უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავის არიდების მიზნით, გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ აიტექნიკის მიერშემოთავაზებულ საგარანტიო პირობებს.

მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით iTechnics-ის ვებ გვერდზე განთავსებულ „უკან დაბრუნების პოლიტიკას“.

კანონისმიერი გარანტია

  • iTechnics-ში თქვენს მიერ შეძენილ ნივთზე მოქმედებს 02 (ორი) წლიანი კანონისმიერი გარანტია.
  • საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  – ,, მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ კანონში  ‘’ გაწერილი პირობების  გათვალისწინებას . გაყიდვის შემდგომი ნაკლიანი  მოწყობილობის უსასყიდლო შეკეთებას ან შეცვლას – სრული გარანტიის პერიოდში –  2 (ორი) წელი  , რაც მოიცავს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • შენიშვნა: 2 (ორი) წლიანი სრული გარანტიის პირობებში თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინაღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება.
  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
  • თუ ნივთის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ნივთს ნაკლი არ გააჩნია ან/და იგი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, კომპანიას არ ეკისრება არანაირი ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტირების) და ყველა დამატებით ხარჯს (ტრანსპორტირების და სხვა) გადაიხდის მომხმარებელი.
  • იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიერ შეძენილ პროდუქტს 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში აღმოაჩნდება ნაკლი მყიდველმა დაუყონებლივ უნდა წარმოადგინოს დაზიანებული ნივთი კომპანიის მთავარ სერვის ცენტრში მის: (. თბილისი ჭავჭავაძის 34 / პიქსელი / ბათუმი გორგილაძის 88 / ბათუმი მოლი,მესამე სართული);

