MacBook Air 13" M1 256GB Gold
თვეში 102 ლარიდან
Macbook Air - შემუშავებულია M1 ჩიპით, რომელიც უზრუნველყოფს მოწყობილობების უფრო სწრაფ და ენერგოეფექტურ მუშაობას. M1 ჩიპი არის 5 ნანომეტრიანი და აქვს 8 ბირთვიანი პროცესორი: 4 მძლავრი და 4 ენერგოეფექტური. ვიდეო ბარათიც 8 ბირთვიანია, რომლის პროცესორი 3.5-ჯერ სწრაფია, ხოლო მისი ვიდეობარათი 5-ჯერ. მყარი დისკი (SSD) 2 ჯერ სწრაფია და ხელმისაწვდომია 256 გიგაბაიტიდან 2 ტერაბაიტამდე კონფიგურაციით.
ელემენტის სიცოცხლის ხანგრძივობა გაცილებით გაუმჯობესებულია და შესაძლებელია ინტერნეტის მოხმარება 15 სააათის მანძილზე, ხოლო ვიდეოების 18 საათის განმავლობაში. აქვს ალუმინის კორპუსი, ფართო Force Touch ტრეკპადით, 13 ინჩიანი Retina ეკრანი, თხელი ჩარჩოებით. ეკრანს აქვს 400 ნიტი სიკაშკაშე, P3 wide color მხარდაჭერა და True Tone ტექნოლოგია. აღჭურვილია 720p FaceTime HD კამერით, ხოლო M1 ჩიპი უზრუნველყოფს უკეთესი ხარისხის გამოსახულებას, უკეთესი ხმის ჩახშობით, დინამიური დიაპაზონით და სხვა ფუნქციებით.
M1 Macbook Air-ზე არის 2 ცალი Thunderbolt 3/USB 4 პორტი, 6K გარე ეკრანის მხარდაჭერით. მოწყობილობას გააჩნია Wifi 6 და Bluetooth 5.0 ვერსიის მხარდაჭერა. გვაქვს 2 დინამიკი, ფართო სტერეო ხმით, მაღალი ხარისხის 3 მიკროფონით და 3.5 მილიმეტრიანი ყურსასმენის ჯეკი.
შეადარე მარტივად
აირჩიეთ სხვა პროდუქტი მონაცემების შესადარებლად
MacBook Air 13" M1 256GB Gold
2699 ₾