როგორ გავაუმჯობესოთ Apple Watch-ის ელემენტის ხანგრძლივობა.

თუ თქვენი Apple Watch-ის ელემენტი საკმაოდ სწრაფად ჯდება მაშინ გთავაზობთ 10 ძალიან სასარგებლო რჩევას რაც დაგეხმარებათ პრობლემის აღმოფხვრაში.

 

 

 1. ჩააქრეთ ეკრანი

 

Apple Watch Series 5  ზემოთ მოდელებს აქვთ განახლებული ფუნქციონალი, რაც გულისხმობს მუდმივად ჩართულ ეკრანს. თუმცა ამ დროს ელემენტი ყველაზე სწრაფად ჯდება. თუ მისი დაზოგვა გსურთ მაშინ გამორთეთ ეკრანი.

 

 1.გახსენით Settings 

 2.აირჩიეთDisplay and Brightness. 

 3.აირჩიეთAlways on.  

 4.გამორთეთ ფუნქცია.

 

 

 

 

 

 2. გამორთეთ Raise გასაღვიძებლად

 

კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც ძირითადად გამოიყენება AOD-ის შემცვლელად არის Wake on Wrist Raise. ამ შემთხვევაშიც ელემენტის დასაზოგად ფუნქციის გამორთვა დაგეხმარებათ.

 

 1.გახსენით Settings

 2.აირჩიეთ Display and Brightness

 3.გადადით WAKE განყოფილებაში და გამორთეთ Wake on Wrist Raise.

 

 

 

 3.გამოიყენეთ მუქი ფონი

 

Apple Watch აღჭურვილია OLED ეკრანით, რომელიც გამოყენებისას ანათებს ცალკეულ პიქსელებს, რაც ხელს უწყობს მოწყობილობის ელემენტის დახარჯვას. თქვენი Apple Watch-ის ელემენტის დაზოგვის მიზნით, დარწმუნდით, რომ იყენებთ მუქ ფონს, რომელიც ძირითადად შავია. ეს დაგეხმარებათ ელემენტი დაზოგვაში.

 

 

 4.შეტყობინების შემცირება

 

Apple Watch ასახავს ყველა შეტყობინებას iPhone-დან, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა არც ისე მნიშვნელოვანი იყოს. შემოსული შეტყობინება ანათებს ეკრანს და აქვს ხმოვანი შეხსენება. ამიტომაც თუ გამორთავთ არასაჭირო შეტყობინებას ეს დაგვეხმარებათ დაზოგოთ ელემენტი.

 

      1.გახსენით Watch App თქვენს iPhone-ზე.

      2.შემდეგ Notifications.

      3.აირჩიეთ აპლიკაცია საიდანაც გსურთ დააკონფიგურიროთ ნებართვები.

      4.გადადით Mirror iPhone Alerts-ზე და გამორთეთ აპები, საიდანაც არ გსურთ შეტყობინების მიღება.

 

 

 

5. ჩართეთ ენერგიის რეზერვის რეჟიმი

 

ელემენტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ჩართეთ ენერგიის რეზერვი. როდესაც Apple Watch-ზე ჩართულია ეს ფუნქცია  მხოლოდ დროის ჩვენება არის შესაძლებელი, ხოლო სხვა აპლიკაციები ამ დროს არ მუშაობს.

 

1.გახსენით Watch App თქვენს iPhone-ზე.

2.შეეხეთ Sound & Haptics.

3.ჩართეთ უხმო რეჟიმი.

 

 

 

 6.განაახლეთ WatchOS

 

აუცილებელია Apple Watch-ზე განახლოთ watchOS, რადგან ძველი ვერსია შესაძლოა მალე ცლიდეს მოწყობილობის ელემენტს.