HomePod-ის ხრიკი, რომელიც უნდა იცოდეთ

27.05.2022

გაზიარება

HomePod და HomePod Mini არის Apple-ის ჭკვიანი დინამიკი. ეს გახლავთ ძალიან პრაქტიკული და ინოვაციური მოწყობილობა განსაკუთრებით მაშინ თუ იყენებთ Apple-ის ტექნიკას. HomePod გამოსცემს მაღალი ჟღერადობის ხმას და იკავებს მცირე ადგილს. მისი ზომიდან გამომდინარე ერგება სახლის ნებისმიერ წერტილს. ის გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით, რომელიც წარმოდგენილია ბადისებრ ქსოვილში.

 

ქვემოთ მოცემული 8 ხრიკი დაგეხმარებათ მოწყობილობის უკეთესად გამოყენებაში.

 

1. გაგზავნეთ შეტყობინებები HomePod-დან

HomePod-ს შეუძლია შეტყობინებების გაგზავნა სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, iMessage, WhatsApp, Telegram, WeChat, Viber, Skype, LinkedIn და სხვა.

ასევე შესაძლებელია SMS შეტყობინებების გაგზავნაც. საკმარისია თქვათ „Hey Siri.  HomePod კი მოგთხოვთ ვისთან გსურთ გაგზავნა და უკარნახოთ შეტყობინების შინაარსი.

 

2. როგორ შევცვალოთ HomePod-ის სახელი

HomePod -თვის სახელის შეცვლა მარტივი და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ თუ გაქვთ რამდენიმე  HomePod, რათა თავიდან აიცილოთ დაბნეულობა.

  • გადადით Home აპში.
  • ხანგრძლივად დააჭირეთ ღილაკს HomePod-ზე.
  • გადადით ქვემოთ პარამეტრებზე და შეეხეთ სახელს, რომელიც გამოჩნდება მუსიკისა და სიგნალიზაციის ქვემოთ.
  • ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი სახელი.

 

3. გააზიარეთ სიმღერები iPhone-დან HomePod-ში

HomePod და HomePod mini საშუალებას გაძლევთ მარტივად გააზიაროთ სიმღერები ერთი მოწყობილობიდან მეორეზე. თუ თქვენ უსმენთ სიმღერას iPhone-ზე მაშინ მიაახლოვეთ იგი HomePod-თან და მოწყობილობა დაიწყებს დინამიკზე დაკვრას.

 

4. შეხების კონტროლი

HomePod და HomePod mini-ს აქვს პატარა ეკრანი თავზე, რომელიც არის სენსორული. შეხების საშუალებით შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი დინამიკი.

  • ერთხელ შეხებით: შეძლებთ დაუკრათ და შეაჩეროთ მუსიკა ან Siri.
  • ორმაგი შეხებით: გამოტოვებთ სიმღერას
  • სამმაგი შეხებით: დააბრუნებთ სიმღერას უკან
  • დიდხანს დაჭერით: გააქტიურებთ Siri-ს
  • ხანგრძლივად შეხებით + ან –: გაზრდით ან შეამცირებთ ხმას.

 

5. იპოვეთ თქვენი iPhone

HomePod და HomePod mini შესანიშნავი საშუალებაა იპოვოთ თქვენი iPhone, თუ არ იცით სად დატოვეთ იგი. Apple Watch-ის მსგავსად iPhone აქვს ხმის გამოცემის ფუნქცია, რითაც მრტივად შელებთ მის პოვნას. ამისათვის საჭიროა ჩართოთ Siri და კითხოთ სად არის თქვენი ტელეფონი , ხოლო iPhone დაიწყებს ვიბრაციას და ხმის დაკვრას.

 

6. Siri-ს ფუნქციები

Siri არის HomePod-ისა და HomePod mini-ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ ბევრი ფუნქცია.

  • თარგმნეთ წინადადებები ერთი ენიდან მეორეზე.
  • შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში.
  • გადაიყვანეთ სხვადასხვა ერთეულები, მაგალითად რამდენი კილომეტრია მილი.
  • გაზარდეთ ხმა ან შეცვალეთ იგი პროცენტულად.
  • დაამატეთ სიები ან შეხსენებები.
  • დააყენეთ ტაიმერი და მაღვიძარა.
  • მოუსმინოთ თქვენ საყვარელი სიმღერას, შემსრულებელს ან გარკვეულ ჟანრის.
  • უსმინოთ სხვადასხვა ხმებს, როგორიცაა ზღვის ტალღები ან ცხოველის ხმა.
  • იპოვეთ ახლომდებარე ადგილები, როგორიცაა რესტორნები ან მაღაზიები.
  • აკონტროლეთ დაკავშირებული აქსესუარები თქვენს სახლში.

 

7. დარეკვის შესაძლებლობა

HomePod-ს შეუძლია განახორციელოს ზარი თქვენი კონტაქტებიდან iPhone-ის საშუალებით. უბრალოდ თქვით „Hey, Siri და Siri HomePod-ზე დაიწყებს დარეკვას. ზარის განსახორციელებლად საჭიროა HomePod და iPhone ერთმანეთთან ახლოს იყვნენ და ერთსა და იმავე Wi-Fi ქსელში იყვნენ დაკავშირებული.

 

8. დაკავშირება AirPlay-თან.

HomePod და HomePod mini თავსებადია AirPlay-თან. თქვენ მარტივად შეძლებთ ნებისმიერი მასალის გაგზავნას iPhone-დან, iPad-იდან, Mac-იდან ან ტელევიზორიდან.

 

 

 

\