მადლობა, ძველო მეგობარო: დამშვიდობება ძველ iPhone-თან

 

ეჰ, ნოსტალგიები

 

ხანდახან, ძველ iPhone-თან დამშვიდობება, მეგობართან განშორებას ჰგავს. თითქოს, ეს მხოლოდ გაჯეტი არ არის. ეს არის სანდო მეგზური ჭირსა თუ ლხინში. ალბათ, რამდენი რამ გვიწერია და წაგვიკითხავს, გადაგვიღია, მოგვისმენია და გაგვიზიარებია. Მასთან ერთად გაგვიტარებია ჩვენი საუკეთესო და ცუდი დღეები. ის იყო ჩვენთან როცა მზის ჩასვლის კადრების გადაღება, ან ჩვენი მეგობრების ბედნიერი სახეებისა და სახალისო მომენტების აღბეჭდვა გვინდოდა. ის ჩვენი ცხოვრების ყველა დასამახსოვრებელი მომენტის მომსწრეა, რომელიც აღნიშვნას იმსახურებდა. 

 

 

iPhone-ის ყოველი ნაკაწრიც კი ამბავს გვიყვება; გვახსენებს ყველა იმ თავგადასავალს, რომელიც თავს გადაგვხდენია; გვაგონებს იმ ადგილებს, სადაც ხშირად დავდიოდით და იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც იქ დროს ვატარებდით. ეს იყო ჩვენი შთაგონების წყარო, ერთგვარი შემოქმედებითი ინსტრუმენტი, დაგვენახა ადამიანები და საგნები სულ სხვა კუთხით. ბევრ ჩვენგანს კი, გვიბიძიგა საკუთარ თავში ხელოვანი აღმოგვეჩინა. 

 

 

ძველი მოწყობილობის ახლით შეცვლა, რომელიც რამდენიმე წელი გვაკავშირებდა როგორც დანარჩენ სამყაროსთან, ასევე, საკუთარ რეალურ ბუნებასთან, ნამდვილად ნოსტალგიური განცდაა; ამ სამყაროში ყველა რესურსი ამოწურვადია, რაც ტექნიკასაც ეხება და საჭიროა მათი განახლება, თუმცა მნიშვნელოვანია გამოყენებული რესურსის გაფრთხილებაც.

ტექნოლოგიური სამყარო უწყვეტი ტემპით ვითარდება და გვიწევს, ვაღიაროთ, რომ ჩვენი აიფონი დაძველდა – Მისი ელემენტის სიცოცხლისუნარიანობა ისეთი საიმედო აღარ არის, როგორიც აქამდე იყო და კამერის მონაცემები ვეღარ ეწევა უახლეს ტექნოლოგიებს;  გახდა უფრო ნელი და ნაკლებად პრაქტიკული.

როგორ შევიძნოთ ახალი iPhone ძველის გამოყენებით?: Trade In  

ის ემოციაც გავიხსენოთ, ძველი iPhone-ის ყველა მონაცემს რომ ახალში გადავიტანთ და შემდეგ, აღარ ვიცით რა ვქნათ: გავაჩუქოთ – ცოტა გვენანება, შევინახოთ – სისულელეა; გაყიდვა კი ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს; იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ძველი iPhone მივიწყებულ უჯრაში არ მოხვდეს, შეგვიძლია მეორე სიცოცხლე მივცეთ და ამავდროულად, პირადი და გლობალური სარგებელი მოგვიტანოს. 

 

 

 

რატომ უნდა “დავათრეიდოთ” ძველი iPhone?

 

    • ფინანსური სარგებელი: მოდი, შევთანხმდეთ, რომ სახლში უსარგებლოდ დადება ისე, რომ გასაჩუქებლადაც აღარ მოგვწონს, ან გვენანება რესურსების გაფლანგვაა. შეფასებული თანხით ახალი სასურველი ტექნიკის შეძენისას გარკვეულ თანხას ვზოგავთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ როცა სტენდებზე ახალ iPhone-ს ველოდებით.

    • გარემოზე ზემოქმედება: ტექნიკის გადამუშავებასა და ხელახალ გამოყენებას ეკოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ძველი iPhone-ის “დათრეიდებით” ჩვენ წვლილი შეგვაქვს ელექტრონული ნარჩენების შემცირებასა და ღირებული რესურსების შენახვაში.

    • მოხერხებულობა: iTechnics-ში  Trade in ძალიან მარტივი პროცესია. მიგვაქვს ჩვენი ძველი iPhone iTechnics-ის ნებისმიერ ფილიალში და ტექნიკოსები სპეციალური პროგრამის საშუალებით აფასებენ მოწყობილობას სხვადასხვა ნაწილების გამართული მუშაობის, ელემენტის სიცოცხლისუნარიანობისა და სხვა ხარვეზების გათვალისწინებით.
    • დრო და ენერგია: ჩვენს ქაოსურ თანამედროვე ყოველდღიურობაში ყოველი წუთი ძვირფასია. პირადი გზებით ძველი iPhone-ის გაყიდვა, როგორც წესი, დიდი დროისა და ენერგიის ხარჯვასთან ასოცირდება. Trade in-ის საშუალებით კი, ძველის გაყიდვა და ახლის შეძენა მომენტალურია.

 

 

ვუფრთხილდებით ეკოლოგიას: რისი გაკეთება შეგვიძლია მე და შენ?

 

 

ყველამ ვიცით, ცოტა რესურსით მეტის მიღება თანამედროვე სამყაროს მიღწევაც და გამოწვევაც ერთდროულადაა. მსოფლიოში უკვე არაერთი კომპანია ცდილობს მდგრადობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის თავისი წილი იტვირთოს და ხელი შეუწყოს რესურსების მაქსიმალურ ათვისებას, დაზოგვას, მარტივ გადამუშავებას, რათა ნაგავსაყრელზე არ აღმოჩნდეს. Trade-in პროგრამამ, რომლის დანერგვამაც მასშტაბური სახე მიიღო, საშუალებას გვაძლევს, ძველი ნივთებიდანაც მივიღოთ სარგებელი და სამომავლო ინვესტიციისთვის გამოვიყენოთ. ეს პროცესები კომპლექსურია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც გარემოს დაცვის გლობალურ საზრუნავზე, ასევე, მწარმოებლებს ხელს უწყობს მეტი ინოვაციური პროდუქტი შექმნას ძველის გამოყენებით და ბევრჯერ გაგვაოცოს.

 

 

ისარგებლე​​​​ Trade in-ით საუკეთესო პირობებით iTechnics-ში

 

აირჩიე ტექნიკა უკეთესი ცხოვრებისთვის!