Apple Watch გამოირჩევა მრავალი საინტერესო ფუნქციით. იგი საშუალებას გვაძლევს დავრეკოთ, ვუპასუხოთ შეტყობინებებს, მოვუსმინოთ მუსიკას და ა.შ.
დღევანდელ ბლოგში კი გიამბობთ მის ერთ-ერთ თვისებაზე, რაც გულისხმობს YouTube ვიდეოების ნახვას.
WatchTube-ის აპლიკაცია, რომელიც ექსკლუზიურად Apple Watch არის შექმნილი საშუალებას იძლევა უფასოდ უსმინოთ YouTube-ში არსებულ ყველა სიმღერას.
მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია App Store-ის მეშვეობით.
როგორ ჩამოტვირთოთ WatchTube Apple Watch-ზე
Apple Watch-ზე WatchTube-ის ჩამოტვირთვის ორი გზა არსებობს: Watch-ის ან iPhone-ის მეშვეობით. მოდით განვიხილოთ ორივე ვარიანტი:
1. Apple Watch შემხთხვევაში
1. გახსენით App Store.
2. მოძებნეთ Watchtube-ის აპლიკაცია.
3. ჩამოტვირთეთ მოწყობილობაში.
2. iPhone შემთხვევაში
1. ეწვიეთ ბმულს App Store-ში.
2. ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ აპლიკაცია.