უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

ჩვენ ვუპასუხეთ კითხვებს, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ეფლის ტექნიკის მოყვარულებს. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ დამატებითი კითხვა, რომელზეც ვერ მიიღეთ პასუხი, გთხოვთ, მოგვწეროთ, დაგვირეკოთ ან გვესტუმროთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში.

თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია !

1. რა უპირატესობა აქვს iCard-ს ? 

 iCard არის უნივერსალური ბარათი, რომელსაც აქვს როგორც ფასდაკლების, ისე დაგროვების ფუნქცია. 

2. რამდენ ლარზე რამდენი ქულა გროვდება? 

დაგროვების კოეფიციენტი არის 1%. 

3. რომელ პროდუქციაზე არის შესაძლებელი ბარათის გამოყენება ?

iCard-ის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ნივთსა და მომსახურებაზე. 

4. ყველა ნივთზე ხდება ქულების დაგროვება თუ მხოლოდ გარკვეულ პროდუქციაზე?

ქულების დაგროვება ხდება სრულ ასორტიმენტზე. მთავარია მომხმარებელმა წარმოადგინოს iCard ან iCard-ის უნივერსალური შტრიხკოდი. 

5. არის თუ არა შესაძლებელი მხოლოდ ფასდაკლებით სარგებლობა? 


რათქმაუნდა, მხოლოდ ფასდაკლების არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს კომპანიისგან დაწესებულ მაქსიმალურ ფასდაკლებას, რომელიც სხვადასხვა პროდუქციაზე არის განსხვავებული. 

6. რა ვადაში არის შესაძლებელი დაგროვილი ქულების განაღდება?


დაგროვილი ქულების განაღდება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუნდაც იმ დღესვე. 

7. არის თუ არა შესაძლებელი iCard-ის გამოყენება ყველა ფილიალში? 


დიახ, iCard-ის გამოყენება iTechnics-ის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ,როგორც თბილისში, ისე ბათუმში. 

8. ვრცელდება თუ არა iCard-ით ფასდაკლება უკვე ფასდაკლებულ და აქციაში მყოფ ნივთზე?


ფასდაკლებულ და აქციაში მყოფ ნივთებზე შესაძლებელია მხოლოდ დაგროვება. 

9. შესაძლებელია თუ არა სხვამ ისარგებლოს ბარათით ? 


რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა წარმოადგინოს iCard ან იცოდეს iCard-ის უნივერსალური შტრიხკოდი. 

10. შეუძლია თუ არა არასრულწლოვანს ბარათის აღება და გამოყენება?


ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი  iCard 16 წლიდან ზემოთ.

11. რა პროდუქციის მიღება შემიძლია ქულების სანაცვლოდ? 


ქულების გადაცვლა შესაძლებელია ნებისმიერ სასურველ ნივთში.

12. არასაკმარისი ქულების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა თანხის დამატება და სასურველი ნივთის შეძენა? 

რა თქმა უნდა შესაძლებელია, ქულების გასანაღდებლად და სასურველ პროდუქციაში გადასაცვლელად ესტუმრეთ აიტექნიკსის ფილიალებს.

13. ვისზე გაიცემა ბარათი?

iCard გაიცემა ნებისმიერ  მომხმარებელზე, რომელიც გააკეთებს მინიმუმ 500 ლარის შენაძენს და აიტექნიკსის ერთგულ მომხმარებლებზე, რომელნიც უკვე არიან რეგისტრირებულნი კომპანიის ბაზაში. ბარათის გააქტიურებისას, ანუ პირველი შენაძენისას ისარგებლებთ მხოლოდ ფასდაკლებით, ხოლო დაგროვების და ფასდაკლების ფუნქცია ერთდროულად ჩაირთვება მეორე შენაძენის გაკეთებისას.   

1. ვის შეუძლია აიღოს საქართველოს ბანკის განვადება?
         
ნებისმიერს, ვინც არის 20-70 წლამდე და აქვს ყოველთვიური შემოსავალი.

2. რა  თანხაზე შეიძლება შეივსოს განვადება?

განვადება შეიძლება შეივსოს 150-15000 ლარამდე.

3.  რა პერიოდზე შეიძლება შევავსოთ განვადება?

განვადება შეიძლება შევავსოთ 3-36 თვემდე.

4. რა დრო სჭირდება  განვადების შევსებას?

განვადების შევსებას სჭირდება 10 წთ, პასუხს მიიღებთ ავტომატურად ან 5-15წთმდე პერიოდში.

