Apple-ის ღონისძიება, ყოველ წელს, სექტემბერში, ჩვენ – ყველას, ეკრანთან რომ საერთო მოლოდინით გაგვაერთიანებს ხოლმე, გუშინ, 12 სექტემბერს, მილიონიანი აუდიტორიისთვის გაიმართა. ახალი iPhone 15 სერიისა და Apple Watch-ების მიმართ არსებული მოლოდინები Apple-მა არც წელს გაგვიცრუა. ღონისძიებაზე, რომელსაც მთელი წელი დიდი ინტერესით ველოდით, iPhone 15 სერია გამოვიდა (iPhone 15, iPhone 15 Plus, iPhone Pro და iPhone Pro Max მოდელებით) და ეს ყველაფერი არ არის – პრეტენზაციაზე Apple Watch Series 9 და Apple Watch ULTRA 2 წარმოგვიდგინეს და ჩვენი სასურველი Apple-ის პროდუქტების სია კიდევ უფრო გაფართოვდა. მაგრამ მანამდე, ახლოს გავიცნოთ ახალი პროდუქტები.
რა არის სიახლე ახალ მოდელებში?
iPhone 15 / 15 Plus
მოდელი, რომელიც იმედგაცრუებულს აღარავის დატოვებს, თავისი ძლიერი მონაცემებით, A16 Bionic ჩიპითა და განახლებული ფერთა პალიტრით. რატომაც არა? განახლების დროა:
- USB-C დამტენი პორტი, Lightning პორტის ნაცვლად;
- 48MP-მდე გაზრდილი პირველადი ლინზების მქონე განახლებული კამერა (წინა მოდელებში პირველადი ლინზა იყო მხოლოდ 12MP-ის);
- ახალი თაობის Portrait Mode – უფრო მარტივად გადაღებული პროფესიონალური კადრები, ფერთა უსასრულო პალიტრით, ახალი შესაძლებლობებითა და მოქნილობით;
- A16 Bionic ჩიპი, რომელიც აქამდე iPhone 14 Pro სერიაში გვხვდებოდა და ახლა უკვე iPhone 15 / 15 Plus მოდელებშიც დაინერგა;
- ნანატრი დინამიური კუნძული ახლა უკვე iPhone 15 / 15 Plus მოდელებშიც, რომლის საშუალებით შეგვიძლია თვალი ვადევნოთ ყველა სახის შეტყობინებებსა და ლაივ აქტივობებს, როგორიცაა მგზავრობა, შემომავალი ზარები, ფრენის სტატუსი და ა.შ.
- კიდევ უფრო ლამაზი ფერთა პალიტრა: ვარდისფერ, ყვითელ, მწვანე, ლურჯ და შავ ტონებში ტექსტურირებულ მატ დაბოლოებებსა და კერამიკულ კარკასში.
სხვაობა, რომელიც iPhone 15-სა და iPhone 15 Plus-ს შორის არის, მხოლოდ ზომაა. iPhone 15-ის ზომა 6.1 ინჩი, ხოლო iPhone 15 Plus-ის – 6.7 ინჩია. თუ რომელი, ეს უკვე სრულიად შენს გემოვნებასა და საჭირობებზე დაყრდნობით უნდა გადაწყვიტო.
iPhone 15 Pro / 15 Pro Max
Boom! Pro მოდელების მომხმარებლებლთა ლოდინად ეს სერია ნამდვილად ღირდა. ალბათ, არავის უკვირს, რომ Apple-მა ამ სერიის მოდელებში კიდევ უფრო გამორჩეული განახლებები და დიზაინის გრანდიოზული ცვლილებები შემოგვთავაზა. აქვე, შეგახსენებთ, რომ შეგიძლია ისარგებლო iTechnics-ის Trade In შეთავაზებით და შეძლებ ძველი შეცვალო ახლით, საუკეთესო პირობებით საქართველოში.
რას გვთავაზობს Iphone 15 Pro მოდელები?
