რომელი Apple Watch შევიძინოთ 2023 წელს?

ეძებთ სრულყოფილ Apple Watch-ს თქვენი საჭიროებისთვის? ბევრი მოდელისა და ფუნქციის გამო ხშირად გვიჭირს არჩევანის გაკეთება. 

 

რომელია თქვენთვის სასურველი, ფიტნეს კამპანიონი, ფუნქციებით დატვირთული თუ ბიუჯეტური ვარიანტი. ეს ბლოგი დაგეხმარებათ იპოვნოთ თქვენს საჭიროებაზე მორგებული Apple Watch.

 

ამ ბლოგში განვიხილავთ ხელმისაწვდომ ვარიანტებს და მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება სანამ გადაწყვეტთ შეძენას. 

 

 

 

Apple Watch არის საუკეთესო მოწყობილობა iPhone-თან დასაწყვილებლად. 2022 წელს Apple-მა გამოუშვა სამი ახალი მოდელი: Apple Watch Ultra, Apple Watch Series 8 და Apple Watch SE 2. მათ სხვადასხვა და ძალიან საინტერესო ფუნქციები აქვთ, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტული ადამიანებისთვის,

 

 

პირველ რიგში, შეაფასეთ თქვენი საჭიროებები და შეუსაბამეთ ისინი Watch-ის ფუნქციებს. ყველა ახალ Apple Watch-ს აქვს უახლესი ფუნქციები, როგორიცაა მუდმივად ჩართული ეკრანი, დახვეწილი სენსორები, განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა და დამატებითი სპორტული ხელსაწყოები.

 

 

1. Apple Watch Ultra – საუკეთესოა სპორტისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის

 

Apple Watch Ultra არის საუკეთესო სპორტული საათი, რომელიც განკუთვნილია უხეში გამოყენებისთვის. თუ გსურთ ჩაერთოთ გარე აქტივობებში, ეს უდავოდ საუკეთესო არჩევანია. იგი შემოწმებულია  MIL-STD-810H სამხედრო სტანდარტით გამძლეობისთვის. თქვენ მიიღებთ ბრტყელ საფირონის კრისტალურ ეკრანს 49 მმ-იანი ზემოქმედებისადმი მდგრადი ტიტანის გარსით. ის გთავაზობთ უნიკალურ ფუნქციებს, როგორიცაა ორმაგი სიხშირის GPS სისტემა, სირენა, სიღრმის საზომი აპი, ღამის რეჟიმი და ა.შ.

 

 

ასევე, მოქმედების ღილაკი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ წვდომა სხვადასხვა კონფიგურირებად ფუნქციებზე. გარდა ამისა, სამი ჩაშენებული მიკროფონი უნიკალური ქარის შემცირების ალგორითმებით საშუალებას გაძლევთ უპრობლემოდ მიიღოთ სამუშაო ზარები. Apple Watch Ultra გთავაზობთ ელემენტის 60 საათიან ხანგრძლივობას.

 

 

2. Apple Watch Series 8 – ჯანმრთელობაზე ორიენტირებული

 

Apple Watch 8 ჯანმრთელობის კონტროლის კუთხით საუკეთესო არჩევანია. ის გთავაზობთ ტემპერატურის კონტროლს, ინფორმაციას ქალთა ჯანმრთელობის შესახებ, ავარიის გამოვლენასა და ძილის ფაზის მონიტორინგს, შენი ძილის უკეთ შესაცნობად. 

 

ამასთან ერთად მისი გლუვი და უწყვეტი, მუდმივად ჩართული Retina ეკრანი საათს კაშკაშას და ადვილად წასაკითხს ხდის, მაშინაც კი როცა მაჯა დაშვებულია.  დიდი ეკრანი ამარტივებს აკრეფას, ხოლო ვიწრო კიდეები სააათს უფრო ელეგანტურს ხდის. 

 

 

3. Apple Watch SE (მე-2 თაობა) – ხელმისაწვდომი

 

SE Watch არის Apple-ის საწყისი დონის მოდელი. ის რეკომენდირებულია მათთვის ვინც ეძებს ბიუჯეტურ ვარიანტს. Apple Watch SE მე-2 თაობას აქვს შედარებით პატარა ეკრანი და IP6X სერტიფიკატი, როგორც წინა ორ მოდელს.

 

ის აერთიანებს უახლეს S8 ჩიპს და ყველა საერთო WatchOS 9 მახასიათებელს, როგორიცაა დაბალი ენერგიის რეჟიმი, ძილის კონტროლი, უსაფრთხოების მახასიათებლები, და Crash Detection ფუნქცია.