ალბათ ბევრისთვის საინტერესოა ის ფაქტი თუ რატომ ცხელდება iPhone და რისი გაკეთება შეგვიძლია მის გასაგრილად. რადგან მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება დააზიანოს შიდა კომპონენტები და შეამციროს ელემენტის ხანგრძლივობა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ iPhone-ის გაცხელება გარკვეულ პირობებში მოსალოდნელია, ხოლო iOS მიღებული აქვს ზომები მისი ტემპერატურის დასარეგულირებლად.
როდესაც პირველად ვრთავთ iPhone-ს ის თბება ყველა ფონური ამოცანისა და ინდექსირების გამო.
გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის საპასუხოდ iOS შეანელებს დაყენების პროცესს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ iPhone ცხელდება დამუხტვისას, განსაკუთრებით მაშინ თუ ქეისშია ან უსადენოდ იმუხტება.
კაბელის მეშვეობით ელემენტში გამავალი ელექტრონები წარმოქმნიან დიდ სითბოს, ხოლო ძაბვის შემცირებით iOS ხელს უშლის გადახურებას იმ შემთხვევაში თუ iPhone მიაღწევს 35 გრადუს ცელსიუსს.
აპლიკაციების ინტენსიური გამოყენებაც იწვევს მოწყობილობის გაცხელებას, რადგან პროცესორმა უნდა იმუშაოს მთელი ძალით, რათა უზრუნველყოს საჭირო გრაფიკული შესრულება.
ამ სიტუაციაში iOS პროცესორის შენელებით ხელს უშლის გადახურებას. თუმცა პრობლემა შესაძლოა წარმოიშვას მაშინ თუ iPhone არის სპეციფიურ გარემოში, რომელიც აჩერებს ყველა ამ პრევენციულ მოქმედებას მოწყობილობის გაგრილებისგან.
მაგალითად, როდესაც ტელეფონს გამოვიყენებთ მზის პირდაპირ შუქზე დიდი ხნის განმავლობაში ან დავტოვებთ მანქანაში ცხელ ადგილას.
გადახურების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი გახლავთ, მზის შუქზე მანქანაში დამუხტვა GPS ნავიგაციის გამოყენებისას.
ეს აერთიანებს პროცესორზე ინტენსიური სამუშაოსა და დატენვის სითბოს. ამ ტიპის სიტუაციებმა iPhone შეიძლება გადაიყვანოს გადაუდებელი გაგრილების რეჟიმზე, სადაც გადის რამდენიმე საფეხურს ტემპერატურის დასაწევად როგორიცაა: დამუხტვის ძაბვის შემცირება, ეკრანის დაბნელება, მისი ფიჭური მიმღების სიხშირის დაბალ დონეზე დაყენება, კამერის ფლეშის გამორთვა და პროცესორის შენელება.
თუ ეს ქმედება ვერ ახერხებს iPhone-ის გაგრილებას, მაშინ iOS გამოსცემს გაფრთხილებას გადახურების შესახებ, რომ iPhone მის გაციებამდე არ გამოვიყენოთ.
ეს ყოველივე ნიშნავს, რომ მოწყობილობა საბოლოოდ ძალიან გაცხელდა და მუდმივი დაზიანების რისკის ქვეშ იმყოფება.
თუ ამის წინაშე დადგებით მაშინ შეწყვიტეთ iPhone-ის გამოყენება. მოხსენით ქეისი, მოარიდეთ მზის სხივებს, დადეთ გრილ ადგილას და დაელოდეთ გაციებას.
აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არ გამოიყენოთ iPhone დამუხტვისას.
განუახლებელმა აპლიკაციებმაც შესაძლოა გამოიწვიოს მოწყობილობის გაცხელება, რადგან ისინი ტვირთავენ პროცესორს. ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად ეცადეთ ახალი iOS-ის გამოსვლისთანავე განაახლოთ თქვენი iPhone. ასევე ჩაკეცოთ გამოუყენებელი აპლიკაციები, რათა პროცესორზე დატვირთვა შემცირდეს და მოწყობილობამ დაიწყოს გაგრილება.