- უახლესი A17 Pro Bionic ჩიპი, შეუდარებელი სიმძლავრით, გამძლეობით, სისწრაფითა და ზოგადი შესაძლებლობებით, ვერცერთ წინა სერიის მოდელს ვერ შევადარებთ. ეს არის პირველი 3ნმ-იანი პროცესორი ინდუსტრიაში! 6 ბირთვიანი GPU კი, სინათლის სიჩქარეს შემატებს მოწყობილობას ნებისმიერ აპლიკაციაში. ეს, ასევე, განსაკუთრებული სიახლეა „გეიმერებისთვის”.
- კიდევ უფრო მსუბუქი, ვიდრე ოდესმე! ამ სიმსუბუქეს Apple-მა აეროკოსმოსური კლასის ტიტანის სრულიად ახალი კონსტრუქციით მიაღწია, რაც ჩვენს საყვარელ სმარტფონს კიდევ უფრო გამძლეს გახდის;
- Mute ღილაკი ჩანაცვლდა Action ღილაკით, რომელსაც აქამდე მხოლოდ Apple watch ULTRA-ში ვხვდებოდით, ახლა უკვე ჩვენს სმარტფონს მისცემს მრავალფუნქციურობის ახალ შესაძლებლობებს. შენ შეგიძლია Action ღილაკი შენს სურვილსა და საჭიროებებს მოარგო – გათიშო ხმა, ჩართო ღამის რეჟიმი, მომენტალურად გახსნა კამერა, ჩართო ნებისმიერი Shortcut და ა.შ.
- Spatial Video – პრო მოდელებით უკვე შეგიძლია გადაიღო 3D ვიდეო! ეს ახალი კარია შემოქმედებითი ადამიანებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა სურთ;
- გადაიღე თამამად სხვადასხვა მანძილიდან. ჩათვალე, რომ გაქვს 7 სხვადსხვა ლინზა გამორჩეული ხედებისა და დეტალების დასაფიქსირებლად, შედეგად კი, მაღალი გარჩევადობის ფოტოებს მიიღებ. პორტრეტის გადაღების კიდევ უფრო ჭკვიანი სისტემის დახმარებით კი, როცა გადასაღები ობიექტი ადამიანი ან ცხოველია, iPhone ავტომატურად პორტრეტ რეჟიმს გვთავაზობს, რაც ძვირფასი მომენტების სწრაფად აღბეჭდვაში შეგვიწყობს ხელს.
- 15 Pro Max-ში ჩაშენდა პერისკოპული ლინზა, რომლითაც შესაძლებელია კადრის 120მმ-იანი დაახლოება;
- განახლებულ დიზაინში ტიტანის საფარისა და ულტრა თხელი ჩარჩოების წყალობით, iPhone-ის შეკეთებაც მარტივდება, რადგან შეცვლილია მოწყობილობის შიდა სტრუქტურა;
- როგორც iPhone 15 | 15 Plus მოდელებში, აქაც, ცხადია, USB-C დამტენი პორტით Lightning პორტი ჩანაცვლდა;
- დიზაინში ახალი ვიზუალისთვის შეცვლილი მასალის საშუალებით მივიღეთ კიდევ უფრო ელეგანტური და დახვეწილი ფერები: Black Titanium, White Titanium, Blue Titanium და Natural Titanium.
ეს ყველაფერი არ არის! Apple-მა თავგადასავლების მოყვარულებს, მოგზაურებსა თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთგულ მიმდევრებს ახალი ძალა წარუდგინა.
Apple Watch 9 Series
დიზაინით იგივე, მაგრამ შესაძლებლობებით – შეუდარებელი Apple Watch Series 9 აქ არის! ალბათ, გაგიჩნდება კითხვა, თუ დიზაინი წინა სერიის იდენტურია, რატომ უნდა გადახვიდე მე-9 სერიაზე?
