Apple-სთვის ინოვაცია, ხარისხი და გამოყენების სიმარტივე ათეული წლებია, რაც მთავარ ამოცანად და მოტივაციად იქცა.
უნდა ვაღიაროთ, რომ მან ნამდვილი ტექნოლოგიური რევოლუცია მოახდინა და ციფრულ სამყაროში, ადამიანის შესაძლებლობებს წარმოუდგენლად დიდი გასაქანი მისცა. ყოველი ახალი პროდუქტის მიზანია, ჩვენი სწავლის/მუშაობის პროცესი უფრო და უფრო კომფორტული გახადოს და ნაკლები რესურსის დანახარჯით ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება შევძლოთ.
Apple გზიდან არ უხვევს – ტექნიკა თავად უნდა მოგვერგოს ჩვენ და არა პირიქით.
ერთდროულად ყველგან
დავიწყოთ პროექტი iPad-ში, დავასრულოთ MacBook-ში და დავარედაქტიროთ iPhone-ში. ალბათ, არავის გაგაკვირვებთ, რომ Apple-ის ეკოსისტემა დასაწყისშივე იმსახურებს აღნიშვნას. ის უზრუნველჰყოფს უწყვეტ ინტეგრაციას Apple-ის მოწყობილობებს შორის, რაც საშუალებას გვაძლევს უპრობლემოდ დავუკავშირდეთ MacBook-ს, iPad-ს, iPhone-ს და ა.შ. და ამასთანავე, ერთდროულად გვჰქონდეს წვდომა ჩვენს iCloud-ზე. უწყვეტი კავშირის განცდა ზოგავს დროსა და ენერგიას, რაც ფიზიკური, გონებრივი და ემოციური კომფორტის ხარისხზე ახდენს გავლენას. Შეგვიძლია აღარ ვიღელვოთ ტექნიკურ დეტალებზე და ვფოკუსირდეთ რეალურად მნიშვნელოვან ამოცანებზე.
კომფორტული Interface
როცა მოწყობილობას ვრთავთ, Interface-ის სიმარტივე და მინიმალიზმი მაშინვე შესამჩნევია. თითქოს, ყველაფერს ინტუიციურად ვაკეთებთ. მაგალითად, როცა ღილაკს ვხედავთ, ზუსტად ვიცით, რა მოქმედებას შეასრულებს და არ გვაქვს მოლოდინი, რომ დაგვაბნევს ან დროს დაგვაკარგვინებს. Ჩვენ უბრალოდ ვხვდებით, რა, როგორ მუშაობს, ეს კი Apple-ს ხელმისაწვდომს ხდის ყველა ასაკისა და ტექნიკური განათლების მქონე მომხმარებლისთვის. Შეგვიძლია Interface ჩვენს სურვილებზე მორგებული გავხადოთ, რათა ნებისმიერი სასწავლო, სამუშაო თუ გასართობი აქტივობა შემოქმედებითი და შთამაგონებელი იყოს.
თვითგამოხატვა ახლა ყველაზე მარტივია
შემოქმედებითი უნარების გამოსახატად, აქამდე ყველას საკუთარი საშუალება გვქონდა ნაპოვნი, თუმცა Apple-ის პროდუქტებმა ყველას გზა ერთმანეთთან გადაკვეთა. თითქოს, ახლა ბევრად მეტი შესაძლებლობა მოგვეცა საკუთარი თავი გამოვცადოთ და აღმოვაჩინოთ ინტერესები, რომელთა მიზნად ფორმირებისა და მიღწევის საშუალებას ციფრულ სამყაროში iPad-ის, MacBook-ის, iMac-ისა და iPhone-ის შესაძლებლობები გვთავაზობს.
