როგორ აღვადგინოთ Apple Watch-ზე პაროლი

23.06.2022

გაზიარება

 წარმოგიდგენთ ხრიკს, რომელიც გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ Apple Watch-ზე დაგავიწყდათ პაროლი და დაიბლოკა. 

სანამ დაიწყებთ პაროლის აღდგენის პროცესს, მოათავსეთ საათი დატენვის რეჟიმში იქამდე სანამ არ დაასრულებთ ქვემოთ მოცემულ ყველა საფეხურს.

 

1. ხანგრძლივად დააჭირეთ გვერდით ღილაკს ეკრანის გამორთვამდე. 

2. დააჭირეთ POWER OFF სლაიდს რამდენიმე წამის განმავლობაში. 

3. შეეხეთ ყველა კონტენტისა და პარამეტრის წაშლას. პროცესის დასრულების შემდეგ, კვლავ მოგიწევთ Apple Watch-ის დაყენება.

 

 

როგორ აღვადგინოთ Apple Watch-ის პაროლი დაწყვილებულ iPhone-თან

 

1. ახლოს მოათავსეთ დაწყვილებული iPhone და Apple Watch ერთმანეთთან. შემდეგი, გახსენით Watch აპი თქვენს iPhone-ზე.

 

2. ჩემი საათი ჩანართიდან შეეხეთ გენერალურ → გადატვირთვას

 

 

3. შეეხეთ Apple Watch-ის კონტენტისა და პარამეტრების წაშლას. დაადასტურეთ ყველა კონტენტისა და პარამეტრის წაშლა. მოთხოვნის შემთხვევაში, შეიყვანეთ თქვენი Apple ID პაროლი.

 

 

4. შემდეგ კი დაასრულეთ პროცესი. დასრულების შემდეგ, კვლავ მოგიწევთ Apple Watch-ის დაყენება.

 

მოცემული საფეხურები დაგეხმარებათ მოწყობილობის აღდგენაში რის შემდეგაც კვლავ შეგეძლებათ Apple Watch-ის დაწყვილება iPhone-თან.