- პირველი ნახშირბად ნეიტრალური პროდუქტი – უკვე შენც შეგიძლია შეიტანო წვლილი გარემოს დაცვაში;
- 100%-ით გადამუშავებული კობალტი ელემენტისთვის;
- S9 ჩიპი, რომელიც გვთავაზობს 2-ჯერ გაზრდილ სიჩქარეს და გამძლეობას;
- მუშაობს WatchOS 10-ზე, რომელშიც ვხვდებით საათის ვიზუალისა და აპლიკაციების რედიზაინს;
- ჩაშენდა ორმაგი შეხების ჟესტების კონტროლის ფუნქცია, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს watch-ის გამოყენებას;
- დაემატა ახალი ფერი – ვარდისფერი;
- 2000 nits-მდე გაზრდილი სიკაშკაშე, რომელიც უზრუნველჰყოფს ყველა გარემოში ეკრანის მდგრად ფერებსა და შეუფერხებელ გამოყენებას;
- Siri ინტერგრირდა Health აპლიკაციასთან და უკვე Watch-ში შეგიძლია მისი დახმარებით აკონტროლო შენი ჯანმრთელობა და ფიტნეს აქტივობები;
Apple Watch ULTRA (2nd Gen)
და, რა თქმა უნდა, ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვეთ – შეუდარებელი, უმძლავრესი და უდახვეწილესი Apple Watch ULTRA-ს მეორე თაობა! რა სიახლეები გვაქვს?
- S9 SiP ჩიპსეტი, როგორც მე-9 სერიაში, შედეგად კი, გაუმჯობესებული სიმძლავრე და სიჩქარე;
- ეკრანის სიკაშკაშე უკვე 3000 nits-მდე, რითიც Apple-ის ყველაზე კაშკაშა პროდუქტი გახდა, რაც კი აქამდე გამოუშვია!
- ახალი ორმაგი შეხების ჟესტიკულაციის კონტროლის სისტემა – მაგალითად, ცერა და საჩვენებელი თითის ერთმანეთზე ორი შეხებით შესაძლებელია უპასუხო და დაასრულო ზარები, ან შეასრულებინო ნებისმიერი დავალება;
- Apple Watch 9 Series-ის მსგავსად, ისიც ხდება სრულიად ნახშირბად ნეიტრალური პროდუქტი;
- სამაჯურის ახალი ფერები
დანარჩენი მონაცემები Apple Watch ULTRA-სთვის იგივე რჩება, თუმცა ის მაინც არ თმობს ჭკვიან საათებში პირველ საპატიო ადგილს, რადგან ფუნქციით, სიმძლავრით, შესაძლებლობებით უდავოდ გამორჩეული პროდუქტია.
პროდუქტების გარდა, ასევე, მნიშვნელოვანი რამ, რაც ღონისძიებაზე გაგვაცნეს არის, ის, რომ Apple ჩაერთო ნახშირბადის ემისიის შემცირების პროგრამაში – Apple 2030. როგორც უკვე ვთქვით, Watch Series 9 არის პირველი ნახშირბად ნეიტრალური პროდუქტი კომპანიისგან. როგორ მიაღწიეს ნეიტრალურობას? 100%-ით გადამუშავებული მასალებით, ელემენტში 100%-ით გადამუშავებული კობალტის ჩათვლით. Sport Band – 82% გადამუშავებული მასალებით. და, რაც მთავარია, Apple იმავე თანხის ინვესტიციას ჩადებს ემისიის შემცირების მსოფლიო პროგრამებში, რასაც გადაიხდი შენ ამ watch-ების დამუხტვისას! რა გრანდიოზული სიახლეა, არა?!
იგივე პროგრამის ფარგლებში, Apple-მა პროდუქტებიდან ამოიღო ნებისმიერი ტყავი და ჩაანაცვლა 60% PCR მასალებით, რომელიც ეკოლოგიურად უფრო სუფთა ქსოვილია და მისი გამოყენება სრულად გამართლებულია.
შენ რომელი სიახლე მოგეწონა ყველაზე მეტად? გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.
არ გაგვიკვირდება თუკი, უკვე მოგინდა რომელიმე ახალი პროდუქტის შეძენა. ამიტომ შეავსე ფორმა და გაგვიზიარე, რომელ პროდუქტს შეიძენდი ახლა სიამოვნებით, ან უახლოეს მომავალში, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგეცემა, ჩვენ კი, ვეცდებით, საუკეთესო შეთავაზებებით გაგანებივროთ.
შესავსები ფორმა: https://shorturl.at/lozIY
iTechnics – ტექნიკა უკეთესი ცხოვრებისთვის!