პროდუქტის დეტალები
DJI OSMO MOBILE 7P — Gimbal სტაბილიზატორი
DJI Osmo Mobile 7P არის სმარტფონისთვის განკუთვნილი სამღერძიანი გიმბალი, რომელიც შექმნილია სტაბილური და გლუვი ვიდეოგადაღებისთვის. მოდელს აქვს ჩაშენებული ექსტენშენ როდი 215 მმ-მდე გაწევით და ჩაშენებული სამფეხა, რაც ამარტივებს vlog-ის, სელფისა და სტატიკური კადრების გადაღებას. მოწყობილობა მუშაობს Bluetooth 5.3 კავშირით და თავსებადია Android და iOS სისტემებთან DJI Mimo აპლიკაციის საშუალებით. ელემენტის მოცულობაა 3350 mAh, მუშაობის დრო კი დაახლოებით 10 საათს აღწევს. დამუხტვა სრულდება USB-C პორტით დაახლოებით 2.5 საათში. გიმბალი მხარს უჭერს ტელეფონის დამუხტვასაც, რაც ხანგრძლივ გადაღებებში განსაკუთრებით პრაქტიკულია. მობილურისთვის რეკომენდებული წონა შეადგენს 170-300 გ-ს, სისქე — 6.9-10 მმ-ს, სიგანე — 67-84 მმ-ს. პროდუქტი გამოირჩევა სწრაფი გაშლით, კომპაქტური დაკეცილი ზომით და DJI-ის სტაბილიზაციის სისტემით, რომელიც ყოველდღიური გადაღებისთვის ძალიან კომფორტულია.








