როდის იქნება ხელმისაწვდომი ახალი Beats ყურსასმენები?

10.05.2023

გაზიარება

Beats-ის ყურსასმენის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple მუშაობს ახალ Beats Studio Pro ყურსასმენებზე, რომელიც თავისი ახალი ფუნქციებით სულ მალე გახდება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. 

 

 

სახელიდან გამომდინარე, Beats Studio Pro იქნება Beats Studio3 ყურსასმენების განახლებული ვერსია. მოგეხსენებათ Beats Studio3 გამოვიდა 2017 წელს და ჯერჯერობით მისი სერია არ განახლებულა. როგორც ჩანს, Apple-მა Beats Studio Pro ყურსასმენების კოლაბორაცია შეიმუშავა A-Cold-Wall-ის სამუელ როსთან თანამშრომლობით. დიზაინი ძირითადად იდენტურია Studio3 ყურსასმენთან, რომელსაც Apple დაამატებს შიდა გაუმჯობესებას.

 

 

ასევე შესაძლებელია განახლდეს Apple-ის მიერ შემუშავებული ჩიპი, რადგან Studio3 აგრძელებს ძველი W1 ჩიპის გამოყენებას. გაუმჯობესდება აქტიური ხმაურის გაუქმება და დაემატება გამჭვირვალობის რეჟიმი. ამასთან ერთად Apple გეგმავს "Hey Siri" მხარდაჭერის დამატებას. ეს თვისება არ არის ხელმისაწვდომი მიმდინარე Studio3 ყურსასმენებში. ახალი Beats Studio Pro ყურსასმენებს სავარაუდოდ წლის ბოლოს იხილავს მომხმარებელი. 

 

 

ეს ყველაფერი არაა. Apple კიდევ მუშაობს Beats Studio Buds-ის ახალ ვერსიზე, რომელსაც Beats Studio Buds + უწოდებენ. 

 

 

Beats Studio Buds + იქნება მისი წინა მორბედს იდენტური ვიზუალით, რომელიც თავდაპირველად დაინერგა 2021 წელს. მას ექნება განახლებული ყურის ბალიშები H1 ან W1 ჩიპზე. აქაც შევხვდებით აქტიური ხმაურის გაუქმებასა და გამჭვირვალობის რეჟიმის დამატებას. განახლებული ფუნქციები ნამდვილად საინტერესოსა და სასურველს გახდის ყურსასმენს.