დეტალები
Wanbo T2 Max არის პორტატული Android პროექტორი. Android ოპერაციული სისტემა გეხმარებათ მარტივად გამოიყენოთ და დააკონფიგურიროთ პროექტორის ფუნქციები. პროექტორი მარტივად უკავშირდება თქვენს სმარტფონს და შესაძლებელს ხდის თამაშების, ვიდეოების, ფილმების თუ ნებისმიერი სხვა გამოსახულების ჩვენებას დიდ ეკრანზე. მოწყობილობა კინოთეატრის მოწყობას თითქმის ყველგან ხდის შესაძლებელს, თუნდაც მოგზაურობისას. ფილმის სანახავად მხოლოდ Wi-Fi ქსელთან დაკავშირებაა საჭირო. პროექტორი აღჭურვილია HDMI და USB ინტერფეისებით, რომელთა საშუალებით მარტივად დაუკავშირდება კომპიუტერს, გეიმინგ კონსოლს, Switch-ს, PS5- ს, Xbox-ს და სხვა მოწყობილობებს.პროექტორის Full HD 1920 x 1080 გამოსახულება, 450 ANSI სიკაშკაშე და 16 მილიონი ფერის სპექტრი უზრუნველყოფს მკაფიო გამოსახულებას და ფერების შესანიშნავ კონტრასტს. 2 x 3 W ინტეგრირებული, დინამიკები უზრუნველყოფს ფილმისა და მუსიკის ხარისხიან ხმას და თანაბარ ჟღერადობას. პროეტქორს აქვს IPX5 რეიტინგი, რაც უზრუნველყოფს კორპუსის მტვერგამძლეობას. Native Eye Protection ტექნოლოგია იცავს თვალებს დაზიანებისგან. T2 Max პროექტორს აქვს Hurricane heat dissipation ტექნოლოგია და Constant temperature სისტემა, რომლებიც მოწყობილობას გადახურებისგან იცავს.