ფერების ძალა: გაიგე, რა თვისებებზე მეტყველებს შენი მობილურის ქეისის ფერი

13.02.2024

გაზიარება

 

Შეგიმჩნევია, როგორ ცვლის შენს განწყობას ახალი ქეისი? 

 

ფერების ფსიქოლოგიის მიხედვით, ფერი, რომელსაც ირჩევ ბევრ რამეს ამბობს შენს პირობნებაზე, განწყობასა და კულტურულ თავისებურებებზე.

დიდი ალბათობით, ქეისის შერჩევისას, არავინ ვუღრმავდებით, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ფერი ჩვენს ემოციებზე, აზრებსა და ქცევებზე. უბრალოდ, მოგვწონს! მაგრამ მეცნიერულად, თითოეული ფერი განსხვავებულ რეაქციას იწვევს და ჩვენს აღქმაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

გარდა იმისა, რომ ქეისი Სმარტფონის დამცავი აქსესუარია, ის  ინდივიდუალური სტილისა და თვითგამოხატვის ერთგვარ საშუალებასაც წარმოადგენს. 

 

ფერებს ძალა აქვს და თუ რატომ ვირჩევთ რომელიმე კონკრეტულს, ფერების ფსიქოლოგიით შეგვიძლია დავადგინოთ.



წითელი: ინტენსიურობა და ენერგიულობა

 

ცნობილია, რომ წითელი რომანტიკასთან, ფუფუნებასთან, ვნებასთან და ძლიერ პიროვნულ თვისებებთან ასოცირდება. თუ წითელ ფერს გვერდს ვერ უვლი, დიდი ალბათობით, შენ ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი ხარ; არ გეშინია ხალხში გამოჩენის და გარშემომყოფების ყურადღებას მარტივად იქცევ. ამ ფერს ხშირად ირჩევენ თავდაჯერებული და კომუნიკაბელური ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ყველგან ამახსოვრდებათ.



ყვითელი: გადამდები ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა

 

თუ ყვითელი ფერი შენი უპირობო არჩევანია, მიუთითებს, რომ “მზიანი” განწყობით, აურითა და სიცოცხლისკენ სწრაფვით გარშემომყოფებსაც აბედნიერებ. ის, ხშირად, ბედნიერებასთან, თავდაჯერებულობასთან და ხალისიან პიროვნებებთან ასოცირდება. ვფიქრობთ, შენ კრეატიული და გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ. ყოველთვის ეძებ დადებით ასპექტებს ნებისმიერ სიტუაციაში. თუ ფიქრობ, რომ ის, რაც უნდა წარმოაჩინო მხიარული ბუნება და იუმორია, გახსოვდეს, რომ ამის ხაზგასმას ყვითელი ქეისითაც შეძლებ.



Ნარინჯისფერი: სანდოობა და კრეატიულობა

 

დაბალანსებული Ნარინჯისფერი წითელი და ყვითელი ფერების კომბინაციაა და ორივე მათგანის თავისებურებებს აერთიანებს. ის გამოხატავს თავდაჯერებულობას, კრეატიულობას, კომუნიკაბელურობასა და თავგადასავლებისკენ სწრაფვას. Მიიჩნევა, რომ ნარინჯისფერი წითელი ფერის ენერგიულობისა და ყვითლის ოპტიმისტური ბუნების იდეალური შერწყმაა.



ვარდისფერი: მრავალფეროვანი მნიშვნელობით

 

ვარდისფერი ერთდროულად ბევრი ასოციაციის მქონე ფერია სხვადასხვა კულტურებში, შესაბამისად, ძალიან პოპულარულიც. მაგალითად, დასავლურ კულტურებში ვარდისფერი ხშირად დაკავშირებულია ქალურობასთან, სინაზესთან, მგრძნობიარე ბუნებასთან და სიმშვიდესთან. თუმცა, სხვა კულტურებში, ის შეიძლება ძალისა და მამაკაცურობის სიმბოლოც იყოს. ვარდისფერი ქეისები ხშირად ეკუთვნით ადამიანებს, რომლებიც მგრძნობიარე ბუნებით, ფემინურობით, ემპათიურობითა და კრეატიულობით გამოირჩევიან. 