Apple-ის საავტორო აპლიკაციების საშუალებით, სკოლის მოსაწავლეებს, სტუდენტებსა თუ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს შესაძლებლობა გვეძლევა შემოქმედებითი აზროვნების საზღვრებს გავსცდეთ, განვივითაროთ კრიტიკული აზროვნების უნარი; შევქმნათ სხვადასხვა სახის ხარისხიანი ციფრული პროდუქტი, იქნება ეს ფოტო/ვიდეო თუ გრაფიკული ნამუშევარი. Apple-მა Apple Pencil–თაც კი მოახერხა, რომლის iPad-თან კომბინაციით, პატარა თუ დიდ ხელოვანებს საშულება ეძლევათ შექმნან ციფრული ხელოვნების ნიმუშები.
Apple-ის იდეა, რომ ყველას შეუძლია რაიმე ისწავლოს და შექმნას, რეალურია.
Ძლიერი. პორტატული. Პოტენციალით სავსე.
Apple-ს შეუძლია ყველა ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს შესთავაზოს მარტივად გამოსაყენებელი ტექნიკა, რომელიც ყველა სხვა სიახლესთან ერთად, გამძლეა ყოველდღიური გამოყენებისთის. iPad-ისა და MacBook-ის განსაცვიფრებელი სიმსუბუქის გამო, მისი ტარება ყველგან მარტივია და შეგვიძლია ნებისმიერი ადგილიდან ვისწავლოთ/ვიმუშავოთ. Სწრაფი Performance კი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა განსაკუთრებით, დიდ პროექტებზე მუშაობისას, სამუდამოდ გვავიწყებს სხვა მოწყობილობებს, რომლებიც აქამდე გამოგვიყენებია.
Apple-ის პროდუქტები თავსებადია, როგორც Microsoft Office-ის, ასევე Google -ის პროგრამებთან; ელემენტები კი, ჭკვიანურად ერგება ჩვენს ყოველდღიურ რუტინას და მთელი დღის მანძილზე ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, ზოგი მოწყობილობის შემთხვევაში კი, 20 საათამდე.
Საჭირო აპლიკაციები და უფრო მეტი
App Store გვთავაზობს აპლიკაციების ერთგვარ დიდ საცავს, იქნება ეს საგანმანათლებლო ტიპის, ინტერაქციული სასწავლო ხელსაწყოები თუ Პიროვნული, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი პროგრამები, რომლებიც არა მხოლოდ კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად გვჭირდება, არამედ ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში გვეხმარება. ამ დიდ საცავში, ყველა პროფესიის, ინტერესისა თუ ასაკის ადამიანისთვის მოიძებნება საჭირო აპლიკაცია, მათ შორის, მასწავლებლებისთვის, რომლებსაც Apple Classroom-ის საშუალებით, შესაძლებლობა აქვთ ონლაინ ჩაატარონ გაკვეთილი.
გამოსახულების შეუდარებელი ხარისხი
Apple-ის პროდუქტებში (iPhone, iPad, MacBook და iMac) გამოყენებულია Retina Display, რომელიც შექმნილია ბუნებრივი ფერების აღსაქმებლად, უმაღლეს ხარისხსში. ის, ასევე, ამცირებს თვალის დაძაბვას. ფერების ზუსტად აღქმა, რომელიც ასე ძალიან მნიშვნელოვანია ციფრულ მარკეტინგში, მაგალითად, დიზაინერებისთვის, iPad-ს, MacBook-ს და iMac-ს უკონკურენტო პროდუქტად აქცევს.
კონფიდენციალურობა კომპრომისების გარეშე
მიუხედავად იმისა, რომ არცერთ სისტემას არ შეუძლია აბსოლუტური კონფიდენციალურობის გარანტიის გაცემა, Apple-ის პრაქტიკა მიზნად ისახავს მონაცემთა გასაჯაროების რისკის მინიმუმამდე შემცირებას.
