რატომ iCloud ?

29.09.2020

გაზიარება

Apple-ს  აქვს დაცვის ყველაზე მაღალი სტანდარტი, რომელიც მოიცავს პირველ რიგში passcode-ს და მეორე Icloud. Passcode-ს საშუალებით დაცულია ჩვენი მონაცემები, რათა სხვა ადამიანმა ვერ შეძლოს ჩვენი პირადი ინფორმაციის ნახვა, რაც განაპირობებს იმას, რომ ბევრჯერ არასწორი პაროლის შეყვანის შემთხვევაში იბლოკება ჩვენი მოწყობილობა, ასევე არის iCloud-ი.

 

iCloud -არის Apple -ის ღრუბლოვანი მეხსიერება, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. ეს არის, თქვენი პირადი სეიფი, სადაც ინახავთ თქვენ iOS მოწყობილობაში არსებულ, თითქმის მთელ ინფორმაციას. მაგალითად: დოკუმენტები, ფოტოები და მუსიკა და სხვა. ეს ყველაფერი ინახება სერვერებში და აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი დაცვის სისტემა, რაც სხვა მსგავს სერვისებთან შედარებით აიქლაუდს ბევრად საიმედო სისტემად აქცევს.  

 

ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი მოწყობილობით, აიფონით, მაკით, ან თუნდაც ვინდოუსზე მომუშავე მოწყობილობით. ნებისმიერი ბრაუზერიდან – iCloud.com-ის დახმარებით.

 

შესაძლებელია ასევე ინფორმაციის გაზიარება და მიღება სხვა მომხმარებლებისგან, ასევე შეიძლება დაკარგული ან მოპარული მოწყობილობის ძიება. 

 

iCloud.com-ზე არსებული ინფორმაცია გვაჩვენებს ჩვენი მოწყობილების ადგილმდებარეობას. შეგვიძლია აქედან კოდის დადება, ასევე წერილის მიწერა, ამ ფუნქციის მთავარი მიზანია, მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში, მარტივი გახდეს მპოვნელთან დაკონტაქტება.

 

iCloud-ი ინახავს თქვენს მუსიკას, სურათებს, აპლიკაციებს, ელ. ფოსტებს, კონტაქტებს, კალენდარს, დოკუმენტებს და ა.შ. და შემდეგ უკაბელოდ აგზავნის თქვენს Apple-ის ნებისმიერ პროდუქტში. მაგალითად, გამოცვალეთ ნებისმიერი Apple-ის პროდუქტი, თქვენ შეგიძლიათ მარტივად iCloud-ი გამორთოთ ძველ მოწყობილობაში და შეიყვანოთ ახალში, რის შემდეგაც თქვენს iCloud-ზე ატვირთული ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია, გადაიტვირთება ახალ მოწყობილობაში, ინტერნეტთან წვდომისთანავე.

 

სერვისი ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ დისტანციურად ჩვენი სისტემის სარეზერვო ასლი შევქმნათ, როგორც ავტომატურ, ისე მანუალურ რეჟიმში. ასევე შესაძლებელი ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარება სხვა მომხმარებლებთან.

 

iCloud-ი ეს ის პირადი ინფორმაციის მატარებელია, რომელიც სასურველია, რომ იცოდეთ მხოლოდ თქვენ და არ ჰქონდეს მასზე წვდომა სხვას.