ტოპ 5 ყველაზე საჭირო Apple-ის აქსესუარი

1.08.2022

გაზიარება

Apple თავის მომხმარებელს მუდმივად სთავზობს ინოვცაიურ პროდუქციას, რომელიც ნამდვილად იწვევს ყველას გაოცებას.

 

დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ Apple-ის ტოპ 5 პროდუქციას რომელიც აუცილებლად უნდა ქონდეს თითოეულ თქვენგანს.

 

 

1. Leather Wallet MagSafe - არის Apple-ის ჭკვიანი საფულე, რომელიც დამზადებულია სპეციალურად დამუშავებული ევროპული ტყავისგან, აქვს მჭიდროდ ჩამონტაჟებული მაგნიტი და თავსდება iPhone-ის უკანა მხარეს. ის შესანიშნავი გზა გახლავთ პირადობის მოწმობისა და საკრედიტო ბარათების შესანახად.

საფულე მხარს უჭერს Find My აპლიკაციას, რის საშუალებითაც შეძლებთ მიიღოთ შეტყობინება მისი მდებარეობის შესახებ, თუ არ გაქვთ მიმაგრებული ტელეფონზე.

 

თავსებადია iPhone 12 და ზემოთ მოდელებთან.

 

 

 

2. Air Tag - გახლავთ მარტივი გზა თქვენი ნივთების საპოვნელად. მონეტის ზომის მოწყობილობა, რომელიც Find My აპლიკაციით გეხმარებათ საჭირო ნივთების მოძიებაში.

ერთ Apple ID-ზე შეიძლება მაქსიმალურად დაკავშირდეს 16-მდე AirTag-ის მოწყობილობა. ასე, რომ თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ Apple-ის მოწყობილობებს ან ოჯახის წევრებს.

AirTag-ს აქვს IP67 სერთიფიკატი, რაც მიანიშნებს რომ, შეუძლია გაუძლოს წყალში ჩაძირვას ერთ მეტრამდე.

 

გასაოცარია მისი ელემენტის ხანგრძლივობაც, რომელსაც შეუძლია ერთ წელზე მეტ ხანს იმუშაოს, ხოლო როდესაც მისი შეცვლა გახდება საჭირო iPhone მოგაწვდით ინფორმაციას.  

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ AirTags-ს არ აქვს განსაზღვრული დიაპაზონი, ამიტომაც სანამ მოწყობილობა იქნება Bluetooth-ის არეალში მას შეუძლია ნივთის პოვნა.

 

თავსებადია iPhone 11 და ზემოთ მოდელებთან.  

 

 

 

3. MagSafe Battery Pack - სწრაფი და უსაფრთხო დამუხტვის საშუალება, რომელიც მაგნიტის მეშვეობით მჭიდროდ მაგრდება iPhone-ზე. გამოირჩევა კომპაქტური დიზაინით, რაც მარტივია გადასაადგილებლად.  

MagSafe Battery Pack მოიცავს დატენვის მართვის ფუნქციას, ეს კი გეხმარებათ შეინარჩუნოთ ელემენტის სიჯანსაღე. მოწყობილობის გამოყენებამდე საჭიროა მისი დამუხტვა Lightning-ის კაბელის მეშვეობით.

 

 

 

 4. Homepod - გახლავთ ინტელექტუალური ასისტენტი, რომელსაც აქვს 360 გრადუსიანი აუდიო შესრულება და ჟღერს ოთახის ყველა კუთხიდან. HomePod ერგება სახლის ნებისმიერ წერტილს. აქვს ელეგანტური დიზაინი, რომელიც წარმოდგენილია იდეალურად უნაკლო ბადისებრ ქსოვილში. მისი განათებული სენსორული ზედაპირი უზრუნველყოფს სწრაფ კონტროლს.

HomePod უპრობლემოდ მუშაობს Apple-ის ყველა მოწყობილობასთან. საშუალება გაქვთ უპასუხოთ შემომავალ ზარს iPhone-დან, გააგრძელოთ საყვარელი შოუს ყურება Apple TV-ზე, მოუსმინოთ მუსიკას Mac-ზე. მოწყობილობა ნამდვილად დაიკავებს საპატიო ადგილს თქვენს სახლში.

 

 

 

 5. Appe TV - გახლავთ ჭკვიანი მოწყობილობა თქვენი სახლისთვის. პორტატული და მარტივი, მცირე ზომის სეტ-ტოპ ბოქსი, რომელიც უერთდება ტელევიზორს HDMI კაბელით.

აქვს საუკეთესო გამოსახულება, რომლის მართვა დისტანციურად შეგეძლებათ. Apple TV-ის დისტანციური მართვის სისტემა ინტეგრირებულია Siri-ში.


აგრეთვე აქვს Mirror your iPhone-ს ფუნქცია, რაც მეტად კომფორტულს ხდის მოწყობილობას, ეს კი მოიცავს iPhone-ში გახსნილი ნესბიმიერი გამოსახულების სარკისებურ ასახვას Apple TV-ში.

შესაძლებობა გექნებათ მიიღოთ ისეთ არხებზე წვდომა, როგორიცაა - Netflix, Amazon Prime Video, Hulu. ამასთან ერთად ითამაშოთ ახალი თამაშები Apple Arcade- ში და მოუსმინოთ 75 მილიონ ტრეკს Apple Music-ში.