უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

შპს „აიტექნიკი“-ს ს/ნ 404900531 (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) ოფიციალური ვებგვერდს წაროადგენს itechnics.ge  („ვებგვერდი“ ან „გვერდი“).

ჩვენ განვსაზღვრავთ კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის  პოლიტიკის დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.

კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის  პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს კომპანია თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ თქვენი ურთიერთობა  აიტექნიკთან. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

აღნიშნული დოკუმენტის  სუბიექტები არიან  – მომხმარებლები ან სხვა პირები, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, ასევე არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/სასურველია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი პროდუქტების/მომსახურების გასაუმჯობესებლად.

მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს.

ვებგვერდზე განთავსებულ კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის  პოლიტიკაზე დათანხმებით, თქვენ ადასტურებთ, რომ  ეთანხმებით აღნიშნულ პოლიტიკას.

კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის  პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.

ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება მესამე პირისთვის გადაცემას (გარდა სატრანსპორტო კომპანიისა, რომელიც მოგაწვდით შეკვეთას და რომელიც აგრეთვე ვალდებულია დაიცვას ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა).

  • კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას;
  • კომპანია გამოიყენებს თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ იმ ვადით,რაც აუციელებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად;
  • კომპანია ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;
  • მომხმარებელთან ურთიერთობების მართვისთვის;
  • მომსახურების გაუმჯობესებისთვის;
  • თქვენს მიერ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;
  • მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად;
  • ონლაინ განვადებისთვის;
  • პროდუქციის საგარანტიო მომსახურების მიღებისთვის;
  • iCard-ით  სარგებლობისთვის;
  • ვებგვერდის მართვისთვის;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);
  • კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;
  • ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
  • მოითხოვოთ და მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;
  • მოითხოვოთ მცდარ,არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება,განახლება ან/და შევსება;
  • ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა, რომლითაც მოგვანიჭეთ თქვენი მონაცემის დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამუშავებას შევწყვეტთ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;
  • წარადგინოთ პრეტენზია დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში;
  • შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი ინფორმაცია (გარდა პირადი ნომრისა) ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით;
  • კომპანიასთან მომართვის შედეგად შეგიძლიათ (ონლაინ ჩათი, სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული ფოსტა, ადგილზე ვიზიტი) მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა;

შენიშვნა:

თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც გულისხმობს ვებგვერდზე უკვე განხორციელებულ ძველ ტრანზაქციებს. ინფორმაციის დარეზერვების მიზნით, ჩვენ შესაძლოა მოგვიხდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.

  • როდესაც, თქვენს მიერ ხდება ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
  • როდესაც, თქვენ მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ სერვისების მისაღებად;
  • როდესაც კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით ან უშუალოდ ფილიალში ვიზიტის დროს;
  • როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს;
  • როდესაც გვიგზავნით წერილებს, როგორც მატერიალური ისე ელექტრონული ფორმით;
  • როდესაც სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით;
  • საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია;
  • როდესაც ხდება მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
  • კომპანიაში მომუშავე ყველა საჭირო უფლებამოსილ პირს;
  • შესაძლოა დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვისა და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის;  
  • იმ პარტნიორებსა და აგენტებს, რომლებიც ჩართული არიან იმ პროდუქტებისა და მომსახურებების მიწოდებაში, რომელიც თქვენ შეუკვეთეთ ან რომლითაც ისარგებლეთ ან გეგმავთ რომ შეუკვეთოთ ან ისარგებლოთ;
  • იმ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ აიტექნიკის ან მისი აფილირებული კომპანიების სახელით მომსახურებების მიწოდებაში
  • ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.
  • თქვენ უფლებას აძლევთ კომპანიას მის მიერ შესაბამისი სახელშეკრულებო ან საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით დაამუშავოს თქვენი ან/და თქვენ მიერ წარმოდგენილი მესამე პირების პერსონალური მონაცემები;
  • მომხმარებელი აცხადებს თანხმობას , კომპანიამ (აიტექნიკმა) დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით.

აღნიშნული პოლიტიკა წარმოადგენს აიტექნიკის ვებგვერდის განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.

 

პროდუქტი დამატებულია თქვენს კალათაში