iPhone-ზე YouTube-ის აუდიოს მოსმენა მხოლოდ YouTube Premium შეძენის შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუმცა არსებობს გზა, რომელიც საშუალებას გაძლევთ უსმინოთ ვიდეოს, როდესაც თქვენი iPhone არის ჩაკეტილი.
YouTube საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. Google-მა აირჩია ვიდეო ჰოსტინგის სერვისის რამდენიმე მახასიათებლის განთავსება Paywall-ის უკან, მაგალითად: უფასო ნახვა, SharePlay on iOS, და iPhone-ზე YouTube აუდიოს მოსმენის შესაძლებლობა, როდესაც აპლიკაცია დახურულია.
სამწუხაროდ, YouTube Premium-ის ღირებულება თვეში $ 11.99 გახლავთ. იმისათვის, რომ არ დაგჭირდეთ აპლიკაციის გამოწერა და ამ თანხის გადახდა მაშინ გაეცნით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, რაც დაგეხმარებთ მოუსმინოთ პოდკასტებს, მუსიკასა და ლექციებს, როდესაც თქვენი iPhone არის ჩაკეტილი და ჯიბეში.
1. გახსენით Safari თქვენს iPhone-ზე, ეწვიეთ youtube.com-ს და აირჩიეთ სასურველი ვიდეო, რომლის აუდიოს მოსმენა გსურთ.
2. შემდეგ შეეხეთ aA ღილაკს Safari-ს მისამართის ზოლში და აირჩიეთ შემოთავაზებული მენიუდან Request Desktop Website.
3. დააჭირეთ Play რათა ჩართოთ არჩეული ვიდეო
4. შემდეგ ჩაკეტეთ თქვენი iPhone გვერდითა ღილაკით
5. აუდიოს დაპაუზებისას, შეგიძლიათ შეეხოთ Play ღილაკს Lock Screen-ზე, რომ განაახლოთ მოსმენა.