ცივი ლურჯი: მშვიდობა და ჰარმონიულობა

 

შეიძლება ითქვას, რომ ლურჯი ყველაზე პოპულარული ფერია მსოფლიოში. ის შეხედვისთანავე, თითქოს, სიმშვიდის, განტვირთვისა და ბალანსის განცდას იწვევს. თუ ლურჯი შენი საყვარელი ფერიცაა, სავარაუდოდ, მშვიდი და ზომიერი ადამიანი უნდა იყო. ბუნებრივად მშვიდობისმყოფელი ხარ და ურთიერთობებში მუდმივად ჰარმონიისკენ ისწრაფვი. ცისფერი აქსესუარის მფლობელები ხშირად ის ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრებისეული ქაოსის ფონზე, შინაგანი სიმშვიდის მიღწევასა და შენარჩუნებას ცდილობენ. ასევე, ლურჯი შთაგონებისკენ და თვითგამორკვევისკენ გვიბიძგებს, ვიდრე, უშუალოდ მოქმედებისკენ.



იასამნისფერი: მისტიკა და ძალაუფლება

 

იასამნისფერი აერთიანებს წითლისა და ლურჯის თვისებებს და ასოცირდება ძალასთან, სიბრძნესთან და სტაბილურობასთან. იასამნისფერ ქეისებს ხშირად ის ადამიანები ირჩევენ, რომლებსაც მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ და ცოდნის დაუოკებელი წყურვილი.



მწვანე: განვითარება და ომპტიმიზმი

 

მწვანე ბუნებასთან და ზრდასთან ასოცირდება. ის ბალანსის, ოპტიმიზმსა და იმედის სიმბოლოა. ამიტომ, მწვანე ქეისის შერჩევა შეიძლება განახლებისა და პოზიტიური ხედვის მანიშნებელი იყოს. გარდა ამისა, Მწვანე ფერისადმი მიზიდულობა ბუნებასთან ღრმა კავშირსა და სიყვარულზე მიუთითებს. ალბათ,  ის ადამიანი ხარ, ვინც პიროვნული განვითარების შესაძლებლობების მუდმივ ძიებაშია.



შერეული ფერები: უნიკალურობის ხაზგასმა

 

Სხვადასხვა ფერების მიქსი ინდივიდუალურობის გამოხატვის სიმბოლოდ მიიჩნევა. მრავალფერიანი ქეისები კი საშუალებას იძლევა ერთდროულად წარმოაჩინო შენი სხვადასხვა თვისებები. Რაც შეეხება თბილ ტონებს, ის დადებით ენერგიას ასხივებს და ემოციების ფართო სპექტრის გამოწვევა შეუძლია – ოპტიმიზმიდან ბედნიერებამდე და სიბრაზიდან შფოთვამდე.



Შავი: დახვეწილი და იდუმალი

 

ალბათ, ახალი არ იქნება შენთვის, თუ გეტყვით, რომ Შავი ფერი დახვეწილობისა და იდუმალების სიმბოლოა. Შავი ფერის აქსესუარის და მათ შორის, სმარტფონის ქეისის ტარება ელეგანტურობას უსვამს ხაზს. Შენ ალბათ სიმარტივეს აფასებ დიზაინში და უპირატესობას ფუნქციურობას ანიჭებ, ვიდრე ტრენდებს. Ხარ პრაქტიკული და სანდო.  Ხშირად ადამიანები, რომელთა საყვარელი ფერი შავია თავშეკავებულ და ავტორიტეტულ პიროვნებებად მიიჩნევიან.



თეთრი: Წმინდა და გულწრფელი

 

თეთრი ხშირად ასოცირდება სიკეთესთან, პატიოსნებასთან, მთლიანობასთან და ახალ საწყისებთან. თუ თეთრი ფერის აქსესუარებს ანიჭებ უპირატესობას, შენ ხარ ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულად აფასებს როგორც ფიზკური გარემოს სისუფთავესა და წესრიგს, ასევე,  გონების; დახვეწილი გემოვნება გაქვს და ასეთივე ნივთებსაც არჩევ.

თეთრი, არცთუ იშვიათად, ჰუმანური, ემპათიური და მშვიდი ადამიანების საყვარელი ფერია.



აბა, ამოიცანი სადმე შენი თავი?

 

ეჭვი გვაქვს, ამ ბლოგის წაკითხვის მერე ქეისის არჩევას ჩვეულებრივზე მეტ დროს დაუთმობ.