MacBook-ის 6 აუცილებელი აქსესუარი სრულყოფილებისთვის

24.10.2023

გაზიარება

 

MacBook საშუალებას გვაძლევს დამატებითი აქსესუარების გარეშეც შეუფერხებლად ვიმუშავოთ, მაგრამ რატომ უნდა ვთქვათ უარი სრულყოფილი გამოცდილების მიღებაზე, როცა ამის საშუალება არსებობს?

 

გიზიარებთ MacBook-ის 6 მთავარ აქსესუარს, რომელიც სამუშაო თუ განტვირთვის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. 



Magic Mouse - უსასრულობაში მოძრაობა

 

არ გვგონია, რომ ვინმეს MacBook-ის შესაძლებლობების უსასრულობაზე განსხვავებული აზრი ჰქონდეს, თუმცა კიდევ უფრო სწრაფ და კომფორტულ ნავიგაციაზე ვინ იტყოდა უარს? Magic Mouse დროთაგანმავლობაში ვითარდებოდა, ერგებოდა ადამიანების ინდივიდუალურ საჭიროებებს და შეიძლება ითქვას, მიაღწია სრულყოფილ ფორმას. მისი სიმსუბუქე და პორტატულობა გამოგვყვება ყველგან, სამუშაო გარემოს ცვლილებისას თუ მოგზაურობისას. 

ინტელექტი, ჟესტიკულაციის ზუსტი აღქმა და შეფერხებების გარეშე მოძრაობა ამ პატარა მაუსის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია და სახელიც ზუსტად აღწერს - მაგიური.



 

 

ჩანთა - დაიმგზავრე ყველგან

 

MacBook-ის მფლობელობა ასოცირდება პრივილეგიასთან, რომელიც მის ყველგან ტარების შესაძლებლობას უკავშირდება - ის არის მსუბუქი, მოსახერხებელი და კომფორტული. მაგრამ ამ ეპითეტების მიუხედავად, ჩანთის გარეშე მისი ტარება მაინც არაკომფორტულია. Სხვადასხვა ზომისა და ვიზუალის Ჩანთების უსასრულო არჩევანი, რომლებიც მაქსიმალურად მოერგება ყველა მომხმარებლის გემოვნებას,  წარმოდგენილია iTechnics-ში.



 

 

სქინები - დაიზღვიე თავი ყველა შესაძლო უსიამოვნებისგან 

 

როგორც არ უნდა ვუვლიდეთ ჩვენს MacBook-ს, გარანტია მაინც არ გვაქვს იმისა, რომ მის ზედაპირზე ნაკაწრები არ გაჩნდება. ცხადია, თაროზე შემოსადებად ის არავის გვჭირდება. Როცა მასზე არჩევანს ვაჩერებთ, მნიშვნელოვნად ვხელმძღვანელობთ იმ ფაქტით, რომ მისი ტარება ყველგან შეგვიძლია. ნაკაწრებისგან დასაცავად კი შეგვიძლია გამოვიყენოთ ე.წ. სქინი, რომელიც გარშემო ეკრობა ჩვენს მოწყობილობას და ყველა დარტყმას, მცირედს თუ დიდს თავის თავზე აიღებს.

 

 

 

 

სტენდები - უბრალოდ, შეიგრძენი კომფორტი

 

TikTok-ის ვიდეოებში, YouTube ვლოგებსა თუ Pinterest-ის ესთეტიკურ ფიდებში, ყველგან გვხვდება სტენდზე მოთავსებული MacBook. ატაცებული ტრენდია თუ მართლაც ასეთი კომფორტულია? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თავად უნდა გამოსცადო, მაგრამ მანამდე გეტყვით, რატომ არის ის MacBook-ის საჭირო აქსესუარების არც ისე გრძელ ჩამონათვალში. 

 

  • იცავს MacBook-ს გარეგანი დაზიანებებისგან;
  • სტენდზე მოთავსებული ლეპტოპი ხელებზე, თვალებსა და კისერზე დაძაბულობას ხსნის, რადგან მზერა პირდაპირ ხვდება ეკრანს და უფრო კომფორტულია მისი გამოყენება;
  • უზრუნველჰყოფს MacBook-ის ვინტილაციას და  იცავს მას გადახურებისგან

 

ვფიქრობთ, საყოყმანოდ ზედმეტად ბევრი ბენეფიტია.

 

 

 

 

WiWu-ს ბრენდის ტელეფონის სამაგრი MacBook-სთვის

 

თუ ჩვენი სამუშაო რუტინა ტელეფონსა და MacBook-ის ეკრანს შორის ხშირად ნავიგაციას მოიცავს, მაშინ ეს სამაგრი იდეალური გამოსავალია. სამაგრის ლეპტოპტზე მიმაგრებით შესაძლებლობა გვეძლევა ეკრანზე ყურებისა და მუშაობის გამოცდილება გავიუმჯობესოთ.

 

 

ეკრანის საწმენდი ხელსახოცები 

 

MacBook-ის Retina ეკრანის საშუალებით, ნებისმიერი პროცესი, იქნება ეს ფილმის ყურება თუ Excel-ში მონაცემების შეყვანა, უფრო სასიამოვნოა. ამ  პროცესში კი, ხანდახან ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა ხოლმე თითების ლაქები, მტვერი თუ სხვა ჭუჭყი ეკრანზე. ამ პრობლემის გადასაჭრელად, iTechnics-ში გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ეკრანის საწმენდ ხელსახოცებს, რომელიც ჩვენს MacBook-თან მუშაობის გამოცდილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

MacBook არ არის მოწყობილობა, რომელსაც სხვა ბევრი ნივთივით ხშირად გამოცვლით, ამიტომ, ინვესტიცია მის მოსავლელად ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა.

 

Ჩვენ გვჯერა, რომ MacBook სამუშაო და სასწავლო მიზნებისთის უკონკურენტოა თანამედროვე სამყაროში და ამ საპატიო ადგილს არ გვგონია, რომ ოდესმე დათმობს.

 

აითვისე მისი სრული პოტენციალი და შეიძინე საჭირო აქსესუარები iTechnics-ში.