შეცვალე ახალ წელს ძველი – ახლით

“Ახლა ვერ და Მომავალ წელს ახალ სმარტფონს ვიყიდი”

“იანვრიდან ჩემს ჰობს მეტ დროს დავუთმობ”

“Მომავალ წელს ყველაფერი იმაზე უკეთ უნდა იყოს, ვიდრე არის”

 

 …

 

გეცნობა?

არავინ იცის, რატომ, მაგრამ ახალი წლის დადგომას ისე აღვიქვამთ, თითქოს ძველსა და ახალ წელს შორის რაიმე ფიზიკური ზღურბლი არსებობდეს, რომლის გადალახვის შემდეგაც ყველაფერი ახლებურად განვითარდება და რაც ყველაზე მთავარია – უკეთესად; გვინდა, დავისახოთ ახალი მიზნები, შევიძინოთ სასურველი ნივთები ან სულაც წავიდეთ სამოგზაუროდ. 

 

თუ უკეთესი წელი ჩაიფიქრე და გინდა, საქმეებს ახლებურად, მეტი ძალებითა და რესურსით შეეჭიდო, ტექნიკის განახლების საუკეთესო დროა, რადგან გარდა საახალწლო შეთავაზებებისა, iTechnics-ში Trade in პროგრამაც მოქმედებს. 

 

Trade in შესაძლებლობას გაძლევს, ახალ წელს სასურველი მოყწობილობით შეხვდე, თან ისე, რომ არც ძველის უფუნქციოდ დატოვება მოგიწიოს. ფაქტობრივად,  ეს ორმაგად მომგებიანი გადაწყვეტილებაა – გაუფრთხილდე ძველ რესურსს და ნაკლები დახარჯო ახლის შესაძენად.

 

iTechnics-ში Trade in მარტივი პროცესია – Მოგვიტანე Apple-ის ძველი მოწყობილობები (iPhone, MacBook, iPad, Apple Watch) ფილიალებში, სადაც ჩვენი ტექნიკური ექსპერტები მათ მდგომარეობას შეგიფასებენ და ახალი ტექნიკის შეძენისას თანხის დაზოგვას შეძლებ.

 

 

თუ შენც ერთ-ერთი ხარ მათ შორის, ვისაც ძველი მიზნების 31 დეკემბრამდე მიღწევა ეჩქარება ხოლმე, ახლა იდეალური დროა ახალი ტექნიკის შეძენა 2024 წლის წარმოსახვით ზღურბლზე გადასვლამდე მოასწრო.

 

ისარგებლე Trade in-ით, შეცვალე ძველი ახლით და აჩუქე საკუთარ თავს ახალი შესაძლებლობა.

 

ხანდახან სურვილების ასრულება რთული ჩანს, მაგრამ, ზოგჯერ, მათგან მარტივი გადაწყვეტილებების მიღება გვაშორებს.

 

iTechnics – უკეთესი ახალი წლისთვის!