VR სათვალე

Meta Quest 2 გახლავთ ვირტუალური რეალობის (VR) სათვალე, რომელიც შემუშავებულია Meta Platforms-ის მიერ. ის პირველად წარმოებაში გამოჩნდა 2020 წლის 13 სექტემბერს.  

 

როგორც მისი წინამორბედის, Oculus Quest-ის შემთხვევაში, Quest 2-ს შეუძლია იმუშაოს როგორც დამოუკიდებელი ყურსასმენი Android-ზე დაფუძნებული შიდა ოპერაციული სისტემით, ან Oculus Rift-თან თავსებადი VR პროგრამით, რომელიც მუშაობს დესკტოპ კომპიუტერზე.

 

ეს არის ორიგინალური Oculus Quest-ის განახლება მსგავსი დიზაინით, თუმცა ბევრად მსუბუქი (503 გრ). ასევე  განახლებულია შიდა სპეციფიკაციებთ, ეკრანის უფრო მაღალი გამოსახულებით, Oculus Touch კონტროლერებით და გაუმჯობესებული ელემენტით. იმისათვის, რომ გამოიყენოთ მოწყობილობის სერვისები  დაგჭირდებათ Facebook ანგარიშით ავტორიზაცია.

 

 

მისი დიზაინი ორიგინალური Oculus Quest-ის მსგავსია, თუმცა ვხვდებით სიახლეებსაც. მოწყობილობის შავი ქსოვილით დაფარული ექსტერიერი შეიცვალა თეთრი ფერის პლასტმასით და შავი სახის საფენით, რაც კომფორტულს ხდის მორგებას. კონტროლერის ელასტიური სამაჯური შეიცვალა ქსოვილის მატერიით.

 

Quest 2 იყენებს Qualcomm Snapdragon XR2 პლატფორმას რომელიც წარმოებულია Snapdragon 865-ისგან. იგი შექმნილია VR და AR რეალობის მოწყობილობებისთვის. გამოიკვლიეთ მათი ვირტუალური სამყაროს ყველა კუთხე 360° სფერული ხედით, რომელიც ასახავს სცენას ნათელი დეტალებით. აქვს 6 GB LPDDR4X RAM – 2 GB-იან პირველი თაობის მოდელთან შედარებით.

 

პირველი თაობის Quest-ის ორმაგი OLED დისპლეები შეიცვალა ერთჯერადი, სწრაფი გადართვის LCD პანელით, თითო თვალის გარჩევადობით 1832×1920 და განახლების სიხშირით 120 ჰერცამდე. ეკრანი უკვე იყენებს ზოლიან ქვეპიქსელებს. ეს განლაგება აუმჯობესებს გამოსახულების სიცხადეს Screen Door ეფექტის შემცირებით. Screen Door ეფექტი არის თხელი, მუქი ხაზების ან ბადისებრი გამოსახულების გამოჩენა, რომელიც გამოწვეულია ეკრანზე ან დაპროექტებულ სურათზე პიქსელებს შორის არსებული ადგილებით.

 

 

 

გამოსახულების გაშვებისას ეკრანის განახლების სიხშირე ჩაკეტილი იყო 72 Hz-ზე პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, ხოლო 90 Hz რეჟიმით, როგორც ექსპერიმენტული ვარიანტი, მხოლოდ სახლის ზონით შემოიფარგლებოდა.

 

2020 წლის ნოემბერში პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამ საშუალება მისცა თამაშებს გაშვებულიყო 90 Hz-ის რეჟიმში. 2021 წლის აპრილში კი განახლებამ დაამატა ექსპერიმენტული მხარდაჭერა თამაშებში 120 Hz რეჟიმისთვის.

 

 

 

Quest 2 მუშაობს Android-ზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემაზე. პირველი გააქტიურებისას, გამოყენებული უნდა იყოს სმარტფონი, რომელშიც მუშაობს Meta Quest აპლიკაცია.

 

2021 წლის თებერვალში განხორციელებულმა განახლებამ დაამატა მხარდაჭერა სამამდე დამატებითი ანგარიშით ავტორიაციის შესაძლებლობა ერთ Quest 2 მოწყობილობაში, რაც საშუალებას იძლევა გააზიარონ შეძენილი აპლიკაციები მათ შორის. სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია 28-ში 2021 წლის აპრილში შემოიღეს ექსპერიმენტული Air Link უკაბელო სტრიმინგი. 2021 წლის ივლისში კი ასევე ექსპერიმენტულად დაემატა Ar ფუნქცია.

 

 

მოყვება მესამე თაობის Oculus Touch კონტროლერები, რომელთა დიზაინზე გავლენა მოახდინა ორიგინალურმა Oculus Rift კონტროლერმა. ასევე წინა ვერსიასთან შედარებით ოთხჯერ გაზრდილია ელემენტის ხანგრძლივობაც.

 

 

 

Quest 2 აქვს  ყველა თამაშის და აპლიკაციის მხარდაჭერა, რომელიც დამზადებულია პირველი თაობის მოდელისთვის. სათვალეს ასევე აქვს Quest Link მხარდაჭერა, რაც საშუალებას აძლევს მოწყობილობას გამოიყენოს Oculus Rift-თან თავსებადი პროგრამული უზრუნველყოფა კომპიუტერთან ერთად. შეგიძლიათ შეუერთოთ VR სათვალე პერსონალურ კომპიუტერს და ითამაშოთ მხარდაჭერილი თამაშები სათვალის გამოყენებით ძალიან ძლიერი გრაფიკით.

 

 

 

 

2021 წლის აპრილში, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამ დაამატა “Air Link”, როგორც ექსპერიმენტული ფუნქცია. ის საშუალებას აძლევს თამაშების სტრიმინგს კომპიუტერიდან Wi-Fi-ით. სათვალეს გააჩნია სტერეო დინამიკები და ყურსასმენების გარეშეც შეიძლება მაღალი ხარისხის, სუფთა ხმის მოსმენა.