- Apple-მა შექმნა End-to-End დაშიფვრა, რისი საშუალებითაც მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს შეუძლია ჰქონდეს წვდომა შეტყობინებების შინაარსზე და კომპანიასაც კი არა აქვს შენახული ეს მონაცემები.;
- აგროვებს და იყენებს რაც შეიძლება ნაკლებ პერსონალურ მონაცემს;
- ვიყენებთ ორფაქტორიან ავტორიზაციას, რომელიც ჩვენს მოწყობილობას არაავტორიზებული წვდომისა და დარღვევებისგან იცავს;
- Face & Touch ID შექმნილია განბლოკვისა და აპლიკაციებზე წვდომის მოსაპოვებლად. Apple App Tracking Transparency-ის საშუალებით კი, ვაკონტროლებთ რომელი აპლიკაცია ადევნებს თვალყურს ჩვენს აქტივობას სხვა აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე.
- App Store-ზე, კონფიდენციალურობის ეტიკეტის მიხედვით, დეველოპერები ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ მონაცემების ტიპები და მათი გამოყენების პირობები. ეს საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ინფორმაცია ჩამოტვირთვის უსაფრთხოებაზე.
პროდუქტიულობა
Apple-ის პროდუქტები ითვალისწინებს სხვადასხვა სასწავლო საჭიროებებს და გარდა ამისა, უზრუნველჰყოფს ინკლუზიური განათლების გარემოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებისთვის. Ჩვენი საქმეების დაორგანიზება მარტივია, როცა არსებობს Calendar, Notes და Reminders, რომელიც გვეხმარება დავალებების, განრიგისა და ამოცანების ეფექტურად მართვაში. iWork კომპლექტი (Pages, Numbers, Keynote) მოსწავლეებსა და სტუდენტებს სთავაზობს დოკუმენტების, ცხრილებისა და პრეზენტაციების შესაქმნელად მძლავრ ინსტრუმენტებს, რაც ხელს უწყობს აკადემიური უნარების განვითარებას და პროექტებზე ერთდროულად მუშაობას, მაშინაც კი, როცა სხვადასხვა ადგილას იმყოფებიან.
და დიზანი, რომელსაც ამ სიაში ელოდით
Apple დიზაინს, ნებისმიერი ახალი პროდუქტის შექმნისას ამოსავალ წერტილად მიიჩნევს. ტელეფონის ფორმიდან, ღილაკების დიზაინამდე, ფერებამდე და შრიფტებამდე, ის იყენებს სუფთა და მარტივ ხაზებს. Apple-ის დიზაინის განსაკუთრებულობა მხოლოდ მიმზიდველი, დახვეწილი და მინიმალისტური ვიზუალი არ არის, არამედ ყველა დეტალი გასაოცარი გათვლებით, სიზუსტითა და ტექნოლოგიური არტისტიზმით შეიქმნა. თითოეული პროდუქტი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია დაწყებული ერგონომიული კონტურებით, რაც მაგალითად, iPhone-ს ძალიან მოსახერხებელს ხდის ხელში დასაჭერად, ზედმიწევნით დაკალიბრებულ Display-მდე, რომლის უმცირესი დეტალიც კი ანათებს.
ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ როცა ტექნოლოგია მომავლის შორს დანახვის მცდელობებით იქმნება, გარდაიქმნება ისეთი მაღალი ხარისხის უკონკურენტო ნამუშევრად, რომელიც შთაგვაგონებს ვეძებოთ, შევქმნათ და გვჯეროდეს დაუჯერებლის.
“ Let’s move the world forward” – Apple
თუ მაინც შეხვედრილხართ, ერთ ისეთ ადამიანს, ვინც იტყვის, რომ Apple-ის დიზაინი, ინტერფეისი არ მოსწონს ან რთულია გამოსაყენებლად, მას უბრალოდ, ჯერ კარგად არ გამოუცდია საკუთარ თავზე რა კომფორტის შექმნა შეუძლია ყველა იმ უპირატესობას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
ახალი სასწავლო/სამუშაო წელი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ახალი ენერგიით, ხედვებითა და მიზნებით შეუდგე საქმიანობას.
გაიმარტივე ყოველდღიურობა Apple-ის ჭკვიან პროდუქტებთან ერთად და მოარგე ტექნოლოგია შენს სურვილებს.