სმარტ ცხოვრების ახალი ერა: ECOVACS IFA 2025-ზე წარადგენს DEEBOT X11-ს PowerBoost ტექნოლოგიით

ECOVACS IFA 2025-ზე წარმოადგენს ახალ რობოტ მტვერსასრუტს – DEEBOT X11-ს, რომელიც მუდმივი მუშაობის ახალ ეპოქას იწყებს და ახალ სიტყვას ამბობს ტექნოლოგიური–ინოვაციების–სამყაროში.

2025 წლის 4 სექტემბერს ბერლინში IFA-ზე ECOVACS-მა – გლობალურმა ლიდერმა მომსახურე რობოტიკაში, წარადგინა უახლესი ინოვაციები, რითაც საფუძველი ჩაუყარა ჭკვიანი–ცხოვრების–ახალ–ეპოქას.
დევიდ ჩენგ ჩიანი, ECOVACS Group-ის ვიცე-თავმჯდომარემ და ECOVACS ROBOTICS-ის გენერალურმა დირექტორმა, აუდიტორიას გააცნო კომპანიის უახლესი მიღწევების შესახებ.

მთავარი აქცენტი გაკეთდა DEEBOT X11-ზე — მსოფლიოში პირველ რობოტ მტვერსასრუტზე, რომელიც აღჭურვილია PowerBoost ტექნოლოგიით , რაც გულისხმობს მუდმივი მუშაობის უწყვეტობას. ამასთან ერთად, კომპანიამ გააფართოვა თავისი პორტფელი და წარადგინა ახალი კატეგორია –აუზის საწმენდი რობოტი ULTRAMARINE, რითიც კიდევ უფრო ამტკიცებს მის ლიდერობას მრავალკატეგორიულ სახლის რობოტიკის სექტორში. აუზის საწმენდი რობოტი, რომელიც აღჭურვილია ძლიერი ძრავით, მრავალფეროვანი წმენდის რეჟიმებითა და ECOVACS-ის მოწინავე ნავიგაციის ალგორითმებით.

დევიდ ჩენგ ჩიანი აღნიშნავს, რომ ECOVACS აქტიურად განაგრძობს ისეთი ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შექმნას, რომლებიც მიმართულია ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისა და გამარტივებისკენ. მათი ყოველი ინოვაცია ეფუძნება მომხმარებლის–ნამდვილ–საჭიროებებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ მომავლის სახლი უნდა იყოს „ჭკვიანი“ და ტექნოლოგია კი – „უხილავი“. ჩვენ ვაგრძელებთ ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას, რადგან მხოლოდ ECOVACS-ს შეუძლია მომხმარებლისთვის შექმნას საჭიროებებზე დაფუძნებული,–რეალური–და–მდგრადი–ღირებულებები.“

DEEBOTX11PowerBoost-ის–ახალი–ერა

IFA 2025-ზე ECOVACS-მა წარადგინა DEEBOT X11, პირველი რობოტი მტვერსასრუტი PowerBoost ტექნოლოგიით, რომელიც ისტორიაში ყველაზე ძლიერ დასუფთავების შესაძლებლობებს–იძლევა.

PowerBoost ტექნოლოგია რადიკალურად ცვლის რობოტების ენერგიის მენეჯმენტს: ნაწილობრივი დატენვისა და ჭკვიანი ენერგიის განაწილების მეშვეობით, ის 3 წუთში აღადგენს 6%-იან დამუხტვას დასუფთავების პაუზების დროს. შედეგად, შესაძლებელია უწყვეტი მუშაობა 1,000 მ2-მდე ფართობის ერთდროულად გასაწმენდად. ეს ინოვაცია არღვევს ტრადიციულ ფორმულას – „მუშაობის დრო = ბატარეის ტევადობა“ და გზას უხსნის მუდმივი მუშაობის ახალ ეპოქას.

გაუმჯობესებული OZMO ROLLER 2.0 TruEdge 3.0-თან ერთად კიდევ უფრო ზრდის სიზუსტესა და წმენდის ძალას. მაღალი სიმკვრივის ნეილონის როლიკიანი mop-ი, 3,800Pa წნევითა და 200 rpm ბრუნვით, მარტივად უმკლავდება ძლიერ ლაქებსაც კი, ზედაპირს ტოვებს სუფთას, ხაზებისა და ჭუჭყიანი წყლის კვალი გარეშე. TruEdge 3.0-ს გაფართოებული სენსორები უზრუნველყოფს კიდეების სრულად გაწმენდას. OZMO ROLLER ტექნოლოგია, რომელიც პირველად DEEBOT X8-ზე გამოჩნდა, უკვე 1.53 მილიონზე მეტ ერთეულში გაიყიდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა – OmniCyclone Station, „ მტვრის შემგროვებელი სისტემა“ მტვრის ტომრის გარეშე. ის წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ერთჯერად მტვრის ტომარას ცვლის, რაც მომხმარებლის ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს და ყოველდღიურ–დასუფთავებას–უფრო–მარტივს–ხდის.

DEEBOT X11 ასევე აღჭურვილია AGENT YIKO-ს სისტემით, . რომელიც არა მხოლოდ რეაგირებს ბრძანებებზე, არამედ წინასწარ ამუშავებს მონაცემებს, რომ შეადგინოს გეგმა, სახლის–სრულად,–დამოუკიდებლად–დასასუფთავებლად.

ინოვაციებისა და სცენარების გაფართოება

DEEBOT უკვე 10 წელია ლიდერობს ჩინეთის ბაზარზე. ის ასევე შეუერთდა Matter ეკოსისტემას და მიიღო „Diamond“ დონის IoT უსაფრთხოების სერტიფიკატი. კომპანიამ ასევე დაიწყო სტრატეგიული თანამშრომლობა BSH-სთან, რათა შეიქმნას მსოფლიოში პირველი ჩაშენებული მტვერსასრუტი და საწმენდი რობოტი.

გარდა ამისა, კომპანია გეგმავს გაფართოვებას WINBOT-ის (ფანჯრის დამლაგებელი რობოტი) და GOAT-ის (რობოტი ბალახის სათიბი) ნაწილშიც. აღსანიშნია, რომ 2024 წელს WINBOT-ის გაყიდვებმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო GOAT-ის საერთაშორისო–გაყიდვები–271.7%-ით–გაიზარდა.