პროდუქტის დეტალები
Shark IZ320EU უსადენო მტვერსასრუტი შექმნილია თქვენი ცხოვრების გასამარტივებლად. ძლიერი, ციკლონური შესრუტვის მქონე, პორტატული მტვერსასრუტის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის მყარ იატაკზე და ხალიჩებზე. DuoClean წმენდის ტექნოლოგიის წყალობით მტვერსასრუტი ისრუტავს მტვრის უმცირეს ნაწილაკებისაც კი და ახდენს ალერგენების 99.9%-იან სტერილიზაციას. ანტიალერგენების დამცავი ხუფი, მჭირდოდ კეტავს მათ კონტეინერში და არ აძლევს უკან, ჰაერში გამოფრქვევის შესაძლებლობას. მტვერსასურტს აქვს 3 შესრუტვის სიმძლავრე და ჭკვიანი LED დისპლეი.მტვერსასრუტის ორმაგი და სპეციალური Anti Hair-Wrap ტექნოლოგიით შექმნილი ჯაგრისები მარტივად ისრუტავს თმას და ხელს უშლის მის ჩახვევას ჯაგრისის თავებსა და ფილტრში.პორტატული მტვერსასრუტი დამატებითი თავების მეშვეობით მარტივად გადაკეთდება ხელის მტვერსასრუტად. კეცვადი კოპრუსის წყალობით კი ადვილად შეძლებთ კუთხეების და ძნელად მისადგომი ადგილების გაწმენდა. სპეციალური თავები განკუთვნილია: ავეჯის, ქსოვილის, თაროების და სხვადასხვა ზედაპირების გასაწმენდად.უსადენო მტვერსასრუტს აქვს ძლიერი, 2350 mAh Li-ion ბატარეა, რომელიც ერთი სრული დატენვით, 120 წუთამდე მუშაობს.