MacBook-ი და სხვები

29.09.2020

გაზიარება
Macbook_ის  მოდელები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, რაც გულისმობს მის გამართულად მუშაობას მინიმუმ 7-8 წლის განმავლობაში. სხვა არცერთ ნოუთბუქს ამხელა სიცოცხლისუნარიანობა არ აქვს.
 

M
acbook_ს  აქვს ყველაზე დაცული ოპერაციული სისტემა macos, სადაც თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალობა გარანტირებულად დაცულია. ეფლისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი სწორედ მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაა. მაქბუქის ლიცენზირებული სისტემა უფასოა, და ყოველთვის მიიღებთ უფასოდ ახალი სისტემის განახლებას. ლიცენზირებული ვინდოუსი ნებისმიერ სხვა ნოუთბუქზე ფასიანია, და ის ბოლომდე ვერ იცავს მომხმარებელს ვირუსებისა და ინფორმაციის კონფიდენციალობისგან. ვინდოუსს მაკისგან განსხვავებით უფრო ხშირად ჭირდება ახალი სისტემის ჩაწერა.
 
 
Macbook-ის კორპუსი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ალუმინისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. ის არის თხელი, მსუბუქი და 13 ინჩიანი მოდელები შეგვიძლია ერთი ხელითაც ვატაროთ. მაქბუქის ახალ მოდელებს აქვს რეტინა გამოსახულება, რაც საშუალებას გვაძლევს დიდი ხნის განმავლობაში შევასრულოთ სხვადასხვა სამუშაო, ისე რომ თვალები არ დაგვეღალოს.
 
 
Macbook-ში აიქლაუდის რეგისტრაციისას შეგვიძლია საჩუქრად მივიღოთ 5gb თავისუფალი ონლაინ მეხსიერება, სადაც შეგვიძლია შევინახოთ ჩვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც დაცული იქნება 100%_ით.
 
 
Apple Store-ში ხელმისაწვდომია ყველა ის პროგრამა, რომელსაც მომხმარებელი გამოიყენებს როგორც ოფისის , ასევე დიზაინისა და არქიტექტურული სამუშაოსთვის.