როგორ გავაზიაროთ Wi-Fi პაროლი iPhone, iPad და Mac-დან?

28.06.2022

გაზიარება

Apple-მა გაამარტივა Wi-Fi პაროლების გაზიარება iPhone-დან Mac-ზე ან სხვა iPhone-ზე კარგად ინტეგრირებული ეკოსისტემის წყალობით.

 

ეს გახლავთ ძალიან მარტივი და საჭირო ფუნქცია, რომელიც გაგვიმარტივებს Wi-Fi კავშირს Apple-ის სხვადასხვა მოწყობილობებს შორის.

 

Wi-Fi პაროლის გასაზიარებლად უნდა გაიაროთ შემდეგი საფეხურები:

 

  • ორივე მოწყობილობას უნდა ჰქონდეს უახლესი iOS ვერსია.
  • ჩართეთ Wi-Fi და Bluetooth ორივე მოწყობილობაზე.
  • გამორთეთ პერსონალური ინტერნეტი
  • მიაახლოვეთ ორივე მოწყობილობა ერთმანეთთან.
  • დააკავშირეთ ერთ-ერთი iPhone Wi-Fi ქსელთან.
  • მეორე მოწყობილობით აირჩიეთ სასურველი Wi-Fi ქსელი,
  • შემდეგ თქვენ იხილავთ მოთხოვნას თქვენს iPhone-ზე.
  • ბოლოს შეეხეთ პაროლის გაზიარებას.

 

\