიურად გარდაქმნის. არა აქვს მნიშვნელობა, ცდილობ გააუმჯობესო ნავიგაცია, შენი პროდუქტიულობის ხარისხი თუ განივითარო შემოქმედებითი უნარები, ეს აქსესუარები შენი iPad-ისთვის აუცილებელი კომპანიონებია, რომლებიც გზადაგზა შემეცნებისა და თვითგამოხატვის არაერთ გზას დაგანახებს.
აქციე შენი გამოცდილება თავგადასავლებით სავსე iPad-ის აქსესუარებთან ერთად და გახადე ისინი პროდუქტიულობის მთავარ სუბიექტად.
iTechnics – ტექნიკა უკეთესი ცხოვრებისთვის!