MUZEN ბრენდი iTechnics-ში

31.08.2022

გაზიარება

Muzen Audio გახლავთ ბრენდი, რომელიც აწარმოებს დახვეწილი და რეტრო სტილის დინამიკებს. იგი დაარსდა 2018 წელს პასადენაში.

 

დაარსების დღიდან Muzen აგრძელებს საზღვრების გარღვევას და იწვევს მომხმარებლის აღფრთოვანებას შესანიშნავი ჟღერადობის, ესთეტიურად სასიამოვნო და მოსახერხებელი ზომის სპიკერებით.

ეს გახლავთ Muzen-ის მარადიული სწრაფვა, რათა დატკბეთ გასაოცარი და ზუსტად გადმოცემული ხმით.

 

 

ბრენდის შეძენა ახლა უკვე iTechnics-ში შეგეძლებათ, რომელიც შემოსვლის დღიდან მცირე დროის მიუხედავად დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

Muzen-ის Bluetooth დინამიკები გამოირჩევა საოცრად მაღალი ჟღერადობით. მათზე დამაგრებულია ღილაკი, რითაც  შეძლებთ აკონტროლოთ ხმა სასურველ ტონალობამდე.

დახვეწილი, ძველებური დიზაინი, წარმოდგენილი რეტრო სტილში ქმნის სასიამოვნო განცდას  მომხმარებლებისთვის. 

ბრენდის ყველა მოწყობილობა დამზადებულია პრემიუმ მასალითა და ლითონის ზედაპირით, რაც ხაზს უსვამს მის ხარისხს. ამასთანავე აქვს მყისიერი კავშირი სმარტოფნთან და კომპიუტერთან 10 მეტრის მანძილზე.

 

მოწყობილობებში ჩაშენებულია Li-ion 400mAh მრავალჯერადი დატენვის ელემენტი, რაც უზრუნველყოფს 10 საათამდე დაკვრის ფუქციას, რითაც საშუალება გაქვთ გაიხანგრძლივოთ მოხმარების დრო.

მცირე ზომა ქმნის შესანიშნავ კომფორტს, როგორც გადასაადგილებად ასევე სასურველ ადგილას განსათავსებლად.