5. რაზეა დამოკიდებული განვადების ლიმიტი?

 განვადების ლიმიტი დამოკიდებულია, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზე და თავის         შემოსავალზე.

6.  რა ტიპის შემოსავლის გათვალისწინება ხდება ?

 ხელფასი,ბონუსი,იჯარის ჩარიცხვა და ფულადი გზავნილები(ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მუდმივად).

7.  სად შეიძლება დეტალური ინფორმაციის მიღება განვადების შესახებ?
    
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აპლიკაციიდან, რაც შეეხება კრედიტის თანხას, პროცენტს და გადახდის თარიღს დეტალურად მიიღებთ ყველა ინფორმაციას განაცხადის შევსებისას.

1. შესაძლებელია თუ არა თიბისი ბანკის განვადების გაკეთება ? 

დიახ, თიბისი ბანკის განვადებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც iTechnics-ის ფილიალებში, ისე  ვებგვერდზე. 

2. რა ასაკიდანაა შესაძლებელი განვადებით სარგებლობა ? 

განვადებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.  

3. შეუძლია თუ არა უცხოეთის მოქალაქეს განვადების გაკეთება? 

განვადებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის.
 

4. რა არის განვადების მინიმალური ლიმიტი ? 

განვადების მინიმალური ლიმიტი შეადგენს 200 ლარს. 

5. არის თუ არა აუცილებელი თანხის წინასწარი შეტანა ? 

ეს პროცესი დამოკიდებულია მომხმარებლის ფინანსურ შესაძლებლობებსა და ბანკის მოთხოვნებზე.
 

6. რა ვადით არის შესაძლებელი განვადების გაკეთება ?

განვადების გაკეთება შესაძლებელია 3-36 თვის ვადით. 

7. რა დოკუმენტებია საჭირო განვადების მისაღებად ? 

პირადობის მოწმობა და სახელფასო ამონაწერი, იმ შემთხვევაში თუკი განვადებას არ ავსებთ იმ ბანკში, სადაც ხელფასი გერიცხებათ. 

8. როგორ გავაფორმოთ ონლაინ განვადება ? 

გადახდის მეთოდებში აირჩიეთ “ონლაინ განვადება” და მიუთითეთ სასურველი ბანკი განვადებისთვის. ლინკზე შეავსეთ თქვენი ბანკის განაცხადი ონლაინ. ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ განვადების დასტურს ტელეფონის ნომერზე 24 საათის განმავლობაში (3 საათამდე შევსებულ განაცხადზე დასტურს მიიღებთ იმ დღესვე, 3 საათის შემდეგ შევსებულ განაცხადზე კი, მეორე დღის 3 საათამდე). კლიენტს რომელსაც ბანკი არ უმტკიცებს განვადებას (ან არ არის ამ ბანკის კლიენტი) ინფორმაციას მიიღებს ასევე სმს-ის სახით. განვადების დამტკიცების შემდეგ, მიბრძანდებით ამავე ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სადაც ხელს მოაწერთ განვადებაზე. 

1. რა არის Apple Pay ?

Apple Pay არის უკონტაქტო გადახდის მეთოდი, რომელსაც Apple თავის მოწყობილობების გამოყენებით გვთავაზობს. მისი საშუალებით მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ანგარიშსწორება მოახდინოს ბარათის თან არ ქონის შემთხვევაში. ეს სერვისი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.Apple Pay-ს მხარდამჭერი ბანკებია- საქართველოს ბანკი, თიბისი, ვითიბი და ლიბერთი.

2. როგორ გავააქტიუროთ Apple Pay ჩვენს მოწყობილობებზე?

იმისათვის, რომ Apple Pay გაააქტიუროთ ამისათვის საჭიროა, თქვენს მოწყობილობაში გქონდეთ Wallet-ის აპლიკაცია.  შემდეგ ამავე აპლიკაციაში, შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები.იმისათვის, რომ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები გამარტივებული გზით, შეგიძლიათ დაასკანეროთ ბარათი, რაც მოგცემთ საშუალებას ავტომატურად აისახოს მონაცემები თქვენს ვოლეტში.


3. როგორ და სად შეგიძლიათ ისარგებლოთ Apple Pay-ის მეშვეობით?

Apple Pay შეგიძლია გამოიყენოთ ინტერნეტის გარეშე, ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდაა ხელმისაწვდომი. Apple Pay იყენებს ახლო მონაკვეთის კომუნიკაციის გადამცემს (NFC), რაც ნიშნას იმას, რომ მას  ფუნქციონირებისთვის ინტერნეტი არ სჭირდება. ასევე იყენებს თითისა და სახის ანაბეჭდს,
Iphone 6-სა და მის შემდგომ მოდელებში.

