ტოპ 5 აქსესუარი შენი მანქანისთვის

25.05.2023

გაზიარება

კომფორტული და სასიამოვნო მგზავრობისთვის აუცილებელია ვიქონიოთ ის საჭირო აქსესუარები, რაც დაგვეხმარება ამის უზრუნველსაყოფად. 

 

აიტექნიკსი მანქანის აქსესუარების ფართო არჩევანს გთავაზობთ. ქვემოთ მოცემულია ტოპ 5 ნივთი, რაც აუცილებლად უნდა იქონიოთ, რათა მიიღოთ მგზავრობის საუკეთესო გამოცდილება. 

 

1. Joway Car Bracket Magnetic - არის უსადენო მაგნიტური მანქანის დამტენი, რომელიც მარტივად მაგრდება თქვენს ავტომობილზე. აქვს 15W უსადენო დამუხტვა. მასში ძლიერად ჩამონტაჟებული მაგნიტი ხელს უწყოფს მჭიდრო დაჭერას. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ტელეფონის სადგამი.

აქვს 360° მბრუნავი თავი, რომლის დარეგულირება შეგიძლიათ სასურველი მიმართულებით. გამოირჩევა პრემიუმ ტექსტურითა და მასალით, რომელიც შექმნილია ალუმინის შენადნობისაგან.

 

 

 

2. Baseus Car Mount Pro Wireless Charging - უსადენო მანქანის დამტენი, რომელიც საკმაოდ მჭიდროდ ერგება თქვენს ტელეფონს, ხოლო სილიკონის ბალიში იცავს მას ჩამოვარდნისგან. მოწყობილობა მხარს უჭერს Qi დამოწმებულ სწრაფ უკაბელო დამუხტვას 15 ვტ-მდე სიმძლავრით. მასში ჩამონტაჟებულია გადახურებისა და ტემპერატურის გამოვლენის ჩიპსეტი. 360 გრადუსიანი მოძრაობა კი ბევრად კომფორტულს ხდის მას.   

 

 

3. Baseus Backseat Car Mount - არის უნივერსალური ტაბლეტის სადგამი მანქანისთვის, რომელზეც შეგიძლიათ მოათავსოთ 4.7-12.9 დიუმიანი ეკრანის ზომის მოწყობილობები. ის დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან, როგორიცაა: PC, სილიკონის და ალუმინის შენადნობი. სადგამი შესანიშნავია ხანგრძლივი გზისა და მოგზაურობისთვის. მოათავსეთ მასზე ტაბლეტი ან ტელეფონი და უყურეთ სასურველ ფილმებს. 360 გრადუსიანი მბრუნავი დიზაინი კი ყველაფერს კომფორტულს ხდის.

 

4. Baseus Platinum Vehicle Eyewear Clip - აქსესუარების სამაგრი მანქანისთვის, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაამაგროთ მასზე ნივთები, როგორიცაა სათვალე, საკრედიტო ბარათი და სხვ. 

 

5. Gelius Pro FM Transmitter - ამ აქსესუარის საშუალებით შეგიძლიათ დაუკავშიროთ ბლუთუზ მოწყობილობები თქვენს მანქანას. მას აქვს 2 USB პორტი, რაც გეხმარებათ დამუხტოთ ერთდროულად ორი ტელეფონი. მინი ზომის და მოსახერხებელი, რომელიც იდეალურია მანქანისთვის.