შეცვალე ძველი ახლით

iCard

გაზიარება

iTechnics-თვის მომხმარებელი და მათი კმაყოფილება ყოველთვის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ მათთვის შეიქმნა iCard, ლოიალობის პროგრამა, რომელიც ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალურ ფასდაკლებებს, საყვარელ Apple-ის პროდუქტებსა და აქსესუარებზე.

 

ლოიალობის პროგრამაში გასაწევრიანებლად საჭიროა მომხმარებელი დარეგისტრირდეს საწევრო ბაზაზე iTechnics-ის ნებისმიერ ფილიალში. ბარათის აღებისთანავე შესაძლებელია ქულების დაგროვება და შემდგომში ექსკლუზიური შეთავაზებების მიღება.

 

iCard-ის პროგრამის წევრები ასევე მთელი წლის განმავლობაში ინფორმირებულნი არიან ნებისმიერი ფასდაკლების შესახებ, მათ აქვთ წვდომა სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენზე, სადაც დატანილია ინფორმაცია ახალი პროდუქტების და სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ. მომხმარებელთან გრძელვადიანი, კომფორტული და ნდობით სავსე ურთიერთობის შენება iTechnics-ის მთავარი გამოწვევაა, მომხმარებელზე ორიენტირებულობის გზას, წლების განმავლობაში ღირსეულად მიჰყვება.