Apple Store ეს არის ეფლის მარკეტი, რომელიც საშუალებას აძლევს მოხმარებელს, ჩამოტვირთოს ნებისმიერი სახის აპლიკაცია, თავისი ეფლ აიდის მეშვეობით.

Apple ID არის მომხმარებლის ანგარიში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია Apple Store-დან ნებისმიერი აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რომელიც თქვენი რეგიონისთვის არის ხელმისაწვდომი.

iCloud არის ვირტუალური ღრუბელი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შეინახოთ თქვენს მოწყობილობაში არსებული, თითქმის სრული ინფორმაცია. მისი მეშვეობით, შეგიძლიათ მართოთ თქვენი მოწყობილობა. აიქლაუდს აქვს უფასო მეხსიერება 5გბ, იმ შემთხვევაში თუ თქვენს ტელეფონში არსებული ინფორმაცია აღემატება 5გბ-ს, შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი მეხსიერება, ყოველთვიური გადასახადის მეშვეობით.
სასურველი და აუცილებელია, რომ თქვენი აიქლაუდი იცოდეთ მხოლოდ თქვენ, რადგან ეს არის პირადი ინფორმაცია.
Cloud-ის მეშვეობით შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი მოწყობილობის ადგილმდებარეობა, თუ კი ის იქნება ინტერნეტთან კავშირში.

Find My Phone არის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი მოწყობილობის მდებარეობა, თუ კი ის იქნება ინტერნეტთან კავშირში. ასევე შეგიძლიათ ამ ფუნქციით შეამოწმოთ თქვენი მოწყობილობის  მდებარეობა, როდესაც მას ბოლოს ჰქონდა ინტერნეტთან კავშირი.

iMessage ეს არის საკომუნიკაციო საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გაგზავნოთ ტექსტური და მულტიმედია  შეტყობინებები Apple-ის მოწყობილობებთან უფასოდ, ამისათვის საჭიროა, თქვენი მოწყობილობა იყოს ან ვაიფაის ზონაში ან ჰქონდეს მობილური ინტერნეტის მხარდაჭერა. 
iMessage-ის გააქტიურებისათვის აუცილებელია, ტელეფონში ჩართული  გქონდეთ Apple id და ასევე ლარის ანგარიშზე გქონდეთ გარკვეული თანხა.

Facetime  არის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ განახორციელოთ ზარები, ნებისმიერ  Apple-ის მოწყობილობასთან, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან და ჩართულია მასში ეფლ აიდი.
Facetime-ის მეშვეობით შეგიძლიათ განახორციელოთ, ასევე ჯგუფური ვიდეო ზარი, სადაც ერთდროულად 32 ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. Facetime რაც ყველაზე მთავარია არის უსაფრთხო, რაც უზრუნველყოფოს თქვენი ვიდეო ზარების დაცულობას.

IOS-არის Iphone-ის ოპერაციული სისტემა, რომლის ვერსიებიც დროთა განმავლობაში ნახლდება, უახლეს ოპერაციულ          სისტემას წარმოადგენს Ios 14.
MacOS-წარმოადგენს Macbook-ის ოპერაციულ სისტემას,ის არის ყველაზე დაცული სისტემა, რომელიც უზრუნველჰყოფს Macbook-ის გამართულად მუშაობას, ეს სისტემა დაცულია ვირუსებისგან. iPadOS- არის iPad-ის ოპერაციული სისტემა, რომელიც უზრუნველჰყოფს აიპადის გამართულად მუშაობას და ასევე მისი  ხანგრძლივი დროით გამოყენებას.

Backup-არის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შეინახოთ, თქვენს მოწყობილობაში არსებული ინფორმაცია შეინახოთ, როგორც აიქლაუდზე, ასევე, გარემეხსიერების ბარათზე, ან კომპიუტერში.

 

Hotspot- არის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ, გაუზიაროთ მობილური ინტერნეტი, იმ მოწყობილობას, 
რომელსაც არ აქვს ინტერნეტთან კავშირი.

 

IMEI Code- არის თქვენი მოწყობილობის პირადი ნომერი,რომელიც ყველა მოწყობილობას აქვს ინდივიდუალური, მისი მეშვეობით, შეგიძლიათ დაადგინოთ, პროდუქტის წარმომავლობა, არის თუ არა ოფიციალური და ასევე როდის მოხდა, მოწყობილობის გააქტიურება.

