macOS Dock არის სივრცე, რომელიც განთავსებულია მაკის ქვედა ნაწილში, სადაც შეძლებთ ყველაზე ხშირად გამოყენებული აპლიკაციების შენახვასა და მათ მარტივად ჩართვას.
Dock-ის გადაადგილება სურვილისამებრაც შეგიძლიათ – გადაიტანეთ იგი ზემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ ან სულაც გამორთეთ.
თუ გსურთ შეცვალოს არსებული dock თქვენს მაკზე მაშინ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.
როგორ შევცვალოთ Dock-ის ზომა და პოზიცია macOS-ში?
1 გახსენით Apple Menu-ზე;
2. აირჩიეთ System Preferences;
3. გახსენით Dock & Menu Bar;
4. ზომის დასარეგულირებლად გამოიყენეთ Dock Size სლაიდერი;
5. გამოიყენეთ Position on screen ღილაკები, რათა აირჩიოთ თუ სად გამოჩნდება თქვენი Dock.
თუ გსურთ Dock-ის მუდმივად აქტიურ მდგომარებაში შენახვა, შესაძლებელია მისი დამალვა, მაშინ როდესაც არ იყენებთ. Dock ავტომატურად გამოჩნდება, როდესაც მაუსის მიიახლოვებთ კიდესთან სადაც განთავსებული გაქვთ Dock.
როგორ დავმალოთ Dock?
1. გახსენით Apple Menu-ზე;
2. აირჩიეთ System Preferences;
3. გახსენით Dock & Menu Bar;
4. გააქტიურეთ Automatically hide and show the Dock.