კომერციული საგარანტიო პირობები

  • საგარანტიო მომსახურება ფარავს ოფიციალური ბრენდის მიერ დადგენილ პირობებს.
  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას/შეცვლას (ეს უკანასკნელი მაშინ, როდესაც ვერ ხდება წუნის აღმოფხვრა) საგარანტიო პერიოდში.
  • გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური/ქარხნული წუნით.
  • Apple-ის ოფიციალურ ტექნიკას (iPhone, iPad, MacBook, iMac) და ოფიციალურ აქსესუარებს (Apple Watch, Airpods) აქვს 2 (ორი) წლიანი გარანტია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გახლავართ Apple-ის ოფიციალური ავტორიზებული რისელერი საქართველოში,  პირველი 12 (თორმეტი) თვეზე მოხსენებულ პროდუქციას აქვს მწარმოებლის გარანტია, ხოლო მეორე 12 (თორმეტი) თვე უშუალოდ iTechnics-ის გარანტია.
  • შეძენიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში ტექნიკური წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მყიდველმა ნივთი და კომპანია აიტექნიკსის მიერ ბეჭდით დამოწმებული საგარანტიო ბარათი, უნდა წარადგინოს iTechnics – ის მთავარსერვის ცენტრში.
  • iTechnics გაძლევთ 1 წლიან გარანტიას ტექნიკაზე – MacBook, iPhone, iPad, iMac, Watch – რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ისარგებლებს 40%-მდე ფასდაკლებით iTechnics – ის მთავარ სერვის ცენტრში (აღნიშნული ეხება როდესაც არსებული დაზიანება/დეფექტი არ არის გამოწვეული ქარხნული წუნით და სახეზეა მომხმარებლის ბრალეულობა);
  • აიტექნიკის მიერ შექმნილი საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  – ,, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონში  ‘’ გაწერილი პირობების  გათვალისწინებას:  გაყიდვის შემდგომ ტექნიკური წუნის მქონე პროდუქტის წუნდებული ნაწილის უსასყიდლოდ შეკეთებას ან შეცვლას.
  • iTechnics-ის სერვის ცენტრში წარმოდგენილი ტექნიკა:
  • iPhone, iPad, MacBook, iMac,Watch – კომერციული საგარანტიო პირობებში შეძენიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში აღმოჩენილი ტექნიკური/ქარხნული წუნის შემთხვევაში, იცვლება ახლით (იცვლება მხოლოდ ტექნიკა და არა სრული კომპლექტაცია), დიაგნოსტირების შემდგომ 30 სამუშაო დღის ვადაში (უშაულოდ დიაგნოსტირება გულისხმობს 2-7 სამუშაო დღეს); ხოლო ამ 7 დღის გასვლის შემდეგ გარანტიის მოქმედების განმავლობაში იცვლება მხოლოდ წუნდებული დეტალი, დიაგნოსტირების შემდგომ 30 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ წუნდებული დეტალის შეცვლით ან სხვაგვარი შეკეთებით არ აღმოიფხვრა წუნი/დეფექტი ასეთ დროს მოხდება ტექნიკის ახლით ჩანაცვლება;
  • AirPods – მოქმედებს 24 (ოცდაოთხი) თვიანი კომერციული გარანტია და შეძენიდან 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში იცვლება მხოლოდ წუნდებული დეტალი, დიაგნოსტირების შემდგომ 30 სამუშაო დღის ვადაში;
  • Beats – მოქმედებს 12 (თორმეტი) თვიანი კომერციული გარანტია და შეძენიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში იცვლება მხოლოდ წუნდებული დეტალი, დიაგნოსტირების შემდგომ 30 სამუშაო დღის ვადაში;
  • Marshall – მოქმედებს 12 (თორმეტი) თვიანი კომერციული გარანტია და შეძენიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აღმოჩენილი ტექნიკური/ქარხნული წუნის შემთხვევაში, იცვლება ახლით (ტექნოლაინის დასკვნის საფუძველზე), დიაგნოსტირების შემდგომ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, თუ არ არის საჭირო მისი იმპორტირება;  ხოლო ამ 7 დღის გასვლის შემდეგ გარანტიის მოქმედების განმავლობაში იცვლება მხოლოდ წუნდებული დეტალი, დიაგნოსტირების შემდგომ 30 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ წუნდებული დეტალის შეცვლით ან სხვაგვარი შეკეთებით არ აღმოიფხვრა წუნი/დეფექტი ასეთ დროს მოხდება ტექნიკის ახლით ჩანაცვლება;
  • მოცემული პირობები ვრცელდება მხოლოდ კონკრეტულ ტექნიკაზე და არა კომპლექტაციაზე;
  • დიაგნოსტირებისთვის საჭიროა 2-7 სამუშაო დღე.
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა დაზიანებული ნაწილის შეკეთება, წუნდებული ტექნიკა – MacBook, iPhone, iPad, iMac, Marshall იცვლება ახლით დიაგნოსტიკიდან 30 დღის განმავლობაში. Marshall-ის შემთხვევაში, ნივთის ახლით ჩანაცვლება ხდება, ტექნოლაინის დასკვნის საფუძველზე;
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებად საგარანტიო ბარათზე აუცილებელია მითითებული იყოს შემდეგი ინფორმაცია: ტექნიკის დასახელება, სერიული/იმეი კოდი, მყიდველის ვინაობა, შეძენის თარიღი, გამყიდველი კომპანიის ბეჭედი, პასუხისმგებელი თანამშრომლის და მყიდველის ხელმოწერები. წინააღმდეგ შემთხვევაში ტექნიკაზე გარანტია არ ვრცელდება;
  • სერვის ცენტრი ვალდებულია შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა საგარანტიო ბარათში მითითებული პირობების შესაბამისად;
  • გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ქარხნული წუნით;

წუნდებული პროდუქციის ახლით ჩანაცვლება ხდება, თუ:

  • ნივთს გახსნისთანავე (ყიდვის მომენტში) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი (აუცილებელია ნივთის ვიზუალური დათვალიერება ყიდვის მომენტში კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით);
  • Apple-ის ტექნიკა შეძენიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი, მყიდველმა დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარადგინოს iTechnics-ს სერვისცენტრში. თუ სერვისცენტრი დასკვნით დაადასტურებს ქარხნულ დეფექტს, ნივთი  შეიცვლება ახლით კომპანიის მიერ დადგენილი წესით, კერძოდ – თუ პროდუქტის პირვანდელი სახე დაზიანებების გარეშეა შენარჩუნებული და აღნიშნულ ვადაში პროდუქტი წარმოდგენილია სრული კომპლექტაციითა და დაუზიანებელი ყუთით;
  • ნივთი ვერ შეკეთდა რეკომენდირებულ სერვის ცენტრში მიტანიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესით, კერძოდ – თუ ტექნიკა წარმოდგენილია სრული კომპლეტაციით (დაუზიანებელი ყუთით; აქსესუარებით და სხვ.) მომსახურე სერვის ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ტექნიკური დასკვნის საფუძველზე;