 

Liquid Crystal Display – ეკრანების ერთ-ერთი გაფართოება.  LCD  ეკრანების გამოშვება არც თუ  ისე  დიდი  ხნის წინ  დაიწყო.  იგი  ერთ-ერთი  კარგი  ხარისხის  მაჩვენებელ ეკრანად ითვლება,  თუმცა  ტექნოლოგიები  ისე  სწრაგად  ვითარდება,  რომ  ეკრანების  მთელი  სია შეგვიძლია დავასახელოთ რომლებიც უსწრებენ ან ჩამორჩებიან LCD გამოსახულებას. 

 

ეს არის სენსორის ფუნქცია, რომელიც აღიქვამს არა მარტო ერთი თითის შეხებას, არამედ რამდენიმე თითის შეხებას ერთდროულად.  ეს ფუნქცია უფრო პრაქტიკულს და მორგებულს ხდის მოწყობილობას. 

 

NFC ანუ Near-Field Communication – ეს არის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ხდება მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გაცვლა. 

 

ეს არის პროგრამა, რომელიც ჩაშენებულია  სისტემაში. პროგრამა განკუთვნილია, რომ ჩამოტვირთოთ თქვენი საყვარელი ელექტრონული ჟურნალები და შექმნათ თქვენი სასურველი სტენდი. მისი გამოყენებით ჟურნალების კითხვა, არჩევა და მოხმარება უფრო კომფორტული და მოსახერხებელი ხდება.

 

ეს არის სისტემის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც გაძლევთ საშუალებას ერთ გრაფაში ნახოთ ყველანაირი შეტყობინება, მესიჯები, სხვადასხვა შეტყობინებები თუ უბრალოდ გამოტოვებული ზარები. მისი გახსნა შესაძლებელია ეკრანზე სულ ზევიდან ქვევით თითის ჩამოსმით. 

 

ეს არის  iCloud-ის ფუნქცია, რომელიც აკეთებს ახალი სურათების გაზიარებას IOS  და  OSX                                                       მოწყობილობებს შორის. 

 

ეს არის  ის ტექნოლოგია, რომლითაც ხდება ვიდეოს დაპატარავება ინტერნეტ სივრცეში სწრაფი გაზიარებისთვის. ასევე ეს სახელი გამოიყენება პროგრამისთვის, რომელიც ყენდება Macbook OSX-ზე და წარმოადგენს ვიდეოს გამშვებ პროგრამას. 

 

ეს არის ხმოვანი ასისტენტი. ამ ფუნქციის საშუალებით შეგიძლიათ მართოთ სხვადასხვა ფუნქციები. გაიგოთ ამინდის პროგნოზი, რუკაზე მოძებნოთ ადგილი, დანიშნოთ მარშუტი, ეძებოთ ინტერნეტში ან უბრალოდ ელაპარაკოთ მას. 

 

ეს არის ძებნის ფუნქცია და სისტემებისთვის ძებნის კოდი დახვეწილი და ზუსტია. თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ  აპლიკაციები,  პროგრამები, ვიდეოები, სურათები,  ჩანაწერები და მესიჯებიც კი. ფუნქციის გამოყენება ხდება მარტივად,  ტელეფონებზე და პლანშეტებზე  თითის  ჩამოსმით  ეკრანის  შუა  ნაწილიდან  ქვევით   კომპიუტერებზე  კი  ძებნის ღილაკზე დაჭერით. 

 

ეს არის ინფორმაციის ერთდროულად შენახვის ფუნქცია, რომელიც გააჩნიათ კომპიუტერებს.  მარტივ  ენაზე რომ ვთქვათ თქვენ ინახავთ თქვენს ინფომრაციას შავი ყუთის სახით, ამ ინფორმაციასთან წვდომა ვერ გექნებათ და მის შიგთავსს ვერ ნახავთ სანამ უკან სისტემაში არ ჩააბრუნებთ. ფუნქცია გამოგონილია იმისთვის რომ იყოთ დაცულები და არ დაგეკარგოთ თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში. 

 

ეს არის ტექნიკური ტერმინი, რომელიც გულისხმობს გარკვეულ მოქმედების ჩატარებას მყარდისკზე, უფრო კონკრეტულად კი, როდესაც ჩვენ რაიმე ინფორმაციის წაშლა გვინდა ჩვენი კომპიუტერის მყარი მეხსიერებიდან (უფრო ხშირად დიდი მოცულობის ფაილები) და ჩვენ ვაჭერთ უბრალოდ წაშლის ღილაკს, მაგრამ ინფორმაცია ეგრევე არ იშლება,  მას სჭირდება გარკვეული დრო რომ სრულიად ამოიშალოს  მეხსიერებიდან.  სწორედ ამ პროცედურას რომელიც მყარ დისკზე მიმდინარეობს უკვე თქვენი ჩარევის გარეშე  ეწოდება TRIM.

