Apple-მა 20 აპრილს “Spring Loaded” ღონისძიების დროს რამდენიმე ახალი მოწყობილობა წარადგინა, მათ შორის განახლებული iPad Pro, iMac და ახალი მოწყობილობა სახელწოდებით – AirTags. მოწყობილობების უმეტესობა შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი იქნება ამ თვის ბოლოს და მათი გაყიდვა მაისის შუა რიცხვებში დაიწყება.
ახალ მოწყობილობებს შორის არის განახლებული iPad Pro, რომელიც გამოირჩევა 12,9 ინჩიან მოდელებში Liquid Retina XDR Display-ით და M1 დამუშავების ჩიპით, რაც, 50%-ით უფრო სწრაფი იქნება ვიდრე მისი წინამორბედი.
როგორც ტექნიკური გიგანტი Apple-მა გამოუშვა iMac-ის ახალი ხაზი, რომელიც შთაგონებულია თავისი ადრინდელი მოდელებისგან და წარმოდგენილია მრავალფეროვან ფერებში. 24 ინჩიანი iMac-ები ოთხ ფერში: მწვანე, ვარდისფერი, ლურჯი და ვერცხლისფერი. უფრო მძლავრი მოდელები გრაფიკული დამუშავებით კი შვიდ ფერში: მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, იისფერი, ლურჯი და ვერცხლისფერი.
ასევე, Apple-მა წარადგინა სხვა მოწყობილობებიც:
- iPhone 12 და iPhone 12 Mini–ის იისფერი მოდელები.
- განახლებული Apple TV 4K გამოსახულებით და ფერების ბალანსის ახალი ტექნოლოგიით.
- AirTag – რომლის საშუალებითაც, მომხმარებლებს შეუძლიათ დააკავშირონ მოწყობილობა გასაღებებთან, ზურგჩანთებთან ან სხვა ნივთებთან და მათი დაკარგვის შემთხვევაში, გამოიყენონ ‘’Find My’’app.
iPad Pro
Apple ოფიციალურად ადასტურებს ახალ iPad Pro-ს, რომელიც გამოიყენებს იმავე M1 დამუშავების ჩიპს, როგორიც აქვს ახალ iMac-ებს. Pro 75%-ით უფრო სწრაფია, ძველ iPad-ებზე. ახალი iPad Pro ასევე მარტივად უკავშირდება PlayStation 5 და Xbox Series X კონტროლერებს. ახალი iPad Pro-ს ექნება 5G-ს მხარდაჭერა. მოდელი გამოირჩევა ახალი სტუდიური მიკროფონით, მოძრაობის თვალყურისდევნებით და კამერის განახლებული სისტემით. ის, ასევე გამოირჩევა TrueDepth წინა კამერით, რომელიც მხარს უჭერს Face ID – ს და 12 მეგაპიქსელიან კამერას. iPad-ს აქვს 12,9 ინჩიანი თხევადი ბადურის XDR ეკრანი.
iMac
iMac-ის ახალი გრაფიკული ვერსია 50%-ით ჩქარია ძველ მოდელებთან შედარებით. მომხმარებლებს შეუძლიათ აწარმოონ iPhone და iPad პროგრამები უშუალოდ iMac-ზე. iPhone-ის ზარები და ტექსტები შესაძლებელია გამოჩნდეს iMac-ზე, მისი უნივერსალური ბუფერული პროგრამის საშუალებით. ახალ iMac-ებს აქვთ ორი Thunderbird პორტი და დენის შემაერთებელი, რომელიც მაგნიტურად აკავშირებს მას დენის წყაროსთან. iMac მხარს უჭერს ახალ აქსესუარებს, მათ შორის განახლებულ keyboard, სენსორულ პადს და მაუსს.
Apple TV
Apple-მა წარმოადგინა Apple TV 4K მედიაპლეერის ახალი ვერსია. მას დამატებული აქვს განახლებული დამუშავების ჩიპი, რომელიც HDR-ს უფრო მაღალი სიჩქარით უზრუნველყოფს. Apple TV-ის ასევე დაემატა ახალი შესაძლებლობა, iPhone-ით დააბალოანსოს ფერები TV-ში. დისტანციური სისტემის განახლებებში გაუმჯობესებულია clickpad და დენის ღილაკი, იმისთვის, რომ უფრო უკეთ გააკონტროლოს ტელევიზორის სიმძლავრე.
AirTag
AirTag არის გაჯეტი, რომელიც შესაძლებელია დაერთოს ისეთ ნივთებზე, როგორიცაა საკინძების ჯაჭვი, ზურგჩანთა ან თუნდაც შინაური ცხოველის საყელო. ის არის პატარა, ვერცხლის დისკი, რომელიც იყენებს აპლიკაციის ‘’Find My’’ ინსტრუმენტს. AirTag-ის პროგრამა იყენებს სიზუსტით პოვნის ფუნქციას, იმისთვის, დაგეხმაროთ დაკარგული ნივთის მოძიებაში და პოვნაში.