როგორ შევქმნათ Checklist Notes აპში iPhone და iPad-ზე?

25.05.2023

გაზიარება

Apple-მა Notes აპლიკაცია გაცილებით საინტერესო და სასარგებლო გახადა iOS და iPadOS-ის ბოლო ვერსიებში და შესძინა რამდენიმე მახასიათებელი.  ერთ-ერთი ასეთი თვისებაა checklists შექმნის შესაძლებლობა. 

 

როდესაც Notes-ში შექმნით ჩამონათვალს, თითოეულ ჩამონათვალს აქვს გვერდით წრიული ნიშანი, რომელითაც შეგიძლიათ აღნიშნოთ დასრულებული საქმე, რაც ბევრად მოსახერხებელია. 

 

ქვემოთ მოცემული ნაბიჯები დაგეხმარებათ თქვენი ჩამონათვალის შედგენაში. მოგეხსენებათ ნოუთების შენახვა შეგიძლიათ როგორც iCloud, ასევე თქვენს მოწყობილობაზე. დაწყებამდე გადაამოწმეთ თუ სად ინახავთ ჩანაწერებს. 

 

  • iCloud-ით ნოუთების დასაყენებლად გადადით Settings -> Notes -> Default Account და აირჩიეთ iCloud.
  • ხოლო თქვენს ტელეფონზე დასაყენებლად Settings -> Notes და აირჩიეთ "On My [device]" Account.

 

 

როგორ შევქმნათ Checklist ნოუთებში?

 

1. გახსენით Notes app და შეეხეთ ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში კომპოზიციის ღილაკს, რათა შექმნათ ახალი ნოუთი.

2. შეიყვანეთ სათაური 

3. შეეხეთ Checklist ღილაკს ინსტრუმენტთა ზოლში სიის დასაწყებად. 

 

 

 

 

როგორ გავაზიაროთ Checklist?

 

1. გახსენით Notes აპი

2. გადადით ნოუთის ლისთებში და შეეხეთ Share ღილაკს (კვადრატს რომელზეც ისარი მიუთითებს)

3. აირჩიეთ Collaborate რათა სხვებმაც შეძლონ მისი შესწორება ან უბრალოდ გაგზავნოთ ასლი და აირჩიეთ ვისთან გსურთ გაგზავნა