Apple სასკოლო განათლებაში

29.09.2020

გაზიარება

Apple სასკოლო განათლებაში წარმოადგენს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს, რომლის მიზანიც სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სწავლება ხდება უფრო ინტერაქტიული, საინტერესო და პროდუქტიული.

Apple-ისა და iTechnics-ის პარტნიორობით აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოში ჩამოვიდნენ Apple-ის ტრენერები, რომლებმაც ტექნოპარკში Apple-ისა და iTechnics-ის პარტნიორობით საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლეს. პრეზენტაციაზე, რომელსაც წამყვანი კერძო სკოლების დირექტორები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ, ახალ ტექნოლოგიებსა და  განათლების სფეროში მათს გამოყენებაზე ისაუბრეს.

აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა ამერიკასა და დასავლურ ქვეყნებში. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობთ მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიებს ფეხი ავუწყოთ და მოსწავლეებს თანამედროვე განათლების მიღების საშუალება მიეცეთ.

პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. Apple-ის ოფიციალურმა ტრენერებმა ქართული საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, თეორიული ცოდნის გაზიარების პარალელურად, პრაქტიკული ნაწილის განხილვასაც დაეთმო დრო.

აღსანიშნავია, რომ Apple-ის ოფიციალურმა ტრენერებმა პირველად ჩაატარეს პრეზენტაცია საქართველოში ფართო აუდიტორიისთვის.

პრეზენტაციის შემდეგ სკოლების უმეტესობამ გამოთქვა სურვილი, აღნიშნული პროექტი მათს სასწავლო დაწესებულებებში დაინერგოს. iTechnics, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ყველა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოს ჩატარებას, პროდუქციის მიწოდებასა და სისტემის დანერგვას აღნიშულ სკოლებში.