Top 4 JBL-ის დინამიკი

16.06.2022

გაზიარება

 

2022 წლის 4 საუკეთესო JBL-ის დიმანიკის მიმოხილვა.

 

ხმის გამაძლიერებელი ყველასათვის სასურველი მოწყობილობაა. მასთან ერთად ჩვეულებრივი დღე შეგვიძლია დიდ დღესასწაულად ვაქციოთ. დინამიკის არჩევის პროცესი ბევრ დეტალთან ასოცირდება: ჟღერადობა, ზომა, ხარისხი... ჩვენ წარმოგიდგენთ JBL-ის ბრენდის 2022 წლის ყველაზე მოთხონად სპიკერებს, რომელიც გაგიმარტივებთ არჩევის პროცესს.

 

 

JBL Boombox 2

 

JBL Boombox 2 საშუალო ზომის Bluetooth დინამიკია ჩაშენებული სახელურით, რომელიც დაგეხმარებათ მის მარტივად გადაადგილებაში. აქვს IPX7 სერთიფიკატი, რაც მიანიშნებს მის წყალგამძლეობაზე. მას თავისუფლად გამოიყენებთ წვიმიან ამინდშიც.

 

დინამიკს აქვს დამატებითი ხმა მაღალი ბასის დიაპაზონში და საკმაოდ ნეიტრალური ხმის პროფილი, რომელიც შესაფერისია მრავალფეროვანი აუდიო შინაარსის მოსასმენად.

 

PartyBoost ფუნქციით შეძლებთ დააკავშიროთ სხვა PartyBoost თავსებად დინამიკთან, რაც მოგცემთ უფრო გაძლიერებულ ხმას. გამოირჩევა წარმოუდგენელი ელემენტის ხანგრძლივობით. ერთი დამუხტვით შეძლებთ 24 საათის განმავლობაში უწყევტად უსმინოთ სასურველ ჰიტებს.  

 

 

JBL Charge 5

 

JBL Charge 5 გახლავთ პორტატული დინამიკი, რომელიც  გამორჩევა მისი მარტივი და კომფორტული დიზაინით გადაადგილებისთვის. IP67 სერთიფიკატი მტვრისა და წყლის წინააღმდეგობისთვის, იდეალურ თანხვედრაშია გართობასა და გარემო პირობებთან.

 

შთამბეჭდავად მდიდარი და მკაფიო აუდიო ხმა მოგცემთ გასაოცარ ჟღერადობას და ჩვეულებრივ დღესაც დიდ დღესასწაულად გიქცევთ. მისი ხმის მორგება შეგიძლიათ გრაფიკული EQ-ის წყალობით კომპანიონ აპებში. 20 საათიანი დაკვრის დრო საშუალებას გაძლევთ უწყვეტად უსმენოთ მუსიკას. PartyBoost ღილაკით შეძლებთ თქვენი აუდიოს გაძლიერებას უფრო დიდ სივრცეში.

 

 

JBL Flip 4

 

JBL Flip 4 პატარა და პორტატული დინამიკი გამორჩევა ფერებითა და სტილით. მოყვება სახელური, რაც დაგეხმარებათ მის მარტივად გადაადგილებაში. ასევე აქვს AUX პორტი, რომელიც გაგიმარტივებთ დინამიკზე ძველი მოწყობილობების დაკავშირებას. დაბალანსებული და მკვეთრი ხმა, შესაფერისია სხვადასხვა აუდიო კონტენტის მოსასმენად.

 

მოწყობილობას აქვს JBL Connect + ფუნქცია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა JBL Connect + დინამიკთან დასაკავშირებლად, როდესაც გსურთ შექმნათ სტერეო წყვილი ან გააძლიეროთ  ხმა დიდ ფართობზე.

დინამიკი მხარს უჭერს Siri-ს და Google Assistant-ს თქვენი სმარტფონის საშუალებით. მას შეუძლია სტერეო კონტენტის დაკვრა მონო-ზე მიქსის გარეშე, რაც უფრო შთამბეჭდავს ხდის მას. Charge 5 და Bombox-ის მსგავსად აქაც გვხვდება PartyBoost-ის ფუნქცია.

 

 

JBL Flip 5

 

გამოირჩევა მაღალი ჟღერადობითა და მზარდი ბასით, რაც საშუალებას გაძლევთ  შეიგრძნოთ მუსიკის ყველა რიტმი. დახვეწილი, მსუბუქი და კომფორტული მოწყობილობა შეგიძლიათ თან ატაროთ ყველგან. IPX7 წყალგაუმტარი დიზაინი, წვიმიან ამინდშიც შეუფერხებლად იქნება თქვენი თანამგზავრი. 12 საათამდე დაკვირის დრო და PartyBoost ფუნქცია ნამდვილად კომფორტულობის მაჩვენებელია.