პროდუქტის დეტალები
Apple Pencil Pro — სტილუსი
Apple Pencil Pro არის 2024 წლის პრემიუმ სტილუსი Apple-ის iPad მოწყობილობებისთვის, რომელიც შექმნილია ზუსტი წერის, ხატვისა და მონიშვნისთვის. მოდელი მუშაობს Bluetooth-ით და მაგნიტურად ებმის iPad-ს, სადაც ერთდროულად ხდება შეერთება და უსადენო დამუხტვა. მოწყობილობის სიგრძეა 166 mm, დიამეტრი — 8.9 mm, ხოლო წონა — 19.15 g.
მოდელს აქვს Apple Pencil hover მხარდაჭერა, ჰაპტიკური უკუკავშირი, ორმაგი შეხება და ბრუნვითი/როტაციული მართვა, რაც ამარტივებს ხელსაწყოების სწრაფ შეცვლას და შემოქმედებით პროცესს. ასევე მხარდაჭერილია Find My აპით მოძებნა. თავსებადია iPad Pro 13" (M4/M5), iPad Pro 11" (M4/M5), iPad Air 11" და 13" (M2/M3/M4) და iPad mini (A17 Pro) მოდელებთან. საჭიროებს iPadOS 17.5 ან უფრო ახალ ვერსიას.











