როგორ შევარჩიოთ სწორად MacBook სასწავლო ან სამუშაო მიზნებისთვის?

 

MacBook-ის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა იგი შენს საჭიროებებს და ზუსტად ის არის, რაც გჭირდება, აუცილებელია ფუნქციების ფრთხილად განსაზღვრა. პირველი ნაბიჯია სწორად გაიაზრო, რა დანიშნულებისთვის გსურს მისი შეძენა – სამუშაოდ, გასართობად თუ უბრალოდ, პირადი მოხმარებისთვის. თუკი ყოველდღიური საქმიანობის სტილის დახვეწა და სწრაფი შედეგების მიღება შენთვის პრიორიტეტულია, შერჩევისას, დრო  MacBook-ის მოდელისა და ზომის გონივრულად არჩევასაც უნდა დაუთმო. 

ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ საუკეთესო ინვესტიცია ისეთი მოწყობილობის არჩევაა, რომელიც ერთდროულად პრაქტიკული, ძლიერი და საიმედო გახდება ჩვენი პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად. 

ამ ბლოგში განვიხილავთ იმ სპეციფიკურ მახასიათებლებს, რომლებიც სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, აუცილებლად გამოგადგება.

 

 

მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის:

 

 

პორტაბელურობა და სიმსუბუქე: MacBook Air

 

MacBook Air-ის ყველა მოდელი წარმოუდგენლად პორტატული, მოსახერხებელი, სწრაფი და ენერგოეფექტურია. საოცარი სიმსუბუქისა და თხელი დიზაინის წყალობით, იდეალურია სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის, რომლებსაც მუდმივად გადაადგილება უწევთ სკოლაში, უნივერისტეტში, ბიბლიოთეკებში და ა.შ. ის განსხვავდება ზომების მიხედვითა და პროცესორის სიმძლავრით. ყველა საჭირო მონაცემითა და დაბალბიუჯეტიანობის თვალსაზრისით, იდეალური არჩევანია. მას ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ გახდეს შენი საიმედო კომპანიონი როგორც აკადემიური საქმიანობისთვის, ასევე, განსატვირთად და გასართობად. თუ მუდმივად ონლაინ გიწევს მეცადინეობა და ბევრს იკვლევ სხვადსასხვა პრეზენტაციისთვისა თუ კონფერენციისთვის, ელემენტის გამძლეობაზე შეგიძლია აღარ იდარდო, რადგან ის 18 საათამდე უწყვეტად იმუშავებს.

 

მრავალფეროვნება

 

თუ ადრეული ასაკიდანვე შენი გატაცება ვიდეოების შექმნაა, MacBook Air-ი ძალიან კარგია პროფესიონალური დონის ვიდეოს შექმნა/ რედაქტირებისთვისა და თამაშებისთვის, რომელსაც შეგიძლია შეუფერხებლად, დაყოვნების გარეშე უყურო უმაღლეს 4K ხარისხში. 

შთამბეჭდავი გამოსახულება

 

MacBook Air-ი Retina Display-ის წყალობით, გამოსახულების ახალ განსაზღვრებას იძენს. ფერები ცოცხალი, მკვეთრი და ლამაზია. ის აუმჯობესებს და სასიამოვნოს ხდის კითხვისა და კვლევის პროცესს. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეკრანი არ იწვევს თვალზე დისკომფორტის შეგრძნებას, თუნდაც ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენებისას. ეს კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის. MacBook Air-ი ავტომატურად არეგულირებს ეკრანის ფერს იმ გარემოს გათვალისწინებით, სადაც იმყოფები და უზრუნველჰყოფს ბუნებრივი ფერების აღქმას.