გარანტია არ ვრცელდება:

  • ოპერაციული სისტემის (IOS), პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დაზიანებაზე;
  • ტექნიკაზე რომელიც ფიზიკურად არის დაზიანებული, მაგალითად: გაკაწრული, გაბზარული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი,დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი, ასევე სითხით გამოწვეულ დაზიანებებზე, მათ შორის იმ შემთვევაში თუ მოდელის სპეციფიკაციაში მითითებულია დაზიანების საწიინააღმდეგო ფუნქციის არსებობა.
  • თუ მომხმარებელი ვერ წარმოადგენს საგარანტიო ბარათს ან მასზე მოცემული რომელიმე ინფორმაცია გადასწორებულია;
  • თუ დარღვეულია ექსპლოატაციის ან საგარანტიო პირობები, არ იკითხება IMEI ან სერიული ნომერი და ვერ ხდებაიდენტიფიცირება;
  • თუ დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის ბრალეულობით: ტექნიკაზე სითხის, ორთქლის, ქიმიური ნაერთების ან სხვა სახის უცხო სხეულების მოხვედრის, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის არასწორად გამოყენების შემთხვევაში;
  • ტექნიკაზე, რომელზეც ახსნილია ქარხნულად არსებული პლომბი, გახსნილია ან შეკეთებულია თვითნებურად სხვა სერვისცენტრის მიერ, ან შეინიშნება გარეგნული/შიდა დაზიანება რემონტის თუ სხვა სახის ჩარევის გამო;
  • თუ დაზიანება გამოწვეულია მაღალი ძაბვით/ელექტრო ენერგიის ჭარბი მიწოდებით;
  • ტექნიკაზე სითხის მოხვედრის შედეგად მიყენებულ დაზიანებაზე, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ მოდელის სპეციფიკაში მითითებულია დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქციის არსებობა (ტექნიკის შხეფგამძლეობა);
  • ტექნიკის ეკრანზე, თუ დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის მიერ;
  • ტექნიკის: USB კაბელზე, დამტენზე და ყურსასმენზე.
  • გასულია საგარანტიო პირობების მოქმედების ვადა;

სერვის ცენტრი უფლებას იტოვებს, უარი განაცხადოს საგარანტიო მომსახურების გაწევაზე ისეთ ნივთებზე რომლებიც დიაგნოსტირებისას აღმოჩნდება, რომ პროდუქტის დაზიანება/გაუმართაობა გამოწვეულია, შენახვის, ექსპლუატაციისან/და სხვა პირობების დარღვევით. აღნიშნული შენახვა-მოვლის ვადები/პირობები განსაზღვრულია პროდუქტის მწარმოებელი ორგანიზაციის საგარანტიო პირობებით. 

მომხმარებელი ვალდებულია:

  • გაეცნოს ტექნიკის საგარანტიო პირობებს და ექსპლოატაციის პირობებს. ადგილზე შეამოწმოს ტექნიკა და მისი აქსესუარები, როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციონალურად;
  • ნივთის ნაკლის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართოს სერვის-ცენტრს და არ გააგრძელოს ნაკლის მქონე ნივთის ექსპლუატაცია;
  • iPhone-ის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია სერვის ცენტრში ტექნიკის დატოვებისას გათიშოს Find My iPhone – ის ფუნქცია;
  • თუ მომხმარებელი უარს ამბობს ტექნიკის შეფუთვის გახსნაზე და ტექნიკის ვიზუალურ დათვალიერებაზე, ამ შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას ტექნიკის ვიზუალურ მდგომარეობაზე.
  • გამოიყენოს მხოლოდ ორიგინალი აქსესუარები (დამტენი, USB კაბელი და ა.შ);
  • გამოიყენოს ელექტრო გაყვანილობა, რომელიც შეესაბამება საყოველთაო სტანდარტებს;
  • ტექნიკური წუნის შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი ტექნიკა კომპანიის მთავარ სერვის ცენტრებში. (თბილისი, ჭავჭავაძის #34 ს/ც პიქსელი, ბათუმი, გორგილაძის 88 ს/ც ბათუმი მოლი)

მომხმარებელს უფლება აქვს :

  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი – ,, მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ კანონში  ‘’ გაწერილი პირობების  გათვალისწინებას;
  • თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან;
  • პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიას 2 (ორი) წლის განმავლობაში მიმართოს ნაკლის გამოსწორების, დაბრუნების, ან გაცვლის მოთხოვნით;
  • მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
  • ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • კომპანიას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

მტკიცების ტვირთი 

  • 2 (ორი) წლიანი სრული გარანტიის პირობებში თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლისმფლობელობაშიმიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება.
  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
  • თუ ნივთის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ნივთს ნაკლი არ გააჩნია ან/და იგი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, კომპანიას არ ეკისრება არანაირი ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტირების) და ყველა დამატებით ხარჯს (ტრანსპორტირების და სხვა) გადაიხდის მომხმარებელი.

