iTechnics-მა ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs)

1.10.2020

გაზიარება

ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას !  

 

კომპანია iTechnics-მა  ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). შედეგად, კომპანიაშეუერთდა პრინციპების ხელმომწერი კომპანიების გლობალურ მოძრაობას. აღნიშნული ქმედებითკომპანია გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარსა თუსაზოგადოებაში.

 

ქალთა გაძლიერების პრინციპები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმებისერთობლივი ინიციატივაა და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს ბიზნესისთვის იმის შესახებ, თუროგორ შეუწყოს ხელი გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას.

 

კომპანია შეუერთდა პრინციპებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევაქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში, რომლისიმპლემენტაციაში ჩაერთო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ტექნიკური მხარდაჭერით, კომპანიაში ჩატარდა გენდერული შეფასება და შემუშავდება შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლისმიზანიცაა კომპანიაში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვისთვის საჭირო კონკრეტულინაბიჯების განსაზღვრა და შემდეგ, შესაბამისი აქტივობების განხორციელება. 

 

პროექტის ფარგლებში კომპანია iTechnics-მა საქართველოში არსებულ ქალი მეწამეებისათვის დააწესა მნიშვნელოვანი ფასდაკლებები და შეთავაზებები, რათა ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.