iOS 16: როგორ დავზოგოთ ელემენტი iPhone-ზე?
Apple-ის მიერ ოპერაციული სისტემის ყოველი განახლებისას ელემენტის ხშირად იწურება მალე და მცირეა მისი ხანგრძლივობა. ამ შემთხვევაში არც iOS 16 არის გამონაკლისი.
დღეს შემოგთავაზებთ იმ ფუნქციებს რაც დაგეხმარებათ ელემენტის მუშაობის გახანგრძლივებაში
ელემენტის მუშაობის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს Apple-ის მიერ დანერგილი ახალი ფუნქციებით ან განახლების შემდეგ გამოყენების გაზრდით.
iOS 16.1-ით, Apple-მა დაამატა Live Activities ფუნქცია, რომელიც აპებს საშუალებას აძლევს შეინახონ მუდმივი შეტყობინება Lock Screen-ზე ან iPhone 14 Pro-ს დინამიურ კუნძულზე. Live Activities შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორიცაა სპორტული თამაშისთვის, ფრენისთვისა და ვარჯიშის აქტივობისთვის თვალყურის დევნება პირდაპირ Lock Screen-დან.
მის გამოსართავად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ საფეხურებს.
iOS 16-ით Apple-მა Lock Screen-ს დაამატა ვიჯეტების ვარიანტი. ვიჯეტები მუდმივად ჩანს Lock Screen-ზე და ხშირად ნახლდება რითაც ელემენტი სწრაფად იწურება
თუ გსურთ ელემენტის ხანგრძლივობა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ მაშინ Lock Screen-ზე არ დააყენოთ ვიჯეტები.
Apple-მა iOS 16-ში დაამატა სახალისო ფუნქცია, როდესაც იყენებთ კლავიატურას ის ვიბრირებს ღილაკზე შეხებით რაც გაძლევთ ჰაპტიკურ გამოხმაურებას.
Apple-ის თქმით კლავიატურის ჰაპტიკმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ელემენიტს ხანგრძლივობაზე. მისი ჩართვა კი სურვილისამებრ შეგიძლიათ.
თუ არ გსურთ ჩართული გქონდეთ ჰაპტიკური კლავიატურა მაშინ მიყევით ქვემოთ ნაბიჯებს მის გამოსართავად.
iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max მოდელებში ვხვდებით ყოველთვის ჩართულ ეკრანს.
ფონი, ვიჯეტები და ცოცხალი აქტივობები iPhone-ის ჩაკეტილ ეკრანზეც ხილულია. შესაბამისად მუდმივად ჩართული ეკრანი ხელს უწყობს ელემენტის დაცლას.
Alway-on Display გამოსართავად მიყევით შემდეგ ნაბიჯებს
როგორც იცით Apple-მა iOS 16-თან ერთად დაამატა ანიმაციური ფონი, რაც იცვლება ყოველ ჯერზე. მაგალითად ამინდის ფონი რაც იცვლება პირობების მიხედვით. ეს კი ელემენტის მეტ მოხმარებას უწყობს ხელს, ვიდრე სტატიკური ფონი. შესაბამისად თუ გამორთავთ ამ ფუნქციას დაზოგავთ ელემენტის ხანგრძლივობას.
Apple-ის ჩაშენებული Focus პარამეტრის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს შეტყობინებების რაოდენობა, რომლებსაც იღებთ დღის განმავლობაში, ხოლო ნაკლები შეტყობინებების მიღება და ეკრანისა აპლიკაციების ჩართვა ზოგავს ელემენტს.
ფოკუსის რეჟიმები საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ რომელ აპებსა და ადამიანებს შეუძლიათ გამოგიგზავნონ შეტყობინებები და როდის, ასე რომ, სამუშაო საათებში შეგიძლიათ დარწმუნდეთ, მხოლოდ სამუშაო შეტყობინებებს იღებთ,
ასევე შეზღუდოთ შეტყობინების მიღება მაშინ როდესაც ხართ საჭესთან, გძინავთ, ვარჯიშობთ ან თქვენთვის სასურველ დროს.
ფოკუსის ფილტრები საშუალებას გაძლევთ გაფილტროთ შერჩეული ელფოსტა, შეტყობინებები, კალენდრები და სხვა.
როდესაც ფოკუსის რეჟიმს გამორთავთ მიიღებთ ყველა შემოსულ შეტყობინებას.
დაბალი სიმძლავრის რეჟიმის ხშირად გამოყენება ზოგავს ელემენტს დიდი ხნის მანძილზე
მისი ჩართვა შეგიძლიათ საკონტროლო ცენტრიდან, Settings აპიდან ან Siri-ის გამოყენებით. დაბალი ენერგიის რეჟიმი ამცირებს ფონურ აქტივობას, თიშავს თქვენს ეკრანს უმოქმედობის შემდეგ უფრო სწრაფად, ზღუდავს ეკრანის განახლების სიჩქარეს, ზღუდავს ელფოსტის მიღებას და ამცირებს ვიზუალურ ეფექტებს.
ასევე, მისი დაყენება შეგიძლიათ Shortcuts-ის გამოყენებით.
თითქმის ყველა აპი იყენებს ფონის განახლებას, მაშინაც კი როცა ის გახსნილი არ გაქვთ. რაც მოიხმარს ელემენტის დიდ ნაწილს.
შეგიძლიათ ერთად გამორთოთ Background App Refresh ან აირჩიოთ რომელი აპის განახლება გსურთ.
Apple-ის პროდუქციის შეძენა საქარველოში შესაძლებელია ეფლის ოფიციალურ რესელერ მაღაზიათა ქსელ - აიტექნიკსში.
ასევე იხილეთ