ქარხნული წუნის დადგენასა და დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური და სერვის ცენტრი საქართველოში. 

iTechnics უფლებას იტოვებს, უარი განაცხადოს შესაკეთებელ ნივთზე, საგარანტიო მომსახურების გაწევაზე, თუ კი – შემოწმებისა და დიაგნოსტირების პროცესში გამოვლინდება, რომ ნივთის გაუმართაობა გამოწვეულია ექსპლუატაციის, შენახვის ან სხვა იმ პირობების დარღვევით, რაც  განსაზღვრულია ნივთის მწარმოებელი ან სავაჭრო ორგანიზაციის  საგარანტიო  პირობებით. ასეთ შემთხვევაში კომპანიას არ ეკისრება არანაირი ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტირების) დაყველა დამატებით ხარჯს (ტრანსპორტირების და სხვა) გადაიხდის მომხმარებელი.

მიუხედავად ზემოთქმულისა გაცნობებთ, რომ მოცემული საგარანტიო პირობები არ ზღუდავს მომხმარებელს, რომ ისარგებლოს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით.

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

  • მომხმარებლის მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ ნივთის  გადმოცემასთან ერთად მათზე გადადის მისი შემთხვევით დაღუპვის (განადგურების),  გაფუჭების ან დაზიანების რისკი იმ შემთხვევაშიც თუ, მასმომხმარებლისდავალებით გადამზიდავი აგზავნის. ხსენებული რისკები მომხმარებელზე გადავა  ნივთის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან.
  • მომხმარებელმა უნდა დაიცვას ნივთის მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად სხვა შემთხვევაში კომპანიას საგარანტიო ვალდებულებები არ გააჩნია.
  • საგარანტიო პირობები და წესები შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ზღუდავს აღნიშნულიკანონმდებლობითგარანტირებულ მომხმარებლის არცერთ უფლებას.
  • მომხმარებელი ვალდებულია Apple-ის ტექნიკა გააქტიუროს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში Apple-ის სპეციალური სანქციებიდან გამომდინარე დაეკისრება სრული პასუხისმგებლობა კომპანია iTechnics-ის მიმართ მიყენებული ზიანის გამო.

საგარანტიო მომსახურების მისაღებად მიმართეთ აიტექნიკსის მთავარ სერვისცენტრს:


– ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 34 ს/ც პიქსელი;
– ქ. ბათუმი, გორგილაძის 88 ს/ც ბათუმი მოლი, ll  სართული
Marshall-ის შემთხვევაში – ქ. თბილისი, ცინცაძის ქუჩა N26, ტექნოლაინი და ქ. ბათუმი, გორგილაძის 88 ს/ც ბათუმი მოლი, ll  სართული 

ყველა სხვა დანარჩენი საკითხი, რომელიც შეიძლება თქვენთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ რათა მოვახდინოთ სწრაფი/ეფექტური მომსახურება.

ინფორმაცია მოვაჭრის შესახებ:

შპს „აიტექნიკი“ ს/ნ 404900531

ტელ: 2 14 90 90

ელ-ფოსტა: info@itechnics.ge

ჩვენი მისამართებია:

თბილისი:
ქავთარაძის N1 ს/ც სითი მოლი, მე-2 სართული
პეკინის N13
ჭავჭავაძის N34 ს/ც პიქსელი, 1-ლი სართული
ჭავჭავაძის #37, ს/ც Axis Towers



ბათუმი:
გორგილაძის N88, ბათუმი მოლი, მე-2 სართული

ხიმშიაშვილის N29, გრანდ მოლი, მე-3 სართული


ქუთაისი:
შარტავას ქ. N2, ს/ც West Point

პროდუქტი დამატებულია თქვენს კალათაში