“Storage Full” – ეს შეტყოინება ალბათ ბევრ თქვენთაგანს მისვლია ტელეფონზე, რაც მიუთითებს რომ მეხსიერება გადავსებულია და საჭიროებს გაწმენდას. ეს მომენტი განსაკუთრებით მაშინ არის უსიამოვნო როდესაც ფოტოს ან ვიდეოს გადაღება გვსურს.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ ძალიან საჭირო აპლიკაციას რომელიც დაგეხმარებათ მარტივად გაათავისუფლოთ iPhone ზედმეტი სურათებისა და კონტაქტებისგან.
1. Smart Cleaner
ეს აპლიკაცია მარტივი და ეფექტური გზით გეხმარებათ iPhone-ზე ფოტოებისა და კონტაქტების გასუფთავებაში. მას აქვს ავტომატური და ხელით გაწმენდის ფუნქცია.
ავტომატური გაწმენდა სწრაფად ათავისუფლებს ერთნაირ სურათებს, ხოლო ხელით გაწმენდის შემთხვევაში შეგეძლებათ აკონტროლთ თუ რისი წაშლა გსურთ.
აპლიკაცია ტელეფონის მეხსიერების შესაბამისად გთავაზობთ წასაშლელ ვარიანტებს.
მისი საშუალებით შეძლებთ ფარულად შეინახოთ სასურველი კონტაქტი და სურათები რომელიც არ გსურთ იყოს ხილული.
2. Boost Cleaner
კიდევ ერთი შესანიშნავი აპლიკაცია, რომელიც ავტომატურად და სწრაფად ასუფთავებს ტელეფონს ზედმეტი ფოტოსა და ვიდეოსაგან. ხოლო ხელით გაწმენდის დროს გიჩვენებთ წასაშლელ ვარიანტებს.
აპლიკაციას აქვს დახარისხების ფუნქცია რომელიც გამოყოფს ერთნაირ ფოტოს და დიდ ვიდეოებს, რომელსაც თვლს რომ დიდ ადგილს იკავებს. ეს კი თქვენს ყოველდღიურობას მეტ კომფორტს მატებს, ასევე გაწვდით ინფორმაციას დარჩენილი მეხსიერების შესახებ.
3. Slidebox Photo Manager
ეს არის მინიმალისტური აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ ფოტოების მართვისა და ორგანიზებაში. ის გიჩვენებთ ყველა თქვენს დაუხარისხებელ ფოტოს და შეგიძლიათ აირჩიოთ ალბომის სახელი, რომელშიც გსურთ მათი განთავსება.
ეს აპი იქნება მისასალმებელი შვება და დაგეხმარებათ თქვენი ფოტოების ყველაზე მარტივად ორგანიზებაში.
4. Geminini Photos: Gallery Cleaner
სუპერ ჭკვიანი გამწმენდი აპლიკაცია, რომელიც გთავაზობთ, სურათების საუკეთესო ვარიანტებს. მას შეუძლია აღმოაჩინოს ფოტოები კარგი ფოკუსით, სახეები, ღიმილი, დახუჭული თვალები და ა.შ. ასევე გეხმარებათ სქრინშოთებს მართვაში.
მას აქვს დამატებითი ფუნქცია რომელიც ხელს უშლის მასალის დაგროვებას და შეტყობინების სახით გაწვდით ინფორმაციას.