ყველაფერი Apple AirTag-ის შესახებ

AirTag არის Apple-ის ახალი მოწყობილობა, რომელის მთავარი მიზანია – თქვენი ნივთების პოვნაში დახმარება. AirTag არის მონეტის ზომის მოწყობილობა (დიამეტრი 1,26 ინჩი) ჩაშენებული U1 ჩიპით, რომელიც იყენებს Find My აპლიკაციასა და Bluetooth LE– ს, რათა თვალყური ადევნოს და დაგეხმაროთ  ნებისმიერი ნივთის პოვნაში, რომელზეც იქნება მიმაგრებული AirTag.

 

AirTag-ის iPhone-თან და iPad-თან დაკავშირება საკმაოდ მარტივი პროცესია. ამისთვის უბრალოდ უნდა მოათავსოთ AirTag iPhone-ს გვერდით, რის შემდგომაც ტელეფონში გაიხსნება ფანჯრა, რომელიც მოითხოვს AirTag-თან დაკავშირებას. მიანიჭეთ AirTag- ს სახელი იმის მიხედვით, თუ რომელ ნივთზე აპირებთ მის მიმაგრებას და დააჭირეთ დასრულებას. ამის შემდგომ თეგით მონიშნული ნივთი ჩამოთვლილი იქნება მოწყობილობებში, Find My App.

 

AirTags-ს აქვს ფუნქცია სახელწოდებით Precision Finding, რომელიც გაჩვენებთ სანავიგაციო ინსტრუქციებს, რომლებიც ნივთამდე მიგიყვანთ, თუ ის Bluetooth დიაპაზონშია. Precision Finding იყენებს Ultra Wideband ტექნოლოგიას, რომელსაც მხარს უჭერენ მხოლოდ ის მოწყობილობები, რომლებსაც აქვთ Apple-ის U1 ჩიპი. ტექნოლოგია აერთიანებს ინფორმაციას თქვენი iPhone-ის კამერიდან, აქსელერომეტრიდან, გიროსკოპიდან და AR Kit-დან, რათა წარმოქმნას ობიექტზე რუკის მსგავსი ზუსტი ნავიგაცია ხმის, ჰაპტიკური და ვიზუალური უკუკავშირის დახმარებით.

 

AirTags-ს  iPhone-თან და iPad-თან დასაკავშირებლად  სჭირდება iOS 14.5 ან iOS-ის უფრო ახალი ვერსიის მხარდაჭერა. ეს ნიშნავს, რომ  AirTag-ს მხარს უჭერს უახლესი iPhone-ები: iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max, iPhone 12, iPhone 12 Mini, iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max.

 

Apple-ის AirTag მრავალმხრივი მოწყობილობაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყონთ არაერთი მიმართულებით თქვენივე საჭიროებიდან და ინტერესის სფეროდან გამომდინარე.

 

წარმიგიდგენთ 12 ნივთსა და იდეას, რომლებსაც შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ AirTag-ით:

 

1. გასაღებები;

2. საფულე, ჩანთა, ზურგჩანთა;

3. ბარგი;

4. ტექნიკური მოწყობილობები;

5. ბინოკლები და კამერები;

6. ველოსიპედი, სკეიტბორდი და სკუტერი;

7. მანქანა;

8. ინსტრუმენტები;

9. დრონი;

10. ბავშვების სათამაშოები;

11. პალტო, პიჯაკი, ქოლგა;

12. შინაური ცხოველები.