შეცვალე ძველი ახლით
Trade in, იგივე „შეცვალე ძველი ახლით“, რომელიც არის iTechnics-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი, გაძლევთ შესაძლებლობას ჩაანაცვლოთ თქვენი ძველი ტექნიკა ახლით.
1. მოგაქვთ ძველი ტექნიკა
წარმოადგინეთ თქვენი ძველი ტექნიკა iTechnics-ის მთავარ სერვისცენტრში, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის 34 -ში, პიქსელის შენობაში. სასურველია თან იქონიოთ ტექნიკის ყუთი.
2. ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი
ტექნიკის დატოვების დროს ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც დეტალურად მიეთითება ტექნიკის ვიზუალური და ტექნიკური მდგომარეობა, პირველადი დათვალიერების შედეგად.
3. ტარდება ტექნიკის დიაგნოსტიკა
ტექნიკას უტარდება დეტალური დიაგნოსტიკა iTechnics-ის სერთიფიცირებული ტექნიკური ექსპერტების მიერ. დიაგნოსტირების ვადები დამოკიდებულია ტელეფონის მდგომარეობაზე, საშუალოდ 1 სათიდან 24 საათამდე.
4. გადმოგეცემათ ვაუჩერი
ტექნიკის დიაგნოსტირების შემდეგ დგინდება მისი ღირებულება და გადმოგეცემათ შესაბამისი ვაუჩერი, რომელსაც გაანაღდებთ თქვენთვის სასურველ პროდუქციასა თუ მომსახურებაზე.