 

TFTP ანუ Trivial File Transfer Protocol – პროტოკოლი, რომელსაც იყენებენ პერსონალური ფაილების გაცვლა გამოცვლისთვის გლობალურ ქსელში და ის ერთ-ერთი ყველაზე დაცული და საიმედო პროტოკოლია.

 

Troubleshoot ეს არის პროცესი, უფრო სწორედ რომ ვთქვათ ავტომატიზირებული პროცესი რომელიც გულისხმობს ამა თუ იმ პრობლემის მოძებნას და აღმოფხვრას ავტომატურად. მაგალითად არ არის კავშირი ინტერნეტთან, შეგვიძლია ვისარგებლოთ ფუნქცია troubleshoot-ით და ის დაგვეხმარება  პრობლემის მოგვარებაში, თუ პრობლემას თავისით ვერ აგვარებს სისტემა გვიგდებს სავარაუდო მიზეზებს რისი ბრალი შეიძლება იყოს.

 

ეს არის აპლიკაცია რომელიც გამართულად მუშაობს როგორც  iPad-ზე, ასევე iPhone-ზე. რადგანაც მათი ეკრანები სხვადასხვა ზომისაა, მათთვის ძირითადად აპლიკაციები იწერება ცალ-ცალკე  სხვადასხვა გაფართოებით,  თუმცა არსებობს აპლიკაციები, რომლებიც მუშაობენ როგორც iPhone-ზე ასევე iPad-ზე.  ასეთ აპლიკაციებს უნივერსალური აპლიკაციები ქვია

 

Wi-Fi ეს არის უკაბელო ტექნოლოგია, რომელიც გაძლევთ საშუალებას გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა  კაბელის გარეშე. ამ კავშირის დასამყარებლად საჭიროა მოწყობილობა, რომელიც  wi-fi  სიგნალს გადასცემს და მოწყობილობა,რომელიც ამ სიგნალს აღიქვამს. ეს სიგნალი არ გეგონოთ დაუცველი და ღია. ისეთივე დაცული და უსაფრთხო სიგნალია, როგორც საკაბელო ინტერენტის ქონა.

 

ეს  არის  მარტივი  ფუნქცია Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც  გამორთავს  ყველანაირ  ფუნქციას რომლითაც  ტელეფონი  უკავშირდება  ინტერნეტს,ოპერატორს  ან  სხვა  მოწყობილობებს.    ფუნქცია გამოგონილოა იმისთვის, რომ ისარგებლოთ ტელეფონით თვითმფრინავში ისე რომ არ შეუშალოთ   ხელი   პილოტს   და   მისი   სახელწოდებაც   სწორედ   აქედან   გამომდინარე   მოდის. ფუნქცია  ასევე  წარმატებით  გამოიყენება  სხვა  სიტუაციებში,  თათბირებზე, შეხვედრებზე  ან ნებისმიერ დროს, როცა გინდათ რომ თქვენი მოწყობილობა არ იყოს ქსელში დაკავშირებული და მისაწვდომი.

 

ეს არის მოძრაობის სენსორი რომელიც  Apple-მა პირველად შემოგვთავაზა iPhone-ებში. ამჟამად იგი გამოიყენება iPhone-ებსა და iPad-ებში. ზემოთ აღნიშნულ სენსორს შეუძლია გაიგოს, თუ რომელი მხრიდან გიჭირავთ ტელეფონი, ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად და შეუძლია ეკრანიც მის შესაბამისად გადაატრიალოს,  რადგან მოწყობილობის მოხმარება უფრო პრაქტიკული გახდეს.  
ახალი თამაშების და აპლიკაციების უმეტესობა იყენებს  Accelerometer-ს პროგრამის ფუნქციების საკონტროლებლად. უფრო ხშირად კი გამოიყენება თამაშებში, მაგალითად: მანქანის მართვის დროს  საითაც დახრით ტელეფონს სათამაშო მანქანაც იქეთ უხვევს. ფუნქცია მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს მომხმარებელს აქვს საშუალება სურვილის მიხედვით ჩართოს ან გამორთოს. 

პროდუქტი დამატებულია თქვენს კალათაში