როგორ დააკავშიროთ AirPods PS5-თან

24.02.2023

გაზიარება

ფლეისთეიშენის მოყვარულებს თამაშთან ერთად აუდიო მოსმენაც უყვართ. თუ აქამდე ვერ აკავშირებდით თქვენთვის სასუველ ორ მოწყობილობას, როგრიცაა AirPods და PS5, რადგანაც სათამაშო კონსოლს არ აქვს ბლუთუზის შესაძლებლობა, დღევანდელ ბლოგში მარტივად გასწავლით მათი დაწყვილების ფუნქციას.

 

სანამ მოწყობილობებს ერთმანეთში დააკაშირებთ დარწმუნდით, რომ PS5-თან თავსებადი Bluetooth ადაპტერი გაქვთ, შემდეგ კი მიჰყევით ნაბიჯებს.

 

1. შეაერთეთ Bluetooth ადაპტერი USB პორტში თქვენს PS5-ზე.

2. ჩართეთ დაწყვილების რეჟიმი Bluetooth ადაპტერზე.

3. ხანგრძლივად დააჭირეთ AirPods-ის გვერდითა ღილაკს, რათა დააკავშიროთ Bluetooth ადაპტერთან. გახსოვდეთ, რომ AirPods უნდა იყოს ყუთში, ხოლო სახურავი ღია მდგომარეობაში.

 

ახლა კი შეგეძლებათ ითამაშოთ ნებისმიერი თამაში და ისიამოვნოთ ჩართული ხმით.

 

 

თუ თქვენ ზემოთ მოცემული ნაბიჯებიდან მაინც ვერ დააკავშირეთ AirPods შეიძლება დაგჭირდეთ PS5-ის გამომავალი მოწყობილობის შეცვლა. 

 

1. გახსენით Settings PS5-ის საწყისი ეკრანიდან.

2.  გადადით Sound განყოფილებაში

3. აირჩიეთ Audio Output → Output Device

4. აირჩიეთ Bluetooth მოწყობილობა

 

 

ალტერნატიულად შეძლებთ გამოიყენოთ მესამე მხარის აპი AirPods და PS5-თან დასაკავშირებლად, როგორიცაა Remote Play.

 

1. გახსენით App Store თქვენს iPhone-ზე

2. მოძებნეთ PS Remote Play

3. გახსენით აპლიკაცია და შედით PlayStation-ში თქვენი Sony-ის ერთ-ერთი ანგარიშით.

4. გადადით Settings app-ში თქვენს TV-ზე

5. გადადით System Settings  და დააჭირეთ Enable Remote Play

6. დააკავშირეთ მოწყობილობები ტელევიზორზე გამოსახული კოდის შეყვანით