წერე სწრაფად

 

ვისაც ერთხელ მაინც აუკრეფია ტექსტი MacBook-ზე, მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სრულიად განსხვავებული შეგრძნება და კომფორტი. ელ.ფოსტის წერილებს პასუხობ, მოხსენებებს წერ თუ პრეზენტაციას ამზადებ, Scissor მექანიზმის წყალობით, ბეჭდვის პროცესი წარმოუდგენლად სწრაფი და სასიამოვნოა. ტექსტის აკრეფა კი, დიდი ალბათობით, შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ყველასთვის პრაქტიკული Force Touch Trackpad-ის წყალობით კი, საიტებზე ნავიგაცია, გადიდება, “სქროლვა”, გვერდიდან გვერდზე გადასვლა და ა.შ. წარმოუდგენლად მარტივდება.

კრეატიული პროფესიონალების სუპერძალა: 

 

MacBook Pro-ს შეუდარებელი Performance 

 

აქტიური შემოქმედებითი სამუშაო პროცესებისთვის, მოწინავე პოზიციებს, უკონკურენტოდ, ჯერჯერობით, MacBook Pro მოდელები იკავებს. Pro მოდელები სისწრაფის, უმაღლესი ხარისხის გამოსახულების, ელემენტისა და ენერგოეფექტურობის იდეალურობის ყველა საზღვრებს გასცდა. ისინი სერიოზული შესაძლებლობებით აღჭურვილი ყველაზე პორტატული მოწყობილობებია, რაც აქამდე გინახავს პროფესიონალურ ლეპტოპებში. არ არსებობს ამოცანა, რომლის შესრულებასაც მოკლე დროში, სასიამოვნოდ და ხარისხიანად ვერ შეძლებ. არ არსებობს საქმიანობის სფერო, სადაც MacBook Pro რომელიმე კომპონენტით დაგაღალატებს, რადგან აქ ყველასთვის არის რაღაც, რაც სჭირდება.

 

 

გაუმჯობესებული ძლიერი პროცესორი

 

თუ შენი ჰობი ან ძირითადი საქმიანობა დიზაინს, მუსიკას, Content-ის შექმნას ან კოდინგს უკავშირდება, MacBook Pro მთავარი შთაგონების წყარო გახდება შენი ფანტაზიის გასაცოცხლებლად.

 

ბევრი ამოცანის ინტენსიურად, ერთდროულად, შეუფერხებლად და სწრაფად შესრულება MacBook Pro-ს მძლავრი პროცესორისთვისა და საკმარისი ოპერატიული მეხსიერებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი კიდევ უფრო აღარ არის. ის იდეალურია მონაცემთა ანალიზისთვის, აუდიო/ვიდეო პროდუქტის შექმნა/რედაქტირებისთვის და ა.შ. 

 

 

Retina Display / Liquid Retina Display

 

ბრწყინვალე Retina Display / Liquid Retina Display-ით, FaceTime HD კამერით და სტუდიური ხარისხის მიკროფონით, MacBook Pro მოდელები ყველაზე პორტატული პროფესიონალური ლეპტოპების სერიაა. რასაც არ უნდა უყურებდე, იქნება ეს ფოტო, საყვარელი ფილმები თუ შოუები, ის უზრუნველჰყოფს მაღალი გარჩევადობის შთამბეჭდავ გამოსახულებას და  აცოცხლებს წარმოსახვის უნარს. MacBook Air-ს მსგავსად, MacBook Pro-ც აღჭურვილია True Tone ტექნოლოგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკრანის ფერები ბალანსდება იმ გარემოს განათების შესაბამისად, სადაც იმყოფები. ეს კი ძალიან დიდი კომფორტია, მაგალითად, დიზაინერებისთვის, რომელთათვის ფერების იდეალური სიზუსტით აღქმა გადამწყვეტი ფაქტორია. გარდა ამისა, ეკრანი უზრუნველჰყოფს თვალების დაცვას გადაღლილობისა და დისკომფორტისგან, მაშინაც, თუკი ეკრანთან უწყვეტად, რამდენიმე საათის განმავლობაში გიწევს დროის გატარება. 

ელემენტის ხანგრძლივობა

 

MacBook Pro-მ მონაცემებითა და სიძლიერით MacBook Air-ის შესაძლებლობები გააუმჯობესა. Pro მოდელები კიდევ უფრო ეფექტური სამუშაო მოწყობილობა გახდა, ვიდრე ოდესმე. ის უზრუნველჰყოფს განსაკუთრებულ შესრულებას ახლა უკვე 20 / 22 საათამდე. გაუმჯობესებული ენერგოეფექტური სისტემის წყალობით კი, რამდენიმესაათიანი უწყვეტი ინტენსიური მუშაობის პირობებშიც კი, მოწყობილობები დაცულია გადახურებისგან. 

 

 

გაუმჯობესებული გრაფიკა

 

ყველაზე მძლავრი და ეფექტური ჩიპების წყალობით, კრეატიულობის საზღვრების გადალახვა ახლა უკვე შესაძლებელია. პროფესიონალებისთვის MacBook Pro მოდელები დიზაინის შექმნისას, ვიდეოს რედაქტირებისა და 3D მოდელირებისთვის უზრუნველჰყოფს ყველა იმ საჭირო ფუნქციას, ხელსაწყოს, რაც ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად არის საჭირო. MacBook Pro-ს უახლეს მოდელს აქვს ორჯერ მეტი მეხსიერების  დიაპაზონი, სამჯერ მეტი  Unified მეხსიერება და 38-მდე GPU ბირთვი. ასე რომ შეუფერხებლად და სწრაფად შეგიძლია დაარენდერო დიდი პროექტები, შექმნა 3D დიზაინი უპრეცედენტო მასშტაბებით და ა.შ.

 

 

დიდი მეხსიერება

 

MacBook Pro-ს უზარმაზარი მეხსიერების საცავი საშულებას მოგცემს შენს შედევრებს საკუთარი მყუდრო ადგილი მიუჩინო, ისე, რომ არასდროს მოგიწიოს მათი სხვა მოწყობილობაში გადატანა. MacBook Pro-ს ახალი მოდელები გვთავაზობს 24GB-დან 96G-მდე Unified და 2TB-დან 8TB-მდე ზრდად მეხსიერებას. ასე რომ, დიდ პროექტებსა და ფაილებთან მუშაობისას, საიმედოობა MacBook Pro-ს ყველაზე დიდი უპირატესობაა.

 

MacBook-ის სწორად შერჩევა არ არის ერთჯერადი და მარტივი გადაწყვეტილება. ეს სამომავლო ინვესტივიაა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების, საქმიანობის გამარტივებაში გვეხმარება. მნიშვნელოვანია იმ მახასიათებლებზე დაფიქრება, რომლებიც შეესაბამება ჩვენს კონკრეტულ როლსა და პასუხისმგებლობებს. სულ მცირე,  MacBook-ი ყველაზე დახვეწილი და ლამაზი მოწყობილობა გახდება  სამუშაო თუ სასწავლო, სივრცეში, თუმცა სტუდენტებისთვის აუცილებელია მოწყობილობას ჰქონდეს ის ფუნქციები, რომლებიც უზრუნველჰყოფს უწყვეტ კავშირს, ხელმისაწვდომობასა და სისწრაფეს. პროფესიონალებისთვის კი, ყურადღება ისეთ მოდელებზე უნდა გამახვილდეს, რომელსაც უფრო ძლიერი პროცესორი, გაუმჯობესებული გრაფიკული შესაძლებლობები და უსაფრთხოების დაცვის  ძლიერი მექანიზმები ექნება. ამ თვალსაზრისით, macOS-ის ჩაშენებული უსაფრთხოების ფუნქციები Touch ID და Apple T2 უსაფრთხოების ჩიპი, რეგულარული განახლებებთან ერთად, საუკეთესოდ იცავს პირად მონაცემებს როგორც MacBook Pro-ზე, ასევე, MacBook Air-ზე. 

 

აირჩე Apple-ის ტექნიკა უკეთესი ცხოვრებისთვის!

iTechnics – Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში