რა გვაჩვენა Apple-მა პრეზენტაციაზე?

15.10.2020

გაზიარება

Apple-მა 13 ოქტომბრის პრეზენტაცია კვლავ სტივ ჯობსის თეატრში ჩაატარა. სადაც წარმოგვიდგინა უკვე დიდი ხნის ნანატრი და ყველასთვის ასე ძალიან სასურველი Home Pod Mini, iPhone 12 Mini, iPhone 12, iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max-ი. 

პრეზენტაცია მხოლოდ ტექნიკით არ შემოიფარგლა, ასევე დიდი ყურადღება დაეთმო აქსესუარებს,  Apple-მა მოახერხა და მეორე სიცოცხლე აჩუქა MagSafe ტექნოლოგიას,  მისი ხილვა და მისი გამოყენება უკვე არა მარტო iPhone-თან ერთად შეიძლება არამედ, აქსესუარებთან ერთად. აქვე უნდა აღინიშნოს რომ MagSafe-ით დამუხტვის სიმძლავრე 16W-ს შეადგენს.