იმისათვის, რომ HomePod მაქსიმალურად გამოიყენოთ აუცილებელია იცოდეთ თუ რა შესაძლებლობებს გვპირდება ის.
მისი სუპერ ფუნქციები ნამდვილად გაგაოცებთ და სასურველ ადგილს დაიკავებს თქვენს სახლში.
1. გამოიყენეთ multi-room აუდიო
თუ თქვენ გაქვთ რამდენიმე HomePod მაშინ შეძლებთ შექმნათ სტერეო წყვილი და გააძლიეროთ აუდიო. დაწყვილებული ჰოუმპოდით მიიღებთ არნახულ ჟღერადობას რაც მეტ ხიბლს შესძენს თქვენს წვეულებას და დაუსრულებელს გახდის.
2. Handoff მუსიკა
თუ თქვენ iPhone-ზე ან iPad-ზე უსმენთ მუსიკას, მაშინ მარტივად შეგიძლიათ გადასცეთ ის თქვენს HomePod-ს. ამისათვის მიიტანეთ თქვენი მოწყობილობა HomePod-თან ახლოს და აუდიო ავტომატურად გადადის სპიკერზე.
3. დაუსვით მას კითხვები
HomePod-ს აქვს ჩაშენებული Siri რითაც შეგიძლიათ დაუსვათ მას კითხვები, როგორიცაა: ამინდის პროგნოზი, სპორტული შედეგები, მათემატიკური გამოთვლები და ზოგადი კითხვები. ის მალევე დაგიბრუნებთ პასუხს თქვენს კიტხვებზე.
4. აკონტროლეთ ჭკვიანი სახლის მოწყობილობები
თუ თქვენ გაქვთ ჭკვიანი სახლის მოწყობილობები, შეგიძლიათ გააკონტროლოთ ისინი HomePod-ის გამოყენებით. ამისათვის გააქტიურეთ Siri და სთხოვეთ ჩართოს ან გამორთოს შუქები, დაარეგულიროს თერმოსტატი, ან შეასრულოს სხვა დავალებები.
5. შექმენით შეხსენებები
დაგეხმარებათ მუდამ იყოთ ინფორმირებული reminders და timers საშუალებით. შეგიძლიათ სთხოვოთ Siri- ს შექმნათ reminders ან ჩართოთ ტაიმერი კონკრეტული ხანგრძლივობისთვის.
6. პერსონალიზაცია გაუწიეთ თქვენს მუსიკალურ რეკომენდაციებს
HomePod დროთა განმავლობაში სწავლობს თქვენს მუსიკალურ გემოვნებას, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ Siri-ს მუსიკის დაკვრა თქვენი საყვარელი ჟანრის, მომღერლის ან სიმღერების საფუძველზე.
7. განახორციელე ზარები გამოიყენეთ HomePod, როგორც სპიკერი
HomePod საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ და მიიღოთ ზარები მასში ჩამონტაჟებული მიკროფონის და სპიკერის გამოყენებით. უბრალოდ სთხოვეთ Siri-ს დაურეკოს ვინმეს. ის გამოიყენებს თქვენი iPhone-ის კავშირს ზარის განსახორციელებლად.