Apple-ის პირველი ავტორიზებული რესელერი

პროდუქტის დეტალები

Roborock S8 – კომპანიის უახლესი რობოტი მტვერსასრუტი, რომელიც საკუთარი მრავალფუნქციურობითა და პრაქტიკულობით გამორჩეულია. მოწყობილობა ერგება ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნებასა და საჭიროებას, რადგან გვთავაზობს სამი ტიპის წმენდას: მშრალს, სველსა და კომბინირებულს. სხვა მტვერსასრუტებისაგნ განსხვავებით, ამ მოდელს აქვს დამატებითი, მეორე ჯაგრისი, რომელიც გაზრდილ სიმძლავრესთან ერთად უზრუნველყოფს ხალიჩის ყველაზე ხარისხიან წმენდას და მაღალი ეფექტურობით ებრძვის შინაური ცხოველის ბეწვსაც. რობოტ მტვერსასრუტში გაუმჯობესებულია გადაადგილებისა და ნავიგაციის სენსორები, რომლებიც სახლის ყველაზე რთულ განლაგებასაც მარტივად იმახსოვრებენ, ასევე სწრაფად რეაგირებენ სახლის ინტერიერის ცვლილებაზე. Roborock S8-ს დიდი ელემენტი აქვს, შესაბამისად მისი მოხმარება შეიძლება დიდ არეალსა და რამდენიმე სართულზე. შეგვიძლია გამოვიყენოთ სველი წმენდის რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიის დახმარებით იატაკიდან ჩამჯდარი ლაქის ამოყვანის საშაულებასაც გვაძლევს. მობილური აპლიკაცია კი რობოტი მტვერსასრუტის მარტივად მოხმარების გარანტიაა.

Product has been added to your cart

გამოიყენე პრომო კოდი და მიიღე 20% მომენტალური CASHBACK მაქსიმუმ 100₾

Select at least 2 products
to compare