Apple Event-ის მიმოხლივა „California Streaming“ ღონისძიებიდან

16.09.2021

გაზიარება

 

14 სექტემბერს, „California Streaming“ ღონისძიებაზე Apple-მა iPhone 13-ის ახალი თაობა წარადგინა Apple Watch 7-თან, iPad-თან და iPad mini-სთან ერთად,

 

 

iPad (მე-9 თაობა) 

 

Apple-მა ოფიციალურად წარმოადგინა მე-9 თაობის iPad, რომელსაც აქვს 10.2 inch ჩვენება და A13 Bionic ჩიპი, რომელიც Apple-ის თქმით 20%-ით უფრო სწრაფია ვიდრე მისი წინამორბედი. 

 

ახალი მე-9 თაობის iPad არის "ექვსჯერ უფრო სწრაფი ვიდრე ყველაზე გაყიდვადი Android ტაბლეტი" და აღჭურვილია Center Stage ვიდეო შესაძლებლობებით, რომელიც ამოიცნობს ადამიანებს ‘’ჩარჩოში’’ და დინამიურად მიჰყვება მათ გადაადგილებისას. წინა კამერა იყენებს 12 მეგაპიქსელიან (MP) ულტრა ფართო ლინზას 122 გრადუსიანი ხედვის ველით.

ახალი iPad მხარს უჭერს პირველი თაობის Apple Pencil და ჭკვიანი კლავიატურის აქსესუარს. მას ასევე აქვს True Tone, ფუნქცია, რომელიც არეგულირებს ეკრანის შინაარსს გარემოს სიკაშკაშეზე. ის წარმოდგენილია 64-256 GB მეხსიერებებით.

 

iPad mini (მე-6 თაობა) 

 

iPad mini-ის მე-6 თაობა Apple-მა დაასახელა, როგორც მოდელის „ყველაზე დიდი განახლება ოდესმე“. ახლა მას აქვს უფრო დიდი 8.3 inch Liquid Retina ჩვენება, სენსორული ID თითის ანაბეჭდის სისტემა, რომელიც განთავსებული აქვს ზედა მარჯვენა კუთხეში. 

 

ის პატარა და ულტრა პორტატულია, შეიცავს მძლავრ A15 Bionic ჩიპს, რაც განაპირობებს იმას, რომ 80%-ით სწრაფია მის წინამორბედებზე. ტექნიკური მახასიათებლები აქ არ მთავრდება: მას აქვს 5G მხარდაჭერა, მე-2 თაობის Apple Pencil-ის მხარდაჭერა, 12 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართო კამერა.

წარმოდგენილია შემდეგ ფერებში: Purple, Pink, Starlight (white) და Space Gray.

 

Apple Watch სერია 7

 

Apple Watch 7-ის ახალ დიზაინს უფრო რბილი, მაგრამ უფრო მომრგვალებული კუთხეები აქვს ვიდრე წინა მოდელებს. მას აქვს "მთელი დღის" 18 საათიანი ელემენტი და 33%-ით უფრო სწრაფად იმუხტება ვიდრე სერია 6-0.  დაახლეობით იმუხტება 45 წუთში, 80%-მდე.

 

Apple- ის თანახმად, ეს არის პირველი მოწყობილობა Apple Watch სერიაში, რომელსაც აქვს IP6X სერტიფიკატი მტვრისადმი წინააღმდეგობისათვის. ის ასევე ინარჩუნებს წყლის წინააღმდეგობის WR50 ნიშანს. ხელმისაწვდომია ორ ზომაში -  41 მმ და 45 მმ.

წარმოდგენილია 5 ფერში: Midnight, Starlight, Green, (Product) Red and a new Blue.

 

iPhone 13 და iPhone 13 mini 

 

გასული წლის მსგავსად, Apple-მა წარმოადგინა ოთხი ახალი iPhone: iPhone 13 mini, iPhone 13, iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის ცვლილებები საბოლოო ჯამში მინიმალური იყო - 13 სერიის iPhone-ებს აქვთ უფრო მცირე კუნძული, სუპერ სწრაფი A15 Bionic ჩიპი და შთამბეჭდავი ახალი კამერები. 

 

iPhone 13 და iPhone 13 mini აღჭურვილია Apple-ის ახალი A15 Bionic ჩიპით და ორმაგი კამერის სისტემით, მისი ლინზები განთავსებულია დიაგონალზე. მათი ეკრანი, გასული წლის სერიებთან შედარებით 28%-ით უფრო კაშკაშაა.

 

iPhone 13-ის კამერებს დამატებული აქვს  ფუნქცია, რომელიც სენსორული ცვლის გამოსახულების სტაბილიზაციასთან ერთად მოიაზრებს ახალ „კინემატოგრაფიულ რეჟიმს“, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ფოკუსირება სუბიექტებზე პირდაპირ ჩაწერისას. 

 

ასევე გაზრდილია ბატარეის ხანგრძლივობა, iPhone 13 Pro ძლებს 1.5 საათზე მეტს ვიდრე 12 Pro, 13 Pro Max, 2.5 საათზე მეტს ვიდრე iPhone 12 Pro Max. Pro-ს მოდელებს აქვთ 1TB მეხსიერება - 128 GB, 256 GB და 512 GB ვარიანტებთან ერთად. 

 

iPhone 13 და 13 Mini წარმოდგენილია ფერებში: Starlight, Midnight, Blue, Pink, Product Red.

iPhone 13 Pro და 13 წარმოდგენილია ფერებში: Silver, Graphite, Gold, Sierra blue.