როგორ მუშაობს Crash Detection iPhone-სა და Apple Watch-ზე?

9.10.2022

გაზიარება

Apple-მა 7 სექტემბრის ღონისძიებაზე ახალ iPhone-თან და Apple Watch-თან ერთად საკმაოდ ბევრი საინტერესო ფუნქცია წარმოგვიდგნია.

 

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ რა ფუნქცია არის Crash Detection  და როგორ შეგვიძლია მისი გამოვლენა.

 

 

როგორ მუშაობს Crash Detection iPhone-სა და Apple Watch 8-ზე

 

Crash Detection არის დაცემის გამოვლენის მოწინავე ვერსია, რომელსაც შეუძლია მარტივად ამოიცნოს ავტოკატასტროფა და მიიღოს შესაბამისი ზომები.

 

თუ მოულოდნელად ავარიაში მოყვებით iPhone და Apple Watch გაძლევთ შესაძლებლობას გაააქტიუროთ Emergency SOS რომელიც ავტომატურად ირთვება. ის აზიარებს თქვენს მდებარეობას და აცნობებს საგანგებო სიტუაციების სერვისებს.

Apple ამ ფუნქციის დახვეწასა და შემუშავებას წლების განმავლობაში სწავლობდა.

 

 

საგანგაშო სირენა ჩაირთვება თუ ავარიიდან 20 წამის განმავლობაში ვერ უპასუხეთ Emergency SOS ზარს, ამ დროს მოწყობილობა ავტომატურად დაურეკავს სასწრაფო დახმარების სამსახურს.

 

ასევე, თუ კონტაქტებში დაამატებთ საგანგებო სიტუაციებს, მოწყობილობა მარტივად გაგზავნის შეტყობინებას თქვენი მდებარეობის გასაზიარებლად და აცნობებს რომ მოხვდით მძიმე ავტოავარიაში.

 

თქვენს მოწყობილობაზე სამედიცინო ID-ის დაყენებისას პირველი რეაგირებისთვის სასწრაფო დახმარების მუშაკებს შეუძლიათ ნახონ კრიტიკული სამედიცინო ინფორმაცია - როგორიცაა ალერგია, სამედიცინო მდგომარეობა და გადაუდებელი კონტაქტები iPhone-ის ან Apple Watch-ის განბლოკვის გარეშე.

 

 

ფუნქციის ეფექტურად გამოსაყენებლად, Apple Watch იყენებს ჩაშენებული გიროსკოპის, მოძრაობის სენსორების, ამაჩქარებლის, მიკროფონის, GPS და ბარომეტრის მაჩვენებლების მონაცემებს.

 

iPhone 14 სერიის სენსორებს შეუძლიათ ამოიცნონ ავარია 256 გ-მდე, ეს კი საშუალებას იძლევა გააქტიუროს გადაუდებელი SOS ექსტრემალური ზემოქმედების შემდეგაც კი.

 

Crash Detection ხელმისაწვდომია ახალ iPhone 14 ვერისებთან და ახალ Apple Watch-თან. 

 

ეფლის პროდუქციის ოფიციალურად ყიდვა კი საქართველში შესაძლებელია iTechnics-ში.