Beats – გახლავთ წამყვანი აუდიო ბრენდი, რომელიც დაარსდა 2006 წელს დოქტორ დრე და ჯიმი ლოვინების მიერ და დღემდე დიდი პოპულარობით სარგელობს მომხმარებლებში. კომპანია აწარმოებს პრემიუმ სამომხმარებლო ბრენდის ყურსასმენებსა და დინამიკებს.
Beats Studio Wireless – უსადენო ყურსასმენი, პრემიუმ ხმითა და ხმაურის დახშობის ფუნქციით. მოწყობილობა მუდმივად აფიქსირებს და ბლოკავს გარედან შემოსულ ხმაურს. რეალურ დროში ინარჩუნებს სიცხადეს, დიაპაზონსა და ემოციებს, რათა უზრუნველყოს პრემიუმ მოსმენის გამოცდილება. იგი ავტომატურად რეაგირებს ინდივიდუალურ მორგებასა და მუსიკის დაკვრაზე. კომფორტი და ელემენტის ხანგრძლივობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, ამიტომ საშუალება გეძლევათ 22 საათი უწყვეტ რეჟიმში უსმინოთ სასურველ ჰიტებს.
10 წუთიანი დამუხტვა უზრუნველყოფს 3 საათიან მოსმენას. მრავალფუნქციური B ღილაკის მეშვეობით შეძლებთ მიიღოთ და განახორციელოთ ზარები, აკონტროლოთ ხმა და აუდიო დაკვრა. მას აქვს გაფართოებული ვენტილაცია, ეს მეტად ეხმარება ყურსასმენს ხმაურის გაუქმებაში. მოწყობილობა თავსებადია, როგორც Apple ასევე Android სისტემასთან. აქვს მიკრო USB პორტი.
Beats Solo Wireless – უსადენო ყურსასმენი დახვეწილი აკუსტიკით უზრუნველყოფს პრემიუმ დაკვრას, რაც მაქსიმალურად სუფთად გადმოსცემს მუსიკას. რეგულირებადი ყურის ბალშები უზრუნველყოფს კომფორტულ მოსმენას. Bluetooth-ის მეშვეობით მარტივად უკავშირდება Apple-სა და Android-ის მოწყობილობებს. ყურსასმენზე მოთავსეული B ღილაკით შეძლებთ აკონტროლოთ ხმა. აქვს 40 საათიანი მოსმენის დრო, ხოლო 5 წუთიანი დამუხტვა გაძლევთ საშუალებას უსმინოთ მუსიკას 3 საათის განმავლობაში.
PowerBeats Pro – უსადენო რეგულირებადი ყურსასმენი, რომელიც განკუთვნილია მოძრაობისთვის. მასთან ერთად მარტივად შეძლებთ გადაადგილებას. ადვილად უმკლავდება ოფლსაც და წყალსაც. ასევე აქვს ავტომატური დაკვრისა და დაპაუზების ფუნქცია. მარტივად უკავშირდება Apple H1 ჩიპს. გამოირჩევა ძლიერი დინამიკითა და ხმაურის დახშობის ფუნქციით. მოწყობილობას აქვს 9 საათამდე მოსმენის დრო, ხოლო 5 წუთიანი დამუხტვა საშუალებას გაძლევთ ჩართული გქონდეთ 1,5 საათის მანძილზე.
Beats Studio Buds – უკაბელო ყურსასმენი ხმაურის დახშობის ფუნქციით. მხარს უჭერს სივრცულ აუდიოს, რაც განკუთვნილია მუსიკის, ფილმებისა და თამაშებისთვის. მარტივი და მოსახერხებელი დიზაინით შექმნილი ყურსასმენი შეგიძლიათ თან წაიღოთ ყველგან. რბილი სილიკონის თავები მარტივად ერგება ყურს და ქმნის კომფორტის, სტაბილურობისა და თავდაჯერებულობის შერწყმას. მას აქვს აკუსტიკური დალუქვა, რაც განკუთვნილია კიდევ უფრო მკაფიო და ღრმა მოსმენისთვს. ხმაურის კონტროლი ბლოკავს არასასურველ ხმას, ხოლო გამჭირვალობის რეჟიმის ფუნქციით შეძლებთ გადაერთოთ გარემოში არსებულ ხმებზე.
იგი ერთი შეხებით წყვილდება Apple და Android მოწყობილობებთან და ადვილად უკავშირდება Bluetooth-ით. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გაააქტიურონ Siri მხოლოდ „Hey Siri“-ს წარმოთქმით. ასევე შესაძლებლობა გაქვთ მართოთ ზარები და აკონტროლოთ მუსიკა. ყურსასმენს აქვს 8 საათამდე მოსმენის დრო, ხოლო 5 წუთიანი სწრაფი დამუხტვა იძლევა 1 საათამდე დაკვრის